როგორ გავისტუმროთ ბანკის ვალი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში

როგორ გავისტუმროთ ბანკის ვალი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში

ეკონომიკურმა კრიზისმა ქვეყანაში მოქალაქეების მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა. ხშირია სამსახურის დაკარგვის შემთხვევებიც, რადგან კომპანიებს არსებული რეალობის გათვალიწინებით, კადრების შემცირება უწევთ. სამსახურიდან მოულოდნელად დათხოვილი მოქალაქე სხვა პრობლემებთან ერთად კიდევ ერთი, დამატებითი საფრთხის წინაშე დგება: როგორ შეასრულოს ბანკთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებზეც ხელი სესხის აღების დროს მოაწერა?

”საქართველოს ბანკის” სერვისების ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც ბანკში 2000 ლარი სესხის სახით აქვს აღებული, ”ბიზნესპრესნიუსს” თავის პრობლემაზე ესაუბრა:

”საქართველოს ბანკში 2 000 ლარის ოდენობის სესხი ავიღე. ნახევარი გადავიხადე. მაგრამ ცოტა ხნის წინ სამსახური დავკარგე და მივხვდი, დარჩენილი ნაწილის გადახდას ძველი პირობებით ვეღარ შევძლებდი. თვეში დაახლოებით 200 ლარის გადახდა მიწევდა. ამიტომ მივმართე ბანკს და ვთხოვე, შეეჩერებინათ ან სესხის რესტრუქტურიზაცია მოეხდინათ. სამწუხაროდ, უარი მივიღე - ვიდრე ვადაგადაცილებები არ გექნებათ, ან ჯარიმა-საურავები არ დაგერიცხებათ, ალტერნატივას ვერ შემოგთავაზებთო”, - აცხადებს მოქალაქე.

ფინანსური მრჩეველი, ნათია ზედგენიძე ადამიანებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ბანკთან დაკისრებული მოვალეობების შესრულებას ვეღარ ახერხებენ, რჩევებს აძლევს.

”პირველ რიგში, მინდა ვთხოვო მათ, არ დაემალონ ბანკს, რადგან ამით მათი საკრედიტო ისტორია გაფუჭდება. ნეგატიური საკრედიტო ისტორია ნიშნავს იმას, რომ მომავალში სხვადასხვა ტიპის კრედიტორისგან, იქნება ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ ბანკი, რაიმე ტიპის ფინანსური რესურსის მოძიება თუ დასჭირდებათ, ამის შესაძლებლობა ვერ მიეცემათ. მეორე მხრივ, კარგი იქნებოდა ადამიანმა, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი აქვს და სესხის აღებას ფიქრობს, თადარიგი დაიჭიროს და მინიმუმ 3-4 თვის რეზერვი მაინც შექმნას, რომ უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში, 3-4 თვის განმავლობაში მშვიდად გადაიხადოს თანხა და პარალელურად, ახალი სამსახური ეძებოს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია