მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს
რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს

მაკა ასა­თი­ანს ძმებ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­თან ახა­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა აქვს. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ასა­თი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი გვე­ნე­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, თუკი იქ­ნე­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასა­თი­ა­ნი მხარს და­უ­ჭერს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და უარს იტყვის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბის კუ­თხით მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. გვე­ნე­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი თუკი სიმ­ბო­ლუ­რად ერთი ლა­რის ჩა­რი­ცხვით კრე­დი­ტო­რად და­ფიქ­სირ­დე­ბი­ან, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ გა­დახ­დი­სუ­უ­ნა­რო­ბის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ად­ვო­კა­ტის თქმით, მაკა ასა­თი­ანს სურს, რომ ეს პრო­ცე­სი იყოს გამჭვირ­ვა­ლე და მას­ში არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ჩა­ერ­თონ. "რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მის­თვის გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. ეს პრო­ცე­სი ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა და არ არის სა­ჭი­რო და­ვე­ლო­დოთ. წარ­მო­ად­გი­ნონ გეგ­მა, უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს ეჭვი, რომ ვინ­მეს გან­ზრახ სურს "მა­ესტრო" გა­კოტ­რე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­დეს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გვე­ნე­ტა­ძემ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ად­ვო­კატ­მა "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც შეს­თა­ვა­ზა სიმ­ბო­ლუ­რად ერთი ლა­რის ჩა­რი­ცხვით კრე­დი­ტო­რე­ბი გახ­დნენ, იქ­ცნენ მხა­რედ და სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ში ჩარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ. გვე­ნე­ტა­ძემ გან­მარ­ტა, რომ თუკი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი და "მა­ესტროს" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მის შე­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღე­ბენ, ეს უნდა მოხ­დეს უახ­ლო­ეს ხან­ში, რად­გან 19 თე­ბერ­ვალს კრე­დი­ტორ­თა კრე­ბაა და­ნიშ­ნუ­ლი.

"იმე­დი გვაქვს, რომ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი აღ­ნიშ­ნულს გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა გვე­ნე­ტა­ძემ და გან­მარ­ტა, რომ მაკა ასა­თი­ა­ნის მხა­რე რჩე­ბა პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ­ლის მი­ხედ­ვით "მა­ესტროს" 30%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი რე­ა­ლუ­რად, "იმე­დის" მე­ნე­ჯე­რი ირაკ­ლი რუ­ხა­ძეა.

ად­ვო­კა­ტის თქმით, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მაკა ასა­თი­ა­ნის მხა­რე კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს მო­თხოვ­ნით, რომ და­ფიქ­სირ­დეს არის თუ არა "იმე­დის" მე­ნე­ჯე­რი ირაკ­ლი რუ­ხა­ძე და შე­ი­ძი­ნა თუ არა მან "მა­ესტრო­ში" 30%.

შე­თა­ვა­ზე­ბას პო­პუ­ლის­ტურ გან­ცხა­დე­ბად აფა­სე­ბენ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი კორ­ძა­ხი­ამ გა­ნუ­ცხა­და, ასა­თი­ა­ნის ად­ვო­კა­ტის შე­თა­ვა­ზე­ბაა, რომ "მა­ესტროს" რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა წა­რად­გი­ნოს სა­სა­მარ­თლო­ში, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მის ნა­წი­ლი კი, სწო­რედ გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნაა.

"თუ გულ­წრფე­ლე­ბი არი­ან და არ სურთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბა, ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლონ "მა­ესტრო­ში" ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტის შეს­ვლას. რო­დე­საც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის გეგ­მა­ზე სა­უბ­რო­ბენ, სწო­რედ ამ გეგ­მის ნა­წი­ლია, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნა, რათა მან მო­აგ­ვა­როს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც არა­ე­ფექ­ტურ­მა მე­ნე­ჯმენ­ტმა შექ­მნა და "მა­ესტრო" გა­კოტ­რე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კორ­ძა­ხი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს

რას სთავაზობს მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს

მაკა ასათიანს ძმებ გაჩეჩილაძეებთან ახალი შეთავაზება აქვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, თუკი იქნება დამაკმაყოფილებელი რეაბილიტაციის გეგმა წარმოდგენილი, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე. გვენეტაძის განცხადებით, გაჩეჩილაძეები თუკი სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.

ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანს სურს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში არასამთავრობოები და ექსპერტები ჩაერთონ. "რეაბილიტაციის გეგმისთვის გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა აუცილებელი არ არის. ეს პროცესი ხანგრძლივი იქნება და არ არის საჭირო დაველოდოთ. წარმოადგინონ გეგმა, უნდა გამოირიცხოს ეჭვი, რომ ვინმეს განზრახ სურს "მაესტრო" გაკოტრებულად გამოცხადდეს", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

იხილეთ ვიდეო

ადვოკატმა "მაესტროს" ჟურნალისტებსაც შესთავაზა სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორები გახდნენ, იქცნენ მხარედ და სასამართლოში მიმდინარე პროცესში ჩართვის საშუალება ჰქონდეთ. გვენეტაძემ განმარტა, რომ თუკი გაჩეჩილაძეები და "მაესტროს" ჟურნალისტები მის შეთავაზებას მიიღებენ, ეს უნდა მოხდეს უახლოეს ხანში, რადგან 19 თებერვალს კრედიტორთა კრებაა დანიშნული.

"იმედი გვაქვს, რომ გაჩეჩილაძეები აღნიშნულს გამოეხმაურებიან", - აღნიშნა გვენეტაძემ და განმარტა, რომ მაკა ასათიანის მხარე რჩება პოზიციაზე, რომლის მიხედვით "მაესტროს" 30%-იანი წილის მფლობელი რეალურად, "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძეა.

ადვოკატის თქმით, ამ მიმართულებით მაკა ასათიანის მხარე კონკურენციის სააგენტოს მიმართავს მოთხოვნით, რომ დაფიქსირდეს არის თუ არა "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან "მაესტროში" 30%.

შეთავაზებას პოპულისტურ განცხადებად აფასებენ გაჩეჩილაძეები. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, ასათიანის ადვოკატის შეთავაზებაა, რომ "მაესტროს" რეაბილიტაციის გეგმა წარადგინოს სასამართლოში, რეაბილიტაციის გეგმის ნაწილი კი, სწორედ გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნაა.

"თუ გულწრფელები არიან და არ სურთ ტელეკომპანიის გაკოტრება, ხელი არ უნდა შეუშალონ "მაესტროში" ახალი მენეჯმენტის შესვლას. როდესაც რეაბილიტაციის გეგმაზე საუბრობენ, სწორედ ამ გეგმის ნაწილია, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა, რათა მან მოაგვაროს ტელეკომპანიის ის პრობლემები, რაც არაეფექტურმა მენეჯმენტმა შექმნა და "მაესტრო" გაკოტრებამდე მიიყვანა", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია