მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა" - კომენტარები ქართული მხარისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ
"დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა" - კომენტარები ქართული მხარისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ

ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი, ფატუ ბენ­სუ­და 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ელო­დე­ბა პა­სუხს სა­ქარ­თვე­ლოს­გან, პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ბენ­სუ­დამ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას, მი­უნ­ხენ­ში გა­ნა­ცხა­და.

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფატუ ბენ­სუ­დამ აღ­ნიშ­ნა, რომ ჰა­ა­გის პრო­კუ­რო­რის ოფი­სი ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბის სქე­მას, სა­დაც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი და მრა­ვალ­წლი­ა­ნი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ჰა­ა­გის პრო­კუ­რო­რი ასე­ვე ელო­დე­ბა პა­სუხს რუ­სუ­ლი მხა­რის­გან, თუ რო­დის იქ­ნე­ბა მოს­კო­ვი მზად მას­თან შეხ­ვედ­რის­თვის.

"ძა­ლი­ან დრო­უ­ლი შეხ­ვედ­რა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მი­თუ­მე­ტეს, მას შემ­დეგ რაც მი­ვი­ღეთ დას­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ვა­ცა­ნით სა­მუ­შაო გეგ­მა და მი­ვი­ღე სრუ­ლი მხრა­და­ჭე­რა სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში. ჩვენ ვთხო­ვეთ შეხ­ვედ­რა რუ­სულ დე­ლე­გა­ცი­ა­საც, თუმ­ცა პა­სუ­ხი ჯერ არ მიგ­ვი­ღია. თუ იქ­ნე­ბა დას­ტუ­რი და დრო, ჩვენ გვექ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს გეგ­მებს, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი გუნ­დი ჩავა რე­გი­ონ­ში გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად", - გა­ნა­ცხა­და ბენ­სუ­დამ.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი და პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე თედო ჯა­ფა­რი­ძე და­ეს­წრნენ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჰა­ა­გის სის­ხლის სა­მარ­თლის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რორ ფატუ ბენ­სუ­დას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. "ჩვე­ნი მთა­ვა­რი ია­რა­ღი და სა­მუ­შაო ინ­სტრუ­მენ­ტი ამ საქ­მე­ში არის გამჭვირ­ვა­ლო­ბა, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ შევ­ძლოთ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე და ამ სა­სა­მარ­თლოს ფარ­გლებ­ში, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ვაჩ­ვე­ნოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩა­ტარ­და ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, რომ ჩვე­ნი არა­ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და სუ­ლი­ე­რი კერა გა­ნად­გურ­და", - გან­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, მან ფატუ ბენ­სუ­დას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმის­თვის, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის ძა­ლი­ან კარ­გად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი.

"ის და­მე­თან­ხმა ამა­ში და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია იმა­ში, რომ ეს იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ მსხვერ­პლნი და რომ სამ­ხრეთ ოსე­თი არის სა­ქარ­თვე­ლო", - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა" - კომენტარები ქართული მხარისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ

"დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა" - კომენტარები ქართული მხარისა და ფატუ ბენსუდას შეხვედრის შემდეგ

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, ფატუ ბენსუდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების კუთხით, თებერვლის ბოლოს ელოდება პასუხს საქართველოსგან, პროკურატურის გამოძიების კუთხით. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ ბენსუდამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას, მიუნხენში განაცხადა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფატუ ბენსუდამ აღნიშნა, რომ ჰააგის პროკურორის ოფისი ადგენს გამოძიების სქემას, სადაც გაწერილი იქნება ერთწლიანი და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა. ჰააგის პროკურორი ასევე ელოდება პასუხს რუსული მხარისგან, თუ როდის იქნება მოსკოვი მზად მასთან შეხვედრისთვის.

"ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს, მას შემდეგ რაც მივიღეთ დასტური გამოძიების ჩატარების შესახებ, შეხვედრაზე გავაცანით სამუშაო გეგმა და მივიღე სრული მხრადაჭერა საგამოძიებო პროცესში. ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ გვექნება შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი ჩავა რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად", - განაცხადა ბენსუდამ.

სამუშაო შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა. "ჩვენი მთავარი იარაღი და სამუშაო ინსტრუმენტი ამ საქმეში არის გამჭვირვალობა, თანამშრომლობა, რომ შევძლოთ უკვე საერთაშორისო დონეზე და ამ სასამართლოს ფარგლებში, მტკიცებულებებით ვაჩვენოთ, რომ დიახ, 2008 წელს ჩატარდა ქართველთა ეთნიკური წმენდა, რომ ჩვენი არაერთი კულტურული მემკვიდრეობა და სულიერი კერა განადგურდა", - განცხადა თეა წულუკიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თეა წულუკიანის თქმით, მან ფატუ ბენსუდას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან კარგად მოტივირებული.

"ის დამეთანხმა ამაში და მოტივირებულია იმაში, რომ ეს იყო საერთაშორისო კონფლიქტი, რომ ქართველები იყვნენ მსხვერპლნი და რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველო", - განაცხადა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."