პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე..." - რის გამო აკრიტიკებს ეკა ბესელია პრემიერის თანაშემწეს
"სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე..." - რის გამო აკრიტიკებს ეკა ბესელია პრემიერის თანაშემწეს

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ეკა ბე­სე­ლი­ამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში პრე­მი­ე­რის თა­ნა­შემ­წის, სოფო ჯა­ფა­რი­ძის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა.

ბე­სე­ლი­ას საყ­ვე­დუ­რის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე არც ჯა­ფა­რი­ძე და არც მისი სამ­დივ­ნოს სხვა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა.

"სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თა­დერ­თი ვინც ვერ შეძ­ლო ინ­ფორ­მა­ცია წარ­მო­ედ­გი­ნა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში სოფო ჯა­ფა­რი­ძეა. არც არა­ვინ გა­მო­ცხად­და, ვინც ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას წარ­მო­ად­გენ­და. შარ­შა­ნაც იგი­ვე მოხ­და. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, არ ვიცი, ეს რა­ტომ მოხ­და. ვეც­დე­ბი, პი­რა­დად და­ვე­ლა­პა­რა­კო. სოფო ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია და რა­ტომ ხდე­ბა ასე... შარ­შა­ნაც ერ­თა­დერ­თი რგო­ლი იყო, ვი­საც ვერ მო­ვუს­მი­ნეთ და წელ­საც. შე­იძ­ლე­ბა რე­კო­მენ­და­ცია მო­ვი­ფიქ­როთ და გა­ვუგ­ზავ­ნოთ. როცა მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რი მო­დის და ცოტა გა­უ­გებ­რია, რა­ტომ არა­ვინ გა­მო­ცხად­და. თვი­თონ ბორ­ჯომ­შია, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ არც არა­ვინ გა­მო­ცხად­და. ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და. მგო­ნი, კარ­გი ფორ­მა არ არის, როცა კო­მი­ტე­ტი მთავ­რო­ბის ყვე­ლა წევ­რს უს­მენს და სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნე­ბი მო­დი­ან, არ მგო­ნია, რომ ასე­თი ფორ­მა კარ­გი ტონი იყოს. შე­საძ­ლე­ბე­ლია თვი­თონ მოს­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა, მაგ­რამ ვინ­მე სხვა მა­ინც უნდა მო­ვი­დეს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია წა­მო­ად­გი­ნოს. ეს არის ჩვენსთვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი - გეგ­მე­ბის და­წე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩემი მცი­რე საყ­ვე­დუ­რი უნდა გა­მოვ­თქვა და ამას დას­კვნა­შიც ავ­სა­ხავთ", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ხალ­ხო დამ­ცვლის ან­გა­რი­შით და პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბით გა­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უს­მენს.

sponsored by ContentRoom

"სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე..." - რის გამო აკრიტიკებს ეკა ბესელია პრემიერის თანაშემწეს

"სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე..." - რის გამო აკრიტიკებს ეკა ბესელია პრემიერის თანაშემწეს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.

ბესელიას საყვედურის მიზეზი გახდა ის, რომ კომიტეტის სხდომაზე არც ჯაფარიძე და არც მისი სამდივნოს სხვა წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.

"სამწუხაროდ, ერთადერთი ვინც ვერ შეძლო ინფორმაცია წარმოედგინა, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების საკითხებში სოფო ჯაფარიძეა. არც არავინ გამოცხადდა, ვინც ამ ინფორმაციას წარმოადგენდა. შარშანაც იგივე მოხდა. ძალიან სამწუხაროა, არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ვეცდები, პირადად დაველაპარაკო. სოფო ძალიან ყურადღებიანია და რატომ ხდება ასე... შარშანაც ერთადერთი რგოლი იყო, ვისაც ვერ მოვუსმინეთ და წელსაც. შეიძლება რეკომენდაცია მოვიფიქროთ და გავუგზავნოთ. როცა მთავრობის ყველა წევრი მოდის და ცოტა გაუგებრია, რატომ არავინ გამოცხადდა. თვითონ ბორჯომშია, კონფერენციაზე, მაგრამ არც არავინ გამოცხადდა. ამის ორგანიზება შეიძლებოდა. მგონი, კარგი ფორმა არ არის, როცა კომიტეტი მთავრობის ყველა წევრს უსმენს და საპარლამენტო მდივნები მოდიან, არ მგონია, რომ ასეთი ფორმა კარგი ტონი იყოს. შესაძლებელია თვითონ მოსვლა ვერ მოახერხა, მაგრამ ვინმე სხვა მაინც უნდა მოვიდეს, რომ ეს ინფორმაცია წამოადგინოს. ეს არის ჩვენსთვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი - გეგმების დაწერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რეკომენდაციების შესრულება არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩემი მცირე საყვედური უნდა გამოვთქვა და ამას დასკვნაშიც ავსახავთ", - განაცხადა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ბოლო რამდენიმე დღეა სახალხო დამცვლის ანგარიშით და პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს უსმენს.

"თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ივანიშვილის შექმნილი მოძრაობის მხარდამჭერი"  - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი "პოსტვიდან" წასვლაზე?

"რუსები ბიძინას ეუბნებიან, რომ დაულაგებენ ძალოვან სტრუქტურებს, მაგრამ მან უნდა დანიშნოს ძალოვანი მინისტრი, როგორც გახარია იყო" - მიხეილ სააკაშვილი

"ასე გამოიყურება სინათლე გვირაბის ბოლოს!" - სალომე ზურაბიშვილი ვაქცინაზე