ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ესაუბრა. გაზეთთან ინტერვიუში კვიტაშვილმა სააკაშვილის ოპოზიციაში გადასვლისა და უკრაინის პრემიერობისთვის მზადების შესახებაც გააკეთა კომენტარი.
"ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი ყველას მისამართით უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს... ამ გზით პრემიერად მოსვლა ძნელი იქნება. მოგეხსენებათ, უკრაინაში კოალიციური ხელისუფლებაა, სადაც, ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალის ინტერესებია გაერთიანებული. არარეალურია, რომ სიდიდით მეორე ფრაქციამ საკუთარ კვოტაზე უარი თქვას და იაცენიუკის თანამდებობაზე სააკაშვილი დაინიშნოს. ამ ვითარებას სააკაშვილიც საღად აფასებს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესაში წარუმატებელი აღმოჩნდა, მან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ოდესელებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. უკრაინაში კორუფციულ კლანებთან ბრძოლა არც ისე იოლია...", - განაცხადა კვიტაშვილმა.
მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში