სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ყველანი სოფლიდან ჩამოსულები ვართ" - ამონარიდი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან
"ჩვენ ყველანი სოფლიდან ჩამოსულები ვართ" - ამონარიდი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან

მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ ჭი­ქაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე" რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ი­დან ამო­ნა­რიდს აქ­ვეყ­ნებს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მსა­ხი­ო­ბი პოს­ტით გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის (უც­ნო­ბის) გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც "რა­ი­ო­ნი­დან ჩა­მო­სულ ჟურ­ნა­ლისტს" ეხე­ბა.

"88-90-იანი წლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბა­ზი, ამო­ნა­რი­დი ბა­ტო­ნი რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ლექ­ცი­ი­დან.

- "მო­გახ­სე­ნეთ, თბი­ლი­სი ასე­თი ეროვ­ნუ­ლი არას­დროს არ ყო­ფი­ლა-მეთ­ქი. სამ­წუ­ხა­როდ, იმის ხარ­ჯზე, რომ სო­ფე­ლი და­ი­ცა­ლა. მაგ­რამ ეს არ გახ­ლავთ ერ­თა­დერ­თი მავ­ნე შე­დე­გი, არის მე­ო­რე შე­დე­გიც – გაჩ­ნდა ახა­ლი კა­ტე­გო­რი­ის ქარ­თვე­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ე­ლი, ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა, მით უმე­ტეს, პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი პო­ლი­ტი­კა­ში ხომ კა­ტას­ტრო­ფაა. პრო­ვინ­ცი­ა­ლი არ ნიშ­ნავს სოფ­ლი­დან ჩა­მო­სულს, ის­ტო­რი­უ­ლად ჩვენ ყვე­ლა­ნი სოფ­ლი­დან ვართ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, ზოგი გუ­შინ და ზოგი გუ­შინ­წინ. ჩვე­ნი სა­თაყ­ვა­ნო მამა-პაპა, ჩვე­ნი თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბა, ჩვე­ნი კულ­ტუ­რის შუ­ქუ­რე­ბი სოფ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დნენ. პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი ქა­ლა­ქის მოვ­ლე­ნაა. პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მი პრო­ვინ­ცი­ა­ში არ არ­სე­ბობს, ის თა­ვის ორ­გა­ნულ სამ­ყა­რო­შია იქ. აი, როცა თა­ვის ორ­გა­ნულ ნა­წილს მო­წყდე­ბა და მო­დის აქ, სა­დაც მის­თვის ჩვე­უ­ლი გა­რე­მო არ არის, ის ხდე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო.

ისევ მო­ნა­დი­რუ­ლი პრაქ­ტი­კი­დან. თქვენ გე­დე­ბი გი­ნა­ხავთ ზო­ო­პარკში რომ და­ცუ­რა­ვენ. მე, რო­გორც მო­ნა­დი­რეს, გაფ­რე­ნი­ლიც მი­ნა­ხავს ნა­დი­რო­ბის დროს. ღმერ­თმა გედი გა­ა­ჩი­ნა იმის­თვის, რომ არ უნდა იფ­რი­ნოს და დე­დო­ფა­ლია ცაში, როცა ფრი­ნავს, ან წყალ­ში უნდა იყოს და დე­დო­ფა­ლია როცა ცუ­რავს, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია მი­წა­ზე დად­გას ფეხი, რომ ის ხდე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად დაგ­ვა­ჯუ­ლი, რა­ღაც სა­ზი­ზღა­რი ბატი. იმი­ტომ, რომ ღმერ­თმა გედი ან სა­ცუ­რა­ოდ, ან საფ­რე­ნად გა­ა­ჩი­ნა. სრუ­ლე­ბით არ არის სა­თა­კი­ლო, რომ ვი­ღა­ცის ად­გი­ლი არის სოფ­ლად, ვი­ღა­ცი­სა კი – ქა­ლაქ­ში, და­ბა­ში და ა.შ. რო­დე­საც ეს ირ­ღვე­ვა, ჩნდე­ბა ის უცა­ნუ­რი ტიპი ქარ­თვე­ლი კა­ცი­სა –"აგ­რე­სი­უ­ლი პრო­ვინ­ცი­ა­ლი". ის მო­დის და შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის გამო, ეძებს, რად­გან შენ სხვა რა­მით ვერ გჯობ­ნის (ხომ არ­სე­ბობს კი­დევ რა­ღაც სხვა, გე­ნე­ტი­კუ­რი, ხომ არის სა­მა­სი წლის ნაკ­რე­ჭი ინ­გლი­სუ­რი გა­ზო­ნე­ბი, რა­ზე­დაც ამე­რი­კე­ლი გულ­ზე სკდე­ბა, დღე­საც ვერ ინე­ლებს და ეძებს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას…) ის ეძებს მერე თავ­შე­სა­ფარს იმით, რომ აქ­ტი­უ­რობ­და კომ­კავ­შირ­ში, შე­დი­ო­და პარ­ტი­ა­ში, აგ­ვივ­ლი­და გვერდს და აღ­მოჩ­ნდე­ბო­და შენი დიდი უფ­რო­სი. დღეს ძა­ლი­ან იოლ თავ­შე­საფ­რად იქცა პატ­რი­ო­ტიზ­მი. პატ­რი­ო­ტიზ­მი გახ­და თავ­შე­სა­ფა­რი უამ­რა­ვი – აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმაქ­ნი­სი ადა­მი­ა­ნი­სა და ის ისე­თი ტო­ნით გე­ლა­პა­რა­კე­ბა იქი­დან, რომ ჰკი­თხო, ვინა ხარ – გე­უბ­ნე­ბა, – პატ­რი­ო­ტი. პატ­რი­ო­ტო­ბა პრო­ფე­სია არ არის – პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია პატ­რი­ო­ტიზ­მი. ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, რო­მელ­საც შენს სამ­შობ­ლოს მო­ახ­მარ", - წე­რია მსა­ხი­ო­ბის პოს­ტში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩვენ ყველანი სოფლიდან ჩამოსულები ვართ" - ამონარიდი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან

"ჩვენ ყველანი სოფლიდან ჩამოსულები ვართ" - ამონარიდი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან

მსახიობი მერაბ ჭიქაშვილი "ფეისბუქზე" რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან ამონარიდს აქვეყნებს. სავარაუდოდ, მსახიობი პოსტით გია გაჩეჩილაძის (უცნობის) განცხადებას ეხმაურება, რომელიც "რაიონიდან ჩამოსულ ჟურნალისტს" ეხება.

"88-90-იანი წლები, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი, ამონარიდი ბატონი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან.

- "მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე შედეგი, არის მეორე შედეგიც – გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი, ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა. პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს, ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ. პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა. პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს, ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მოდის აქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო.

ისევ მონადირული პრაქტიკიდან. თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ არ უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს, ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა. სრულებით არ არის სათაკილო, რომ ვიღაცის ადგილი არის სოფლად, ვიღაცისა კი – ქალაქში, დაბაში და ა.შ. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცანური ტიპი ქართველი კაცისა –"აგრესიული პროვინციალი". ის მოდის და შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას…) ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, აგვივლიდა გვერდს და აღმოჩნდებოდა შენი დიდი უფროსი. დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი – აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ – გეუბნება, – პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის – პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ", - წერია მსახიობის პოსტში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს