სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!" - საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება
"SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!" - საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

"ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი მას­ზე კომ­პრო­მა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

ნაც­ვლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ა­ლე­ბით ამ ადა­მი­ა­ნებს მი­მარ­თავს და ურ­ჩევს, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მით და­კავ­დნენ.

"ჰაჰა! რო­გორც იქნა! - ხმე­ბი მო­მი­ვი­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჩემ­ზე კომ­პრო­მა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ.

მო­რა­ლი: SOS, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ცუდი პი­როვ­ნე­ბაა!

რო­გორც იქნა გავ­ხდი თქვე­ნი მა­ღა­ლი ყუ­რა­დღე­ბის ღირ­სი.

მა­ინ­ცდა­მა­ინც ნუ გა­ირ­ჯე­ბით, ჩემო კარ­გე­ბო, მე და­გი­ზო­გავთ დრო­საც და რე­სურსსაც - გე­ტყვით, რომ ვარ მარ­თლაც ცუდი და მუდ­მი­ვად მო­უც­ლე­ლი შვი­ლი, დედა და მე­უღ­ლე, ასე­ვე მე­გო­ბა­რი, მე­გობ­რე­ბიც კი მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზორ­ში მხე­და­ვენ, დიქ­ტა­ტო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი და უბ­რა­ლოდ ბო­რო­ტი სული.

ამას გან­სა­კუთ­რე­ბით და­გი­დას­ტუ­რებთ ჩვე­ნი პიარ-მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­თა­ნაც - ვა­დას­ტუ­რებ - ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უს წინ და შემ­დეგ მაქვს ცხა­რე კა­მა­თი და ზოგ­ჯერ - ჩხუ­ბიც კი.

თქვენ ნუ იწ­ვა­ლებთ, მე შე­გახ­ვედ­რებთ ამ ადა­მი­ა­ნებს, მათ­ზე კარ­გად ვე­რა­ვინ მო­გიყ­ვე­ბათ ჩემს "სი­ცუ­დე­ებ­სა" და "შავ­ბნელ მხა­რე­ებ­ზე"...

პ.ს. იმის­თვის, რომ გა­მა­ჩუ­მოთ, მე­კა­მა­თეთ არ­გუ­მენ­ტე­ბით, და­უ­პი­რის­პირ­დით პრობ­ლე­მის სა­თა­ვეს, და არა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც პრობ­ლე­მებს ხე­დავს და გაკ­რი­ტი­კებთ. კომ­პრო­მა­ტე­ბის ძებ­ნა ძა­ლი­ან გაც­ვე­თი­ლი და თა­ნაც ზარ­მა­ცე­ბის მე­თო­დია; ცოტა მე­ტის ამ­ბი­ცია არ გაქვთ?!~

არ მგო­ნია, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემი პი­როვ­ნე­ბა და თვი­სე­ბე­ბი, რომ ის ვინ­მემ იკ­ვლი­ოს. უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბის­კენ მი­მარ­თეთ თქვე­ნი დრო და ენერ­გია; ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, მო­გა­ნი­ჭებთ კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდას და თვით­შე­ფა­სე­ბა­საც აგი­მაღ­ლებთ, თუ თავს და­ა­ნე­ბებთ "ბნელ ოთახ­ში კა­ტის ძებ­ნას" და რამე რე­ა­ლურ საქ­მეს გა­უ­კე­თებთ ამ ქვე­ყა­ნას", - წერს ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!" - საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

"SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!" - საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მასზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ.

ნაცვლიშვილი "ფეისბუქის" საშუალებით ამ ადამიანებს მიმართავს და ურჩევს, უფრო მნიშვნელოვანი საქმით დაკავდნენ.

"ჰაჰა! როგორც იქნა! - ხმები მომივიდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირები ჩემზე კომპრომატების შეგროვებას ცდილობენ.

მორალი: SOS, ანა ნაცვლიშვილი ცუდი პიროვნებაა!

როგორც იქნა გავხდი თქვენი მაღალი ყურადღების ღირსი.

მაინცდამაინც ნუ გაირჯებით, ჩემო კარგებო, მე დაგიზოგავთ დროსაც და რესურსსაც - გეტყვით, რომ ვარ მართლაც ცუდი და მუდმივად მოუცლელი შვილი, დედა და მეუღლე, ასევე მეგობარი, მეგობრებიც კი მხოლოდ ტელევიზორში მხედავენ, დიქტატორი ხელმძღვანელი და უბრალოდ ბოროტი სული.

ამას განსაკუთრებით დაგიდასტურებთ ჩვენი პიარ-მენეჯერი, რომელთანაც - ვადასტურებ - ყველა ინტერვიუს წინ და შემდეგ მაქვს ცხარე კამათი და ზოგჯერ - ჩხუბიც კი.

თქვენ ნუ იწვალებთ, მე შეგახვედრებთ ამ ადამიანებს, მათზე კარგად ვერავინ მოგიყვებათ ჩემს "სიცუდეებსა" და "შავბნელ მხარეებზე"...

პ.ს. იმისთვის, რომ გამაჩუმოთ, მეკამათეთ არგუმენტებით, დაუპირისპირდით პრობლემის სათავეს, და არა იმ ადამიანებს, ვინც პრობლემებს ხედავს და გაკრიტიკებთ. კომპრომატების ძებნა ძალიან გაცვეთილი და თანაც ზარმაცების მეთოდია; ცოტა მეტის ამბიცია არ გაქვთ?!~

არ მგონია, რომ ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პიროვნება და თვისებები, რომ ის ვინმემ იკვლიოს. უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ თქვენი დრო და ენერგია; ეს უფრო საინტერესო იქნება, მოგანიჭებთ კმაყოფილების განცდას და თვითშეფასებასაც აგიმაღლებთ, თუ თავს დაანებებთ "ბნელ ოთახში კატის ძებნას" და რამე რეალურ საქმეს გაუკეთებთ ამ ქვეყანას", - წერს ანა ნაცვლიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს