საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრი დოპინგის გამოყენებაშია დადანაშაულებული. Sportall.ge-ს ინფორმაციით, შემოწმება ისევ გრძელდება და არაა გამორიცხული, ეს სია კვლავ გაიზარდოს.
საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით სპორტსმენთა ვინაობა არ სახელდება, რადგან ჯერ სპორტსმენებს ანალიზის პასუხები არ ჩაბარებიათ. ამას საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო დღეს გააკეთებს, რის შემდეგაც ათლეტებს გასაჩივრების საშუალება ექნებათ.
როგორც sportall.ge წერს, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ბრალდებულთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია, მაგრამ არიან ბერძნულ-რომაულიდანაც. ერთ-ერთი სპორტსმენისთვის დოპინგის გამოყენების დამტკიცების შემთხვევაში მეორე ჩავარდნა იქნება, რაც მას სამუდამო დისკვალიფიკაციით ემუქრება განაგრძეთ კითხვა