მანან კობახიძე - კარგია, რომ ელისაშვილი პარლამენტში არ მოვიდა - ის ილიას სურათის წინ არ უნდა მჯდარიყო

მანან კობახიძე - კარგია, რომ ელისაშვილი პარლამენტში არ მოვიდა - ის ილიას სურათის წინ არ უნდა მჯდარიყო

კარგია, რომ ალეკო ელისაშვილი არ მოვიდა აქ - ის ილიას სურათის წინ არ უნდა მჯდარიყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს ხვდებიან.

მანანა კობახიძის თქმით, დღეს მიმდინარეობს პოლიტპატიმრების დისკრედიტაცია პოლიტიკური ქულების დასაწერად.

"ჩვენი ვალდებულება იყო ამ ადამიანების დახსნა სიკვდილისგან. ჩვენ მოვახერხეთ და ადამიანები დავიხსენით ჯურღმულებიდან. ბუნებრივია სამართლებრივად ამას სჭიდება შეფასება. მხოლოდ პოლიტიკური შეფასება არ კმარა.

თუ დღეს ვინმე ახდენს ამ სიის და ამ ადამიანების დისკრედიტაციას, ეს ხდება ერთადერთი მიზნით - პოლიტიკური ქულების ჩაწერისთვის, თორემ აქ არიან ადამიანები და თქვან, ვის როდის გადაუხდია თანხა.

მე მგონი არც იყო მოსაწვევი ალეკო ელისაშვილი და კარგია რომ არ მოვიდა აქ. ილიას სურათის წინ ალეკო ელისაშვილი არ უნდა მჯდარიყო. კი უნდა ილიასთან ახლოს მისვლა, მაგრამ ძალიან შორს არის", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."