პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაადგინა წმინდა სინოდის კრებამ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
რა დაადგინა წმინდა სინოდის კრებამ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო 12 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თუ­ლი წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის გან­ჩი­ნე­ბას ავ­რცე­ლებს. AMBEBI.GE წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის გან­ჩი­ნე­ბის ტექსტს უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"წმინ­და სი­ნო­დის კრე­ბას მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II. მან გა­ა­კე­თა მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს შამ­ბე­ზის მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ცენ­ტრში 2016 წლის 22-27 იან­ვარს გა­მარ­თუ­ლი წმინ­და და დიდი კრე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის მე­თა­უ­რე­ბის სხდო­მის შე­სა­ხებ, რის შემ­დგო­მაც სი­ტყვა გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს, რომ­ლებ­მაც ისა­უბ­რეს წმინ­და და დიდ კრე­ბა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლი ექ­ვსი დო­კუ­მენ­ტის და რეგ­ლა­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის თავ­ჯდო­მა­რემ, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლიტ­მა გე­რა­სი­მემ (შა­რა­შე­ნი­ძე) წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს შე­ახ­სე­ნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია შამ­ბე­ზის შეხ­ვედ­რა­ზე და, ამას­თან, ორ დო­კუ­მენ­ტთან, - "ავ­ტო­ნო­მია და მისი გა­მო­ცხა­დე­ბის გზა" და "მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი დი­ას­პო­რა," - და­კავ­ში­რე­ბით კრე­ბა­ზე გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­აც­ნო.

გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ან­დრი­ამ (გვა­ზა­ვა) ისა­უბ­რა შემ­დე­გი ორი სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე: "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს­თან" და "მარ­ხვის მნიშ­ვნე­ლო­ბა და მისი დაც­ვა დღეს." აღი­ნიშ­ნა, რომ პირ­ველ დო­კუ­მენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის შე­ნიშ­ვნე­ბი ნა­წი­ლობ­რივ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე) დამ­სწრეთ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ასე­ვე ორ თე­მა­ზე: "ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო და მისი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი" და "წმინ­და და დიდი კრე­ბის ჩატ­რე­ბის რეგ­ლა­მენ­ტი." ით­ქვა, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხით "ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლო და მისი და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი" გარ­კვე­ულ ხარ­ვე­ზებს შე­ი­ცავს. კერ­ძოდ: და­სახ­ვე­წია I ნა­წი­ლის მე-10 პა­რაგ­რა­ფი, ხოლო კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არ ეთან­ხმე­ბა II ნა­წი­ლის V პა­რაგ­რა­ფი (IV მსოფ­ლიო კრე­ბის XIV კა­ნო­ნი: ტრუ­ლის კრე­ბის 72 კა­ნო­ნი: ლა­ო­დი­კი­ის 31 კა­ნო­ნი, რუის-ურ­ბნი­სის 16 კა­ნო­ნი), რის გა­მოც ჩვენ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ მას ხელი არ მო­ა­წე­რა.

თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის რექ­ტორ­მა, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტერ­მა გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძემ წმინ­და სი­ნო­დის კრე­ბას მო­ახ­სე­ნა მე­ექ­ვსე სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე: "მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­სია თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში." აღი­ნიშ­ნა, რომ ამ თე­მის რამ­დე­ნი­მე მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს უარ­ყო­ფი­თი პო­ზი­ცია და წე­რი­ლო­ბი­თაც და­ტო­ვეს გა­ნა­ცხა­დი სამ­დივ­ნო­ში.

ბო­ლოს ით­ქვა ისიც, რომ მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­თა მე­თა­უ­რე­ბის წი­ნა­მო­სამ­ზა­დე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტებს არ და­ე­თან­ხმა ან­ტი­ო­ქი­ის ეკ­ლე­სი­ის სა­პატ­რი­არ­ქოს დე­ლე­გა­ცია. მღვდელმთა­ვარ­თა მიერ იყო დას­მუ­ლი შე­კი­თხვე­ბი; გა­ნი­მარ­ტა ზო­გი­ერ­თი მუხ­ლი.

წმინ­და სი­ნო­დის კრე­ბამ და­ად­გი­ნა:

1) წმინ­და და დიდი კრე­ბის სამ­დივ­ნო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლად და­ი­ნიშ­ნოს გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა)

2) მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი წმინ­და და დიდი კრე­ბის მი­მარ­თვის ტექ­სტის შემ­დგე­ნე­ლი სა­რე­დაქ­ციო კო­მი­სი­ის წევ­რად და­სა­ხელ­დეს თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ი­სა და აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე;

3) 2014 წლის მარ­ტში, კონ­სტან­ტი­ნე­პოლ­ში, ეკ­ლე­სი­ა­თა წი­მან­ძღო­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, წმინ­და და დიდ კრე­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დი­დან გა­მო­ირ­ჩეს ოც­და­ო­თხი (24) მღვდელმთა­ვა­რი.

4) შედ­გეს სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი წმინ­და სი­ნო­დის წევ­რე­ბის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა და ღვთის­მე­ტყვე­ლე­ბის, რათა სა­ბო­ლოო სა­ხით შე­მუ­შავ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის პო­ზი­ცია წმინ­და და დიდ კრე­ბა­ზე წარ­სად­გე­ნად", - ნათ­ქვა­მია გან­ჩი­ნე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

რა დაადგინა წმინდა სინოდის კრებამ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

რა დაადგინა წმინდა სინოდის კრებამ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 12 თებერვალს გამართული წმინდა სინოდის სხდომის განჩინებას ავრცელებს. AMBEBI.GE წმინდა სინოდის სხდომის განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"წმინდა სინოდის კრებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მან გააკეთა მოკლე მიმოხილვა მსოფლიო საპატრიარქოს შამბეზის მართლმადიდებლურ ცენტრში 2016 წლის 22-27 იანვარს გამართული წმინდა და დიდი კრების მოსამზადებელი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების სხდომის შესახებ, რის შემდგომაც სიტყვა გადასცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრებს, რომლებმაც ისაუბრეს წმინდა და დიდ კრებაზე განსახილველი ექვსი დოკუმენტის და რეგლამენტის თაობაზე.

საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავჯდომარემ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) წმინდა სინოდის წევრებს შეახსენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის პოზიცია შამბეზის შეხვედრაზე და, ამასთან, ორ დოკუმენტთან, - "ავტონომია და მისი გამოცხადების გზა" და "მართლმადიდებლური დიასპორა," - დაკავშირებით კრებაზე გამოთქმული მოსაზრებები გააცნო.

გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) ისაუბრა შემდეგი ორი საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ სამყაროსთან" და "მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს." აღინიშნა, რომ პირველ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის შენიშვნები ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია ასევე ორ თემაზე: "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" და "წმინდა და დიდი კრების ჩატრების რეგლამენტი." ითქვა, რომ წარმოდგენილი სახით "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ: დასახვეწია I ნაწილის მე-10 პარაგრაფი, ხოლო კანონიკური სამართლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება II ნაწილის V პარაგრაფი (IV მსოფლიო კრების XIV კანონი: ტრულის კრების 72 კანონი: ლაოდიკიის 31 კანონი, რუის-ურბნისის 16 კანონი), რის გამოც ჩვენმა დელეგაციამ მას ხელი არ მოაწერა.

თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წმინდა სინოდის კრებას მოახსენა მეექვსე საკითხის თაობაზე: "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში." აღინიშნა, რომ ამ თემის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს უარყოფითი პოზიცია და წერილობითაც დატოვეს განაცხადი სამდივნოში.

ბოლოს ითქვა ისიც, რომ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების წინამოსამზადებელ შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტებს არ დაეთანხმა ანტიოქიის ეკლესიის საპატრიარქოს დელეგაცია. მღვდელმთავართა მიერ იყო დასმული შეკითხვები; განიმარტა ზოგიერთი მუხლი.

წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა:

1) წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად დაინიშნოს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

2) მსოფლიო საზოგადოებისადმი წმინდა და დიდი კრების მიმართვის ტექსტის შემდგენელი სარედაქციო კომისიის წევრად დასახელდეს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

3) 2014 წლის მარტში, კონსტანტინეპოლში, ეკლესიათა წიმანძღოლების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან გამოირჩეს ოცდაოთხი (24) მღვდელმთავარი.

4) შედგეს სამუშაო შეხვედრები წმინდა სინოდის წევრების, სასულიერო პირებისა და ღვთისმეტყველების, რათა საბოლოო სახით შემუშავდეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წმინდა და დიდ კრებაზე წარსადგენად", - ნათქვამია განჩინებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია