ბოლო პერიოდში მომრავლებულ ონლაინსესხებს მომხმარებელიც გაეზარდა. ინსტრუქცია მარტივია, უმოკლეს დროში ინტერნეტით მცირე თანხას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე სესხულობ. ხშირ შემთხვევაში პირველი თვე თანხის აღება უპროცენტოა და მომხმარებელიც მარტივად თანხმდება შეთავაზებაზე, თუმცა ფულის შოვნის ასეთი გზა სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, ვადაზე გადაცდენა კი ჯარიმებს, რომელთა რიცხვიც ხშირად რატომღაც იმაზე მეტია, ვიდრე ვიცით.
ნინო ერთ-ერთია, იმ მომხმარებელთა შორის, ვინც ონლაინსესხით სარგებლობს. ფინანსური პრობლემების გამო, მას უკვე რამდენიმეჯერ მოუწია თანხის გამოტანა"
"სესხის აღების პროცედურა მარტივია, შესაბამის საიტზე შედიხარ, იმ ბანკის ანგარიშიდან, სადაც გინდა რომ თანხა დაგირიცხონ, სიმბოლურად 1 თეთრს რიცხავ (ყველაფერს საიტი გიჩვენებს, მარტივი პროცედურაა) და ძალიან მოკლე დროში გერიცხება მოთხოვნილი თანხა.