"რა ძალიან კარგი ამინდია, აი ისეთი სადმე პარკში რომ უნდა გახვიდე, მინდორში წამოკოტრიალდე და ზამთრისან ტვინ მო**მა ცოტა სული მოითქვა, მაგრამ ჩემი ფეხები, სად არი პარკი, ან წამოსაკოტრიალებელი მინდორი?
პარკი არ გვჭირდება მარტო სუფთა ჰაერისთვის, პარკს გაცილებიდ დიდი სოციალური დატვირთვა აქვს. პარკი ქალაქის სულია, ამ ქალაქის კიდე დაუმახინჯდა სული.
პარკი უნდა იყოს სივრცე, სადაც ხალხი ერთმანეთს შეხვდება, სადაც სხვადასხვა სოციალური ფენები ერთმანეთს გადაკვეთენ, მოტასავე მოხუცები მოზასავე ახალგაზრდებს ნახავენ, სპორტსმენები ჯანქებს და ლოთებს.
საერთოდ არ არი ქალაქში საერთო სივრცე, არსად ერთმანეთს არ ვკვეთთ, ძალიან იშვიათად. ამიტომ გვაქვს ერთმანეთის მიმართ გაუცხოვება, ზოგჯერ ახალაგზრდა ადამიანი ისეთ სი**ს დაახეთქებს ხოლმე, მეთქი შეჩემა ციდან ჩამოვარდი? აი ეგრეა, რა, სტერეოტიპული ინფორმაცია გვაქვს ერთმანეთზე, ერთი მაგალითიდან განზოგადოებული და ეს არ არი მთლად კარგი. ჩვენ არ ვართ საზოგადოება, კასტებად ვცხოვრობთ და ამ კასტებს არანაირი სოლიდარობის განცდა არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ. მეტიც, მაგრამ გვკიდია, ჰოდა კასტური ცხოვრებით ვერ განვვითარდებით. ამითვის სივრცეები გვჭირდება, საერთო სივრცები, კარგი სივრცეები, დიდი პარკები და კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
პარკი გაცილებით მეტია ვიდრე სუფთა ჰაერი. პარკი გვჭირდება იმისთვის, რომ ძლიერ საზოგადოებად ჩამოვყალიბდეთ, პარკი დიიიდი, ლამაზი და კოხტა.
და არა სახინკლე, მანდაც კასტებად ვიყოფით და იმიტომ.
გაუმარჯოს ერთიან საქართველოს! ვაშა!
კიდე ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ დამეზარა, მერე რამე პოსტს დავწერ და ნარმანიას დავთაგავ, ამაზე როგორ დავთაგო სირცხვილია, ვიგინები. სკან დიდა ფხოდ!"
(c) სცენარისტი მათე მაყაშვილი