პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა, მარგველაშვილმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა"
ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა, მარგველაშვილმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა"

ჩემ­მა ძმა­კაც­მა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა თავი და­ი­ღუ­პა, როცა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში პე­ტი­ცია "გან­გა­შის ზა­რებ­ზე" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

ლე­ვან ვა­სა­ძემ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი თა­მარ სა­ნი­კი­ძე ტყულ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"მი­ნის­ტრი იტყუ­ე­ბა, წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? მე ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა ამის თქმა, მაგ­რამ რა­ხან თქვა, რომ ჩვენ ვი­ტყუ­ე­ბით სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ დამ­რჩე­ნია. თა­მუ­ნა პი­რა­დად მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. არის ერთი წე­სი­ე­რი გოგო, ჭკვი­ა­ნი და მშვე­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ გა­უ­გებ­რო­ბა­ში არის მოხ­ვედ­რი­ლი, ჩემი აზ­რით. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ჩემ­მა ძმა­კაც­მა თა­ვიც და­ი­ღუ­პა როცა პო­ლი­ტი­კა­ში წა­ვი­და, ვე­უბ­ნე­ბო­დი არ წახ­ვი­დე-მეთ­ქი და ეს ადა­მი­ა­ნიც დიდ შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ვა­სა­ძემ.

რო­გორც ვა­სა­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ჯერ არ არის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ეს არის სტან­დარ­ტი და "ძა­ლი­ან სწრა­ფად ცდი­ლო­ბენ, რომ შეც­ვა­ლონ".

"პირ­ველ ვერ­სი­ებ­ში რაც იყო, ის ფარ­თხა-ფურ­თხით წა­შა­ლეს. ამო­ბეჭ­დი­ლი მაქვს და შე­მიძ­ლია ცი­ტა­ტე­ბი წა­გი­კი­თხოთ. ყვე­ლა­ფე­რი რაც პე­ტი­ცი­ა­ში წე­რია, არის სი­მარ­თლე", - გა­ნა­ცხა­და ვა­სა­ძემ და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ცი­ტა­ტა მა­გა­ლი­თად მო­იყ­ვა­ნა.

პე­ტი­ცი­ას – "გან­გა­შის ზა­რე­ბი" ხელს აწე­რენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი წევ­რე­ბი და ითხო­ვენ, სკო­ლებ­ში ახა­ლი საგ­ნე­ბი - "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და "ჩემი სა­ქარ­თვე­ლოა" არ შე­ი­ტა­ნონ. პე­ტი­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ევ­რო­კავ­ში­რის და­ვა­ლე­ბით სექ­ტემ­ბრი­დან ჩვენს შვი­ლებ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას აპი­რებს, ახა­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნე­ბის - "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და "ჩემი სა­ქარ­თვე­ლოა" მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა და­წყე­ბით კლა­სებ­ში, 7-13 წლამ­დე ბავ­შვე­ბის, ერთი მხრივ, ბილ­წი და უსა­შინ­ლე­სი ცნო­ბი­ე­რე­ბით მო­წამ­ვლა, გარ­ყვნა და, მე­ო­რე მხრივ, მათი სარ­წმუ­ნო­ებ­რივ-ეროვ­ნუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­დაგ­ვა­რე­ბა და აღ­რე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ვა­სა­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ: ლე­ვან ვა­სა­ძე: "გგო­ნი­ათ მეტი საქ­მე არ მაქვს, თა­მუ­ნას და ვი­ღაც გი­გა­უ­რებს ვე­ფა­რი­კაო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა, მარგველაშვილმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა"

ლევან ვასაძე: "ჩემმა ძმაკაცმა, მარგველაშვილმა თავი დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა"

ჩემმა ძმაკაცმა გიორგი მარგველაშვილმა თავი დაიღუპა, როცა პოლიტიკაში წავიდა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში პეტიცია "განგაშის ზარებზე" საუბრისას განაცხადა.

ლევან ვასაძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ტყულში დაადანაშაულა.

იხილეთ ვიდეო

"მინისტრი იტყუება, წარმოგიდგენიათ? მე ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ რახან თქვა, რომ ჩვენ ვიტყუებით სხვა არჩევანი არ დამრჩენია. თამუნა პირადად მე ძალიან მიყვარს. არის ერთი წესიერი გოგო, ჭკვიანი და მშვენიერი, რომელიც ძალიან დიდ გაუგებრობაში არის მოხვედრილი, ჩემი აზრით. გიორგი მარგველაშვილმა ჩემმა ძმაკაცმა თავიც დაიღუპა როცა პოლიტიკაში წავიდა, ვეუბნებოდი არ წახვიდე-მეთქი და ეს ადამიანიც დიდ შეცდომაში შეიყვანა", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, სახელმძღვანელო ჯერ არ არის დამუშავებული, ეს არის სტანდარტი და "ძალიან სწრაფად ცდილობენ, რომ შეცვალონ".

"პირველ ვერსიებში რაც იყო, ის ფართხა-ფურთხით წაშალეს. ამობეჭდილი მაქვს და შემიძლია ციტატები წაგიკითხოთ. ყველაფერი რაც პეტიციაში წერია, არის სიმართლე", - განაცხადა ვასაძემ და სახელმძღვანელოს პირველადი ვერსიიდან რამდენიმე ციტატა მაგალითად მოიყვანა.

პეტიციას – "განგაშის ზარები" ხელს აწერენ საზოგადოების ცნობილი წევრები და ითხოვენ, სკოლებში ახალი საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" არ შეიტანონ. პეტიციაში აღნიშნულია, რომ "განათლების სამინისტრო ევროკავშირის დავალებით სექტემბრიდან ჩვენს შვილებზე მასირებული შეტევის განხორციელებას აპირებს, ახალი სავალდებულო საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოა" მიზანი იქნება დაწყებით კლასებში, 7-13 წლამდე ბავშვების, ერთი მხრივ, ბილწი და უსაშინლესი ცნობიერებით მოწამვლა, გარყვნა და, მეორე მხრივ, მათი სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერების გადაგვარება და აღრევა", - აღნიშნა ვასაძემ.

ასევე იხილეთ: ლევან ვასაძე: "გგონიათ მეტი საქმე არ მაქვს, თამუნას და ვიღაც გიგაურებს ვეფარიკაო"

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმიდან"

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებაზე: "მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას"