პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე

პირ­ვე­ლად არ გვეს­მის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და ყვე­ლა­ზე, ვინც იყო აქ­ტი­უ­რი და მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

ბე­სე­ლი­ას თქმით, ამ საქ­მის კონ­კრე­ტულ გა­რე­მო­ე­ბებს არ იც­ნობს, თუმ­ცა საქ­მე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა სა­ჯა­რო გახ­მა­უ­რე­ბას, არ­სე­ბობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლამ უნდა და­იც­ვას.

"18 000-ზე მეტი ფა­ი­ლია, რო­მელ­ზეც ათა­სო­ბით უკა­ნო­ნო ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს. დიდი ნა­წი­ლი, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე გა­მო­ით­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან გა­ტა­ნი­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა ეს ქმე­დე­ბა არის დას­ჯა­დი. ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე­თი ტი­პის ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და ყვე­ლა­ზე, ვინც იყო აქ­ტი­უ­რი და მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, მე მგო­ნი პირ­ვე­ლად არ გვეს­მის", - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ეკა ბე­სე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლის გავ­რცე­ლე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი გო­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა უმ­კაც­რე­სი, "რად­გან ეს არის ამაზ­რზე­ნი და­ნა­შა­უ­ლი".

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინფრო­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ქა­ლა­ქე გელა ღურწკა­ია და­ა­კა­ვა. ღურწკა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-ე და 157-ე მუხ­ლე­ბით წა­უ­ყე­ნეს, რაც პი­რა­დი ან ოჯა­ხუ­რი სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბა-გავ­რცე­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. კერ­ძოდ, ღურწკა­ია მე­დი­ით ეკა ბე­სე­ლი­ას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ცდი­ლობ­და.

ეკა ბესელიას პირველი კომენტარი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე

ეკა ბესელიას პირველი კომენტარი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე

პირველად არ გვესმის, რომ სააკაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც მთავარმა პროკურატურამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბესელიას თქმით, ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

"18 000-ზე მეტი ფაილია, რომელზეც ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობს. დიდი ნაწილი, რაც დარჩენილი იყო, განადგურებულია, მაგრამ თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ძალიან ბევრი მასალა ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გატანილია. შესაბამისად, ყველა ეს ქმედება არის დასჯადი. ის, რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის", - განაცხადა ბესელიამ.

მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განუცხადა. მისი თქმით, რეაგირება იქნება უმკაცრესი, "რადგან ეს არის ამაზრზენი დანაშაული".

მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს. კერძოდ, ღურწკაია მედიით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას ცდილობდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."