პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს
ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში მე­დი­ცი­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს სა­ზღვრე­ბი არ აქვს. თუ ადრე ადა­მი­ა­ნე­ბი იმის გამო იღუ­პე­ბოდ­ნენ, რომ ზო­გი­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზის დას­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ახლა ამ მხრივ მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იც­ვა­ლა. უფრო მე­ტიც - შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნას­წარ გან­ვსა­ზღვროთ, რა და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა აღ­მოგ­ვაჩ­ნდეს. მთა­ვა­რია, შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სე­ბი გვქონ­დეს. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ლიმ­ბა­ხის კლი­ნი­კურ-დი­აგ­ნოს­ტი­კურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ტარ­დე­ბა. კლი­ნი­კა გა­მორ­ჩე­უ­ლია იმით, რომ ანა­ლი­ზებს და კვლე­ვებს ექი­მე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში გზავ­ნი­ან, სა­ი­და­ნაც ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის მი­ღე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მაკა ბარ­ნო­ვი, ლიმ­ბა­ხის დი­აგ­ნოს­ტი­კის ევ­რო­პუ­ლი ჯგუ­ფი, კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი: ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლიზს მკურ­ნა­ლი ექი­მი ნიშ­ნავს. პა­ცი­ენ­ტი ან პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის­თვის მო­დის ჩვენ­თან ან ექი­მის მიერ აქვს და­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა. ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვა არის გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი. არის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გენ­თან არის შე­ჭი­დუ­ლი და გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტე­ბი სჭირ­დე­ბა. გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნია და ზოგ­ჯერ 18 000 ლა­რიც ჯდე­ბა, მაგ­რამ პა­ცი­ენტს შე­უძ­ლია მკურ­ნა­ლო­ბა პირ­ველ ეტაპ­ზე შე­წყვი­ტოს და ნაკ­ლე­ბი თან­ხა და­უჯ­დე­ბა დი­აგ­ნო­ზის დას­მა. არ­სე­ბობს ასე­თი და­ა­ვა­დე­ბა, კუნთთა დის­ტრო­ფია, რომ­ლის გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვა 13 000 ლარი ღირს. 5000 ლა­რამ­დე ჯდე­ბა ცი­ტო­გე­ნე­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რომ­ლი­თაც წი­ნას­წარ შე­უძ­ლია პა­ცი­ენტს გან­სა­ზღვროს, აქვს თუ არა ძუ­ძუს კი­ბოს რის­კი. არ­სე­ბობს და­ა­ვა­დე­ბა მე­ლო­ლე­ი­კო­ზი, რომ­ლის დრო­საც უნდა ჩა­ტარ­დეს ე.წ. ფი­ლა­დელ­ფი­უ­რი ქრო­მო­სო­მის გა­მოკ­ვლე­ვა, რო­მე­ლიც ორი მე­თო­დით ტარ­დე­ბა, ეს არის ლე­ი­კო­ზე­ბის კვლე­ვა და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2700 ლა­რია. 1211 ლარი და 80 თეთ­რი ღირს, თრომ­ბო­ზის რის­კის გან­მსა­ზღვრე­ლი პი­ჯი­ეს გა­მოკ­ვლე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ურო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს, თირკმლის ბი­ოფ­სი­ის კვლე­ვი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია თირკმლის ბი­ოფ­ტა­ტის გა­მოკ­ვლე­ვა, რის შემ­დე­გაც ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა დი­აგ­ნო­ზი და ეს კვლე­ვა 780 ლარი ღირს.

მერი მაღ­რა­ძე, ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი: არის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ლიმ­ბა­ხის კლი­ნი­კის მეშ­ვე­ო­ბით გერ­მა­ნი­ა­ში ვგზავ­ნით და მათი ფასი, რა თქმა უნდა, ძვი­რია. თუმ­ცა, იმ კვლე­ვე­ბის ფა­სებს გე­ტყვით, რო­მელ­საც ად­გი­ლობ­რი­ვად ვა­ტა­რებთ ჩვენ­თან. ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია ე.წ. ორ­მა­გი ტეს­ტი, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბის პირ­ველ ტრი­მესტრში ტარ­დე­ბა და­უ­ნის სინ­დრო­მის გა­მო­საკ­ვლე­ვად და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 140 ლა­რია. 203 ლარი ღირს პა­პი­ლო­მა ვირუ­სის გა­მოკ­ვლე­ვა, 85 ლარი ღირს ვი­ტა­მი­ნი D3-ის კვლე­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბულ კვლე­ვებს, რო­მელ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ ვგზავ­ნით, ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია კა­რი­ო­ტი­პი­რე­ბა ანუ ქრო­მო­სო­მე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და მისი ფასი 855 ლა­რია.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ კლი­ნი­კას, სა­დაც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი ტარ­დე­ბა, "ავერ­სის" კლი­ნი­კა­ში ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მათ­თან ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია იმუ­ნო­ჰის­ტო­ქი­მი­უ­რი კვლე­ვა და მისი ფასი 300 ლა­რია. ეს არის მორ­ფო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა სიმ­სივ­ნუ­რია თუ არა ესა თუ ის წარ­მო­ნაქ­მნი. 260 ლარი ღირს ორი კი­დუ­რის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია რენდგე­ნის სხი­ვე­ბით, ხოლო პა­პი­ლო­მა ვირუ­სის PCR კვლე­ვა 165 ლარი - "ავერ­სის" ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს

ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში - რა თანხა გვჭირდება, რომ გავიგოთ რა დაავადება გვჭირს

21-ე საუკუნეში მედიცინის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს. თუ ადრე ადამიანები იმის გამო იღუპებოდნენ, რომ ზოგიერთი დაავადების დიაგნოზის დასმა შეუძლებელი იყო, ახლა ამ მხრივ მდგომარეობა შეიცვალა. უფრო მეტიც - შესაძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ, რა დაავადება შეიძლება აღმოგვაჩნდეს. მთავარია, შესაბამისი ფინანსები გვქონდეს. AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელია ყველაზე ძვირადღირებული სამედიცინო კვლევები საქართველოში.

ყველაზე ძვირადღირებული ლაბორატორიული კვლევები ლიმბახის კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ტარდება. კლინიკა გამორჩეულია იმით, რომ ანალიზებს და კვლევებს ექიმები გერმანიაში გზავნიან, საიდანაც ზუსტი დიაგნოზის მიღება არის შესაძლებელი.

მაკა ბარნოვი, ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი, კლინიკური მენეჯერი: ლაბორატორიულ ანალიზს მკურნალი ექიმი ნიშნავს. პაციენტი ან პროფილაქტიკური კვლევებისთვის მოდის ჩვენთან ან ექიმის მიერ აქვს დანიშნული კვლევა. ყველაზე ძვირადღირებული კვლევა არის გენეტიკური ტესტები. არის დაავადებები, რომლებიც გენთან არის შეჭიდული და გენეტიკური ტესტები სჭირდება. გენეტიკური კვლევები სამსაფეხურიანია და ზოგჯერ 18 000 ლარიც ჯდება, მაგრამ პაციენტს შეუძლია მკურნალობა პირველ ეტაპზე შეწყვიტოს და ნაკლები თანხა დაუჯდება დიაგნოზის დასმა. არსებობს ასეთი დაავადება, კუნთთა დისტროფია, რომლის გენეტიკური კვლევა 13 000 ლარი ღირს. 5000 ლარამდე ჯდება ციტოგენეტიკური კვლევები, რომლითაც წინასწარ შეუძლია პაციენტს განსაზღვროს, აქვს თუ არა ძუძუს კიბოს რისკი. არსებობს დაავადება მელოლეიკოზი, რომლის დროსაც უნდა ჩატარდეს ე.წ. ფილადელფიური ქრომოსომის გამოკვლევა, რომელიც ორი მეთოდით ტარდება, ეს არის ლეიკოზების კვლევა და მისი ღირებულება 2700 ლარია. 1211 ლარი და 80 თეთრი ღირს, თრომბოზის რისკის განმსაზღვრელი პიჯიეს გამოკვლევა. რაც შეეხება უროლოგიურ დაავადებებს, თირკმლის ბიოფსიის კვლევისას აუცილებელია თირკმლის ბიოფტატის გამოკვლევა, რის შემდეგაც ზუსტად განისაზღვრება დიაგნოზი და ეს კვლევა 780 ლარი ღირს.

მერი მაღრაძე, ჩაჩავას კლინიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი: არის ლაბორატორიული კვლევები, რომლებსაც ლიმბახის კლინიკის მეშვეობით გერმანიაში ვგზავნით და მათი ფასი, რა თქმა უნდა, ძვირია. თუმცა, იმ კვლევების ფასებს გეტყვით, რომელსაც ადგილობრივად ვატარებთ ჩვენთან. ჩაჩავას კლინიკაში ყველაზე ძვირადღირებულია ე.წ. ორმაგი ტესტი, რომელიც ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტარდება დაუნის სინდრომის გამოსაკვლევად და მისი ღირებულება 140 ლარია. 203 ლარი ღირს პაპილომა ვირუსის გამოკვლევა, 85 ლარი ღირს ვიტამინი D3-ის კვლევა. რაც შეეხება ძვირადღირებულ კვლევებს, რომელსაც საზღვარგარეთ ვგზავნით, ჩვენთან ყველაზე ძვირადღირებულია კარიოტიპირება ანუ ქრომოსომების გამოკვლევა და მისი ფასი 855 ლარია.

რაც შეეხება კიდევ ერთ კლინიკას, სადაც ლაბორატორიული კვლევები ტარდება, "ავერსის" კლინიკაში ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ მათთან ყველაზე ძვირადღირებულია იმუნოჰისტოქიმიური კვლევა და მისი ფასი 300 ლარია. ეს არის მორფოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვით დგინდება სიმსივნურია თუ არა ესა თუ ის წარმონაქმნი. 260 ლარი ღირს ორი კიდურის კომპიუტერული ტომოგრაფია რენდგენის სხივებით, ხოლო პაპილომა ვირუსის PCR კვლევა 165 ლარი - "ავერსის" ლაბორატორიაში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია