სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობა - რა ვიცით ამ დღის შესახებ
ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობა - რა ვიცით ამ დღის შესახებ

14 თე­ბერ­ვა­ლი კა­თო­ლი­კე მღვდე­ლი ვა­ლენ­ტი­ნის მო­სახ­სე­ნე­ბე­ლი დღეა, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ჩუ­მად აუღ­ლებ­და. 14 თე­ბერ­ვალს რო­მის კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სია ორ წმინ­დანს უკავ­ში­რებს: რო­მა­ელ მღვდელ ვა­ლენ­ტინს და ტერ­ნის ეპის­კო­პოსს- აგ­რეთ­ვე ვა­ლენ­ტინს.

ორი­ვე კლავ­დი­უს II მე­ფო­ბის დროს 269 წ. ეწა­მა. პი­რო­ბი­თად მათი წა­მე­ბის თა­რი­ღად 14 თე­ბერ­ვა­ლი იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მათ შე­სა­ხებ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი არ­სე­ბობს. კა­თო­ლი­კე თე­ო­ლო­გე­ბის ერთი ნა­წი­ლი თვლის, რომ ისი­ნი სხვა­დას­ხვა მო­წა­მე­ე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­თა­გან ერთი რო­მი­დან 60 კმ და­შო­რე­ბით, ხოლო მე­ო­რე via Flaminiana-ს გზა­ზე დაკ­რძა­ლეს. მე­ო­რე მო­საზ­რე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­მო­ცენ­და ერთი მო­წა­მის ორი კულ­ტი, რად­გა­ნაც ეპის­კო­პო­სი ვა­ლენ­ტი­ნი სიკ­ვდი­ლით და­სას­ჯე­ლად ჯერ რომ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს, ხოლო შემ­დეგ კი ტერნ­ში გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს. წა­მე­ბის შემ­დეგ ორი­ვე მო­წა­მეს თავი მოჰ­კვე­თეს. 469 წ. რო­მის პაპ­მა გე­ლა­სი­უს­მა 14 თე­ბერ­ვა­ლი ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღედ და­ა­წე­სა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მღვდე­ლი ვა­ლენ­ტი­ნი (და არა ეპის­კო­პო­სი) შეყ­ვა­რე­ბულ­თა მფარ­ვე­ლად და მე­ო­ხად მი­იჩ­ნე­ო­და. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, კლავ­დი­უს II-მ (გო­თი­კუს­მა) რო­მე­ლიც ომებს აწარ­მო­ებ­და, ჩათ­ვა­ლა რა, რომ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბი ცუ­დად იბ­რძოდ­ნენ, რო­მის იმ­პე­რი­ა­ში აკ­რძა­ლა ახალ­გაზ­რდე­ბის და­ქორ­წი­ნე­ბა. მღვდე­ლი ვა­ლენ­ტი­ნი კი შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს ჯვარს სწერ­და. იგი ქრის­ტი­ა­ნი მო­წა­მე­ე­ბის დახ­მა­რე­ბი­სა და ჯვრის­წე­რე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­უ­პყრი­ათ და სას­ტი­კად უცე­მი­ათ. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას მას დამ­ტყვე­ვებ­ლის ბრმა ქა­ლიშ­ვი­ლი შეჰ­ყვა­რე­ბია. სიკ­ვდი­ლის წინ მის­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თი მი­უ­წე­რია, რო­მე­ლიც ასე მთავ­რდე­ბო­და: "შენი ვა­ლენ­ტი­ნი­სა­გან". ალ­ბათ აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს ევ­რო­პუ­ლი ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვით ვა­ლენ­ტი­ნო­ბას გაგ­ზავ­ნი­ლი ბა­რა­თით ვაჟი თა­ვი­სი რჩე­უ­ლის ვა­ლენ­ტი­ნი ხდე­ბა, ხოლო გო­გო­ნა კი ვა­ლენ­ტი­ნა.

ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში 14 თე­ბერ­ვალს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თებს, სა­ჩუქ­რებს, ყვა­ვი­ლებს, ტკბი­ლე­ულს უგ­ზავ­ნი­ან. ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით ვა­ლენ­ტი­ნი თა­ვის სი­ცო­ცხლე­ში ბავ­შვებს სა­კუ­თა­რი ბა­ღი­დან ჩუქ­ნი­და ყვა­ვი­ლებს. რო­დე­საც მღვდე­ლი და­ა­ტყვე­ვეს, ბავ­შვე­ბი მი­დი­ოდ­ნენ მას­თან და სიყ­ვა­რუ­ლის ნიშ­ნად ცი­ხის გი­სო­სე­ბი­ან სარ­კმელ­ში ეს­როდ­ნენ ყვა­ვი­ლებს.

ამ­ბა­ვი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც წმინ­და ეპის­კო­პო­სი ვა­ლენ­ტი­ნი არ­ღვევ­და კლავ­დი­უს II-ის ბრძა­ნე­ბას სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მყოფ­თა ქორ­წი­ნე­ბის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ და შეყ­ვა­რე­ბულ წყვი­ლებს ფა­რუ­ლად აქორ­წი­ნებ­და, თვით კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მიერ მხო­ლოდ ლე­გენ­დად მი­იჩ­ნე­ვა - იმ დროს ქორ­წი­ნე­ბის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რი­ტუ­ა­ლი ჯერ არც იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. ამას­თან, "ვა­ლენ­ტი­ნო­ბას" უკავ­ში­რე­ბენ სხვა­დას­ხვა წარ­მარ­თულ დღე­სას­წა­უ­ლებ­სა და ხალ­ხურ ჩვე­უ­ლე­ბებს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, იმ დღე­ე­ებ­ში რომ­ში პა­ტივს მი­ა­გებ­დნენ ქალღმერთ იუ­ნო­ნას (შეყ­ვა­რე­ბულ წყვილ­თა მფარ­ველს) და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თებს გა­დას­ცემ­დნენ. ქრის­ტი­ა­ნებ­მა გა­და­ი­ღეს ეს ჩვე­უ­ლე­ბა, ოღონდ ბა­რა­თებ­ზე წმინ­დან­თა სა­ხე­ლებს წერ­დნენ. ამი­ტო­მაც და­უ­კავ­შირ­და წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის სა­ხე­ლი ამ დღეს - ამ დროს ხომ მისი ხსე­ნე­ბა იყო.

ვფიქ­რობ, ზედ­მე­ტია ვი­კა­მა­თოთ იმა­ზე, თუ რა­ტომ გვი­ხა­რია, ან არ ვა­ღი­ა­რებთ 14 თე­ბერ­ვალს (ან სუ­ლაც ვა­ღი­ა­რებთ, მაგ­რამ არ ვიმ­ჩნევთ).

დღეს ყვე­ლას თა­ვი­სი ვა­ლენ­ტი­ნი ჰყავს და მისი ნე­ბაა, რო­გორ აღ­ნიშ­ნავს ამ "დღე­სას­წა­ულს". დღეს კი­დევ ერთხელ ეძ­ლე­ვათ წყვი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შან­სი, შე­უქ­მნან ერ­თმა­ნეთს დღე­სას­წა­უ­ლი...

მო­ვიშ­ვე­ლი­ებ ნა­წყვეტს ფილ­მი­დან "მზე შე­მოდ­გო­მი­სა" და აქვე დავ­წერ: "ძვირ­ფა­სო მა­მა­კა­ცე­ბო! როცა შე­ხე­დავთ თქვე­ნი მე­უღ­ლის დაღ­ლილ და და­ნა­ო­ჭე­ბულ სა­ხეს ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ეს ის გო­გო­ნაა, რომ­ლი­სათ­ვი­საც თქვენ წი­ნათ ღა­მე­ე­ბი გი­თე­ნე­ბი­ათ, ზოგს ლექ­სე­ბი გი­წე­რი­ათ, იქ­ნებ უნი­ჭოდ, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად და ზოგ­ჯერ ღამე გი­ტი­რი­ათ კი­დეც… "

...და მათ, ვის­თა­ნაც ვა­ლენ­ტი­ნი ჯერ არ მი­სუ­ლა, ოტია იო­სე­ლი­ა­ნის სი­ტყვე­ბით გა­მო­ვეხ­მა­უ­რე­ბი:

"სიყ­ვა­რუ­ლი თა­ვის­თა­ვად მო­ვაო, ამ­ბო­ბენ ჩვენ­ში. ამ­ბო­ბენ კი არა, მღე­რი­ან კი­დეც. მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა! ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ისე, შენ რომ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ, ად­გე­ბა და მოვა, ჩა­მო­გი­სახ­ლდე­ბა და დღე­და­ღამ საშ­ველს არ მოგ­ცემს, ლო­გინ­ში ღა­დარს შე­მო­გიყ­რის, ქვას აგას­რო­ლი­ნებს და თავს შე­გაშ­ვე­რი­ნებს. იმა­საც ამ­ბო­ბენ: რა­ვარც მოვა ისე წა­ვაო… ისემც რა ვუ­თხა­რი მე მა­გის მთქმელ­სა და დამ­ჯე­რეს!" ...

გი­ლო­ცავთ 14 თე­ბერ­ვალს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე დღეს!

ნანა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობა - რა ვიცით ამ დღის შესახებ

ვის სახელს უკავშირდება ვალენტინობა - რა ვიცით ამ დღის შესახებ

14 თებერვალი კათოლიკე მღვდელი ვალენტინის მოსახსენებელი დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. 14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს- აგრეთვე ვალენტინს.

ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი სხვადასხვა მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით, აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა.

მოგვიანებით, ხალხური გადმოცემების მიხედვით, მღვდელი ვალენტინი (და არა ეპისკოპოსი) შეყვარებულთა მფარველად და მეოხად მიიჩნეოდა. ლეგენდის თანახმად, კლავდიუს II-მ (გოთიკუსმა) რომელიც ომებს აწარმოებდა, ჩათვალა რა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ, რომის იმპერიაში აკრძალა ახალგაზრდების დაქორწინება. მღვდელი ვალენტინი კი შეყვარებულ წყვილებს ჯვარს სწერდა. იგი ქრისტიანი მოწამეების დახმარებისა და ჯვრისწერების აღსრულებისათვის შეუპყრიათ და სასტიკად უცემიათ. ლეგენდის მიხედვით, ციხეში ყოფნისას მას დამტყვევებლის ბრმა ქალიშვილი შეჰყვარებია. სიკვდილის წინ მისთვის სასიყვარულო ბარათი მიუწერია, რომელიც ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინისაგან". ალბათ აქედან მომდინარეობს ევროპული ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ვალენტინობას გაგზავნილი ბარათით ვაჟი თავისი რჩეულის ვალენტინი ხდება, ხოლო გოგონა კი ვალენტინა.

ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან. ხალხური ტრადიციის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ჩუქნიდა ყვავილებს. როდესაც მღვდელი დაატყვევეს, ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ესროდნენ ყვავილებს.

ამბავი, რომლის მიხედვითაც წმინდა ეპისკოპოსი ვალენტინი არღვევდა კლავდიუს II-ის ბრძანებას სამხედრო სამსახურში მყოფთა ქორწინების აკრძალვის შესახებ და შეყვარებულ წყვილებს ფარულად აქორწინებდა, თვით კათოლიკური ეკლესიის მიერ მხოლოდ ლეგენდად მიიჩნევა - იმ დროს ქორწინების ქრისტიანული რიტუალი ჯერ არც იყო შემუშავებული. ამასთან, "ვალენტინობას" უკავშირებენ სხვადასხვა წარმართულ დღესასწაულებსა და ხალხურ ჩვეულებებს. ერთ-ერთი ვერსიით, იმ დღეეებში რომში პატივს მიაგებდნენ ქალღმერთ იუნონას (შეყვარებულ წყვილთა მფარველს) და შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს გადასცემდნენ. ქრისტიანებმა გადაიღეს ეს ჩვეულება, ოღონდ ბარათებზე წმინდანთა სახელებს წერდნენ. ამიტომაც დაუკავშირდა წმინდა ვალენტინის სახელი ამ დღეს - ამ დროს ხომ მისი ხსენება იყო.

ვფიქრობ, ზედმეტია ვიკამათოთ იმაზე, თუ რატომ გვიხარია, ან არ ვაღიარებთ 14 თებერვალს (ან სულაც ვაღიარებთ, მაგრამ არ ვიმჩნევთ).

დღეს ყველას თავისი ვალენტინი ჰყავს და მისი ნებაა, როგორ აღნიშნავს ამ "დღესასწაულს". დღეს კიდევ ერთხელ ეძლევათ წყვილებს განსაკუთრებული შანსი, შეუქმნან ერთმანეთს დღესასწაული...

მოვიშველიებ ნაწყვეტს ფილმიდან "მზე შემოდგომისა" და აქვე დავწერ: "ძვირფასო მამაკაცებო! როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ, ზოგს ლექსები გიწერიათ, იქნებ უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ კიდეც… "

...და მათ, ვისთანაც ვალენტინი ჯერ არ მისულა, ოტია იოსელიანის სიტყვებით გამოვეხმაურები:

"სიყვარული თავისთავად მოვაო, ამბობენ ჩვენში. ამბობენ კი არა, მღერიან კიდეც. მართალი ყოფილა! ერთ მშვენიერ დღეს, ისე, შენ რომ არაფერ შუაში ხარ, ადგება და მოვა, ჩამოგისახლდება და დღედაღამ საშველს არ მოგცემს, ლოგინში ღადარს შემოგიყრის, ქვას აგასროლინებს და თავს შეგაშვერინებს. იმასაც ამბობენ: რავარც მოვა ისე წავაო… ისემც რა ვუთხარი მე მაგის მთქმელსა და დამჯერეს!" ...

გილოცავთ 14 თებერვალს, განსაკუთრებული ყურადღებით და სიყვარულით სავსე დღეს!

ნანა ჩხაიძე

AMBEBI.GE

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით

"ზუკას­ გიო ძალიან დააკლდა, მაგრამ ყველაფერს თავს გაართმევს" - როგორ ცხოვრობს გიო ხუციშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგ