სოციალურ ქსელში თბილისელ მეეზოვეზე ემოციური ისტორია ვრცელდება. როგორც "ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, შემთხვევა ახმეტელის მეტროსთან მოხდა, სადაც მაღალი გამავლობის ელექტროკაბელი ჩამოვარდა.
"ეს გმირი თვალებიდან არ ამომდის, მართლა ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!!
პ.ს. დღეს ახმეტელის მეტროსთან, საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა მაღალი გამავლობის ელექტროკაბელი. ეს უცხო ადამიანი თითქმის ნახევარ საათზე მეტი იცავდა მოსახლეობის უსაფრთხოებას. ბრავო ეს გმირი კაცია!!!", - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი და ადგილზე გადაღებულ ფოტოსაც ავრცელებს.