მოჭიდავე ბექა ლომთაძე - რა დოპინგი, ვჭიდაობ და ვვარჯიშობ ჩემთვის

მოჭიდავე ბექა ლომთაძე - რა დოპინგი, ვჭიდაობ და ვვარჯიშობ ჩემთვის

მოჭიდავეების ნაწილი, რომლებმაც დოპინგ ტესტი ვერ გაიარეს, თბილისში დაბრუნდა. სპორტსმენებმა აეროპორტი კომენტარის გარეშე დატოვეს. საქართველოში დაბრუნებული მოჭიდავეები "მილდრონატის" მიღებას არ ადასტურებენ.

"ბეჭის ტრამვა მაქვს. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და დავბრუნდი მაგის გამო. რა დოპინგი - ვჭიდაობ და ვვარჯიშობ ჩემთვის. დიპინგი არა, ის", - განაცხადა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ბექა ლომთაძემ.

დოპინგსკანდალში გახვეულ მოჭიდავეთა უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც.

ერთ-ერთი სპორტსმენისთვის, დოპინგის გამოყენების დამტკიცების შემთხვევაში, მეორე ჩავარდნა იქნება, რაც მას სამუდამო დისკვალიფიკაციით ემუქრება.

საერთაშორისო წესების თანხმად, ფაქტის დამტკიცებამდე მათი ვინაობა არ საჯაროვდება. საუბარი 6 მოჭიდავეზეა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია