სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" პარლამენტიდან გაითხოვა
სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" პარლამენტიდან გაითხოვა

დე­პუ­ტატ­მა სოსო ჯაჭვლი­ან­მა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით მის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­ი­თხო­ვა. "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ" პრო­ექ­ტის გა­მო­თხო­ვის შე­სა­ხებ ჯაჭვლი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს ბი­უ­როს სხდო­მა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­აჟ­ღე­რა.

"ეს არის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მელ­შიც სა­უ­ბა­რი იყო რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ სა­კო­მი­ტე­ტო გან­ხილ­ვე­ბის სტა­დი­ა­შია, ამი­ტომ ავ­ტორს და ინი­ცი­ა­ტორს აქვს ამის უფ­ლე­ბა. ასე რომ, ჩვენ მი­ვი­ღეთ ცნო­ბად, რომ ბა­ტონ­მა იო­სებ ჯაჭვლი­ან­მა გა­ი­თხო­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენ­ტი წყვეტს ამ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტში რე­ლი­გი­ურ სიწ­მინ­დე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტატ სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე თვის წინ შე­ვი­და.

ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსს" ახა­ლი მუხ­ლი უნდა და­მა­ტე­ბო­და, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ღვთის­მსა­ხუ­რის და მორ­წმუ­ნის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის სა­ჯა­როდ გა­მო­ხატ­ვა ან ისე­თი მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, ჩვე­ნე­ბა, რაც მიზ­ნად ისა­ხავს მორ­წმუ­ნე­თა გრძნო­ბე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფას, გა­მო­იწ­ვევ­და და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევ­და და­ჯა­რი­მე­ბას 600 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

ამა­ვე პრო­ექ­ტით, რე­ლი­გი­უ­რი შე­ნო­ბე­ბის და სხვა რე­ლი­გი­უ­რი სიწ­მინ­დე­ე­ბის წა­ბილწვა, მას­ზე ნე­ბის­მი­ე­რი წარ­წე­რის გა­კე­თე­ბა ან და­ზი­ა­ნე­ბა, გა­მო­იწ­ვევ­და და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით. იგი­ვე ქმე­დე­ბა ჩა­დე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბით, გა­მო­იწ­ვევ­და და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" პარლამენტიდან გაითხოვა

სოსო ჯაჭვლიანმა კანონპროექტი "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" პარლამენტიდან გაითხოვა

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ" პროექტის გამოთხოვის შესახებ ჯაჭვლიანის გადაწყვეტილება დღეს ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააჟღერა.

"ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელების თაობაზე. ეს პროექტი ჯერ კიდევ საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ ავტორს და ინიციატორს აქვს ამის უფლება. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ ბატონმა იოსებ ჯაჭვლიანმა გაითხოვა აღნიშნული პროექტი. შესაბამისად, პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში რელიგიურ სიწმინდეებთან დაკავშირებით დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ შევიდა.

ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი უნდა დამატებოდა, რომლის გათვალისწინებითაც, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევდა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."