პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ!
როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ გაზ­ე­­თში, გან­ცხა­დე­ბე­ბის გვერ­დზე წა­ვი­კი­თხე, რომ ვი­ღაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უცხო­ეთ­ში დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. იქვე სა­ხე­ლი და ტე­ლე­ფო­ნი იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. დავ­რე­კე.­ შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი იქ­ნე­ბო­და...

დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის "გამ­ჩა­ლი­ჩე­ბელ­მა" მირ­ჩია, ჯერ ვი­ზა­ზე მეზ­რუ­ნა, პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა­ში კი მერე და­მეხ­მა­რე­ბო­და. დამ­პირ­და, რომ შე­თხზავს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ ზღა­პარს", თით­ქოს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის"­ წევ­რი ვარ, რო­მელ­საც დევ­ნი­ან, იჭე­რენ, სცე­მენ, მოკ­ვლით ემუქ­რე­ბი­ან. ეს ამ­ბა­ვი ითარ­გმნე­ბო­და ინ­გლი­სუ­რად და ინ­ტერ­ნეტ­სა­იტ­ზე გან­თავ­სდე­ბო­და ისე, რომ კო­მი­სია, რო­მე­ლიც ჩემი დევ­ნი­ლო­ბის სტა­ტუსს გა­ნი­ხილ­ავდა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი­ყო, უცხო­ეთ­ში გაქ­ცე­ვამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი ცოდ­ვით ქვაც რომ იწ­ვო­და და ამას მე­დი­აც აშუ­ქებ­და. ეს 500 დო­ლა­რი და­მიჯ­დე­ბო­და.

და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის­თვის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც მომ­ცემ­და­ ბე­ჭედ­დას­მულ ცნო­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით მდევ­ნი­ან. ეს სერ­ვი­სი კი 700 დო­ლა­რი და­მიჯ­დე­ბო­და, მაგ­რამ სა­ნამ 700 დო­ლა­რის გა­დახ­და­ზე მიდ­გე­ბო­და საქ­მე, ბევ­რი რამ უნდა მო­მეგ­ვა­რე­ბი­ნა. თავ

და­პირ­ვე­ლად - ვიზა, რო­მელ­საც ვერ ავი­ღებ­დი, თუ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბა და სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე და­ნა­ზო­გი არ მექ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ამ ცნო­ბა­საც გა­მი­კე­თებ­დნენ, რომ­ლის ფა­სიც 500 დო­ლა­რით­ იწყე­ბა და ზე­მოთ მირ­ბის. მოკ­ლედ, ფულს გა­და­ვიხ­დი­დი და ვი­ზა­საც­ ჩა­მირ­ტყამ­დნენ.

"კე­თილ­მო­სურ­ნემ" მი­თხრა, ვიზა ლე­გა­ლუ­რი უნდა გქონ­დეთ, მაგ­რამ კო­მი­სი­ა­ზე რომ მოხ­ვდე­ბით, უნდა თქვათ, რომ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში შე­ი­პა­რეთ და ქრთა­მის წყა­ლო­ბით შე­აღ­წი­ეთ თვითმფრი­ნავ­ში, თო­რემ ისი­ნი, ვინც მოკ­ვლით გე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, იქვე, აე­რო­პორ­ტში აგიგ­ებ­დნენ წეს­სო.

ჩემ­მა "გა­დამ­რჩე­ნელ­მა" სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ან რელი­გ­იური მო­ტი­ვით დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სიც შემ­ომ­თა­ვა­ზა. მოკ­ლედ, ისე­თი გუ­ლუხ­ვი აღ­მოჩ­ნდა, ძა­ლა­დო­ბის ფორ­მი­სა და ში­ნა­არ­სის არ­ჩე­ვა მე მო­მან­დო, ამ­ბის შე­თხზვა კი თვი­თონ იტ­ვირ­თა.

მა­სა­ლა სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 15 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ!

როგორ "ვიყიდოთ" ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსი?! - ფრთხილად, თაღლითების ქსელში არ გაებათ!

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ გაზ­ე­­თში, განცხადებების გვერდზე წავიკითხე, რომ ვიღაც საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში დევნილის სტატუსის მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. იქვე სახელი და ტელეფონი იყო მითითებული. დავრეკე.­ შუახნის მამაკაცი იქნებოდა...

დევნილის სტატუსის "გამჩალიჩებელმა" მირჩია, ჯერ ვიზაზე მეზრუნა, პოლიტდევნილის სტატუსის მიღებაში კი მერე დამეხმარებოდა. დამპირდა, რომ შეთხზავს "ნაციონალურ ზღაპარს", თითქოს "ნაცმოძრაობის"­ წევრი ვარ, რომელსაც დევნიან, იჭერენ, სცემენ, მოკვლით ემუქრებიან. ეს ამბავი ითარგმნებოდა ინგლისურად და ინტერნეტსაიტზე განთავსდებოდა ისე, რომ კომისია, რომელიც ჩემი დევნილობის სტატუსს განიხილ­ავდა, დარწმუნებულიყო, უცხოეთში გაქცევამდე საქართველოში ჩემი ცოდვით ქვაც რომ იწვოდა და ამას მედიაც აშუქებდა. ეს 500 დოლარი დამიჯდებოდა.

დამაჯერებლობისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაც მომცემდა­ ბეჭედდასმულ ცნობას და რეკომენდაციას, რომ პოლიტიკური მოტივით მდევნიან. ეს სერვისი კი 700 დოლარი დამიჯდებოდა, მაგრამ სანამ 700 დოლარის გადახდაზე მიდგებოდა საქმე, ბევრი რამ უნდა მომეგვარებინა. თავ

დაპირველად - ვიზა, რომელსაც ვერ ავიღებდი, თუ მაღალანაზღაურებადი სამსახურის ცნობა და საბანკო ანგარიშზე დანაზოგი არ მექნებოდა, თუმცა, ამ ცნობასაც გამიკეთებდნენ, რომლის ფასიც 500 დოლარით­ იწყება და ზემოთ მირბის. მოკლედ, ფულს გადავიხდიდი და ვიზასაც­ ჩამირტყამდნენ.

"კეთილმოსურნემ" მითხრა, ვიზა ლეგალური უნდა გქონდეთ, მაგრამ კომისიაზე რომ მოხვდებით, უნდა თქვათ, რომ თბილისის აეროპორტში შეიპარეთ და ქრთა­მის წყალობით შეაღწიეთ თვითმფრინავში, თორემ ისინი, ვინც მოკვლით გემუქრებოდნენ, იქვე, აეროპორტში აგიგ­ებდნენ წესსო.

ჩემმა "გადამრჩენელმა" სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლის ან რელი­გ­იური მოტივით დევნილის სტატუსიც შემ­ომთავაზა. მოკლედ, ისეთი გულუხვი აღმოჩნდა, ძალადობის ფორმისა და შინაარსის არჩევა მე მომანდო, ამბის შეთხზვა კი თვითონ იტვირთა.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია