დღეს მირქმაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

დღეს მირქმაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ დღესასწაულის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია 15 თებერვალს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.

როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ამ დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა 10.00 საათზე დაიწყება. უწმინდესის თქმით, ეცდება სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვაში მიიღოს მონაწილეობა.

მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.

წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.

წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: "აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი". ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.

"ჩემზე გადმოსული დენი მამაზე გადავიდა და გარდაიცვალა" - გაიცანით თვითნაწავლი მხატვარი ბათუმიდან, რომელსაც ხატვა წარსულის ტრაგედიამ დააწყებინა

"თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს" - ომბუდსმენი მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს სასტიკი გატაცების დეტალებზე

რას ჰყვება სოფელ ყანობის ბაგა-ბაღის მასწავლებელი, რომლის მუსიკის გაკვეთილიც ინტერნეტ-ჰიტად იქცა