"ქუჩის ბიჭების" წევრმა ირაკლი ნოზაძემ, რომელსაც ყველა პიკასოს სახელით იცნობს, ვალენტინობის დღესასწაულზე ჯვარი დაიწერა. მისი მეუღლე ულამაზესი გოგონა ია დუდაშვილია, რომელიც როგორც "ფეისბუქიდან" ირკვევა, ბავშვს ელოდება. მეგობრები სოციალურ ქსელში კომპლიმენტებს არ აკლებენ იას და წერენ, რომ ძალიან ლამაზი ორსულია.
ჯვრისწერის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი პიკასოს შვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ლუკა მამის ქორწილში, როგორც მეგობრებიც აღნიშნავენ, სიმპატიურად გამოიყურებოდა.
ცოტა ხნის წინ ირაკლი იამ ხუმრობით საუკეთესო მეუღლის და მამის სიგელით დააჯილდოვა. პიკასო და ია უახლოეს მომავალში გოგონას ელოდებიან.