მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გრემის" ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ
"გრემის" ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ

გუ­შინ, 15 თე­ბერ­ვალს ლოს-ან­ჟე­ლეს­ში ყვე­ლა­ზე დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თა. "გრე­მის" და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე პა­ტი­ვი მი­ე­გო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ ჟან­რებ­ში შექ­მნილ სა­უ­კე­თე­სო კომ­პო­ზი­ცი­ებს და არ­ტის­ტებს. შო­უ­ბიზ­ნე­სის ბო­მონ­დი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ეს­წრე­ბო­და გრან­დი­ო­ზულ ცე­რე­მო­ნი­ას. გრე­მის ტრი­უმ­ფა­ტო­რე­ბი ტე­ი­ლორ სვიფ­ტი და ედ ში­რე­ნი გახ­დნენ. სვიფტ­მა "წლის სა­უ­კე­თე­სო ალ­ბო­მის" და "სა­უ­კე­თე­სო ვი­დეო კლი­პის" კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა, ში­რენ­მა კი კა­ტე­გო­რი­ებ­ში - "წლის სიმ­ღე­რა" (კომ­პო­ზი­ცი­ით Thinking out loud) და "სა­უ­კე­თე­სო სოლო შემ­სრუ­ლე­ბე­ლი პოპ ჟანრ­ში".

წლის სა­უ­კე­თე­სო ჩა­ნა­წე­რი მარკ რონ­სო­ნის Uptown Funk გახ­და. სა­უ­კე­თე­სო ახალ მომ­ღერ­ლად მე­გან ტრე­ი­ნო­რი და­სა­ხელ­და, სა­უ­კე­თე­სო რეპ ალ­ბო­მად კენ­დრიკ ლა­მა­რის To pimp a butterfly, სა­უ­კე­თე­სო როკ ალ­ბო­მად კი მი­უ­ზის "დრო­ნე­ბი" და­სა­ხელ­და.

ლედი გა­გამ დე­ვიდ ბო­უ­ის სიმ­ღე­რე­ბის პო­პუ­რით მი­ა­გო პა­ტი­ვი გარ­დაც­ვლილ ლე­გენ­დას, რი­ა­ნამ ბოლო წუთს გა­და­დო სა­კუ­თა­რი გა­მოს­ვლა შო­უ­ზე, ადე­ლის შეს­რუ­ლე­ბი­სას კი ჟღე­რა­დო­ბა იყო არე­უ­ლი, რად­გან რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, პი­ა­ნი­ნოს მიკრო­ფო­ნე­ბი სი­მებს და­ე­ცა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

"გრემის" ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ

"გრემის" ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ

გუშინ, 15 თებერვალს ლოს-ანჟელესში ყველაზე დიდი მუსიკალური საღამო გაიმართა. "გრემის" დაჯილდოებაზე პატივი მიეგო წლის განმავლობაში სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში შექმნილ საუკეთესო კომპოზიციებს და არტისტებს. შოუბიზნესის ბომონდი სრული შემადგენლობით ესწრებოდა გრანდიოზულ ცერემონიას. გრემის ტრიუმფატორები ტეილორ სვიფტი და ედ შირენი გახდნენ. სვიფტმა "წლის საუკეთესო ალბომის" და "საუკეთესო ვიდეო კლიპის" კატეგორიაში გაიმარჯვა, შირენმა კი კატეგორიებში - "წლის სიმღერა" (კომპოზიციით Thinking out loud) და "საუკეთესო სოლო შემსრულებელი პოპ ჟანრში".

წლის საუკეთესო ჩანაწერი მარკ რონსონის Uptown Funk გახდა. საუკეთესო ახალ მომღერლად მეგან ტრეინორი დასახელდა, საუკეთესო რეპ ალბომად კენდრიკ ლამარის To pimp a butterfly, საუკეთესო როკ ალბომად კი მიუზის "დრონები" დასახელდა.

ლედი გაგამ დევიდ ბოუის სიმღერების პოპურით მიაგო პატივი გარდაცვლილ ლეგენდას, რიანამ ბოლო წუთს გადადო საკუთარი გამოსვლა შოუზე, ადელის შესრულებისას კი ჟღერადობა იყო არეული, რადგან როგორც მოგვიანებით გაირკვა, პიანინოს მიკროფონები სიმებს დაეცა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება