პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა
"ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა

ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ცი­ხის­ძირ­ში იმ­ყო­ფე­ბა. რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს ად­გი­ლობ­რი­ვი კო­რეს­პონ­დენ­ტი იტყო­ბი­ნე­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი ცი­ხის­ძირ­ში იმ ად­გი­ლას მი­ვი­და, სა­დაც ხე­ე­ბის გა­დარ­გვის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბა­თუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ პრე­მი­ერს იმ სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნას სთხო­ვენ, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს ხე­ე­ბის გა­დარ­გვის კა­ნო­ნი­ე­რე­ბას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უთხრეს, რომ პო­ლი­ცია მის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებს და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, უხე­შად ერე­ვა დე­მონ­სტრან­ტე­ბის პრო­ტეს­ტში და აპა­ტიმ­რებს მათ. პა­სუ­ხად ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ამ სა­კი­თხთან არ აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ყო­ფილ პრე­მი­ერ­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის მცი­რე შე­ლა­პა­რა­კე­ბაც მოხ­და. "მაქვს გეგ­მა და ვუ­თხა­რი უკვე თქვენს კო­ლე­გებს, მინ­და გა­ვა­კე­თო პარ­კი. ვინ გიშ­ლით, თქვენც შე­მო­ი­ტა­ნეთ და გა­ა­კე­თეთ აქ პარ­კი. თქვენ არ გაქვთ უფ­ლე­ბა მი­კარ­ნა­ხოთ, მე სად უნდა გა­ვა­კე­თო. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იდეა მო­მა­წო­დოთ. კა­ნო­ნით მე შე­ძე­ნი­ლი მაქვს. თუ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი სწო­რად არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ეს არის ნორ­მა­ლუ­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბა­თუ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­უბ­რი­სას.

ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის თქმით, ეს ხე­ე­ბი ნა­ყი­დი აქვს და ისი­ნი შე­ი­ძი­ნა კომ­პა­ნია "ზი­მომ", რო­მელ­საც მას­თან აქვს კავ­ში­რი. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით: "ეჭვი მაქვს, რომ ყვე­ლა სა­ბუ­თი არ­სე­ბობს, უნდა გა­და­ვა­მოწ­მო, თუ ყვე­ლა შე­სა­ტყვი­სი სა­ბუ­თი არ იქ­ნე­ბა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა".

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

"ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა

"ეს ხე ნაყიდი მაქვს უკვე" - ციხისძირში ბიძინა ივანიშვილსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმყოფება. როგორც "ამბები.გე"-ს ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, ივანიშვილი ციხისძირში იმ ადგილას მივიდა, სადაც ხეების გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ყოფილ პრემიერს იმ საბუთების წარდგენას სთხოვენ, რომელიც ადასტურებს ხეების გადარგვის კანონიერებას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ პოლიცია მის დაკვეთას ასრულებს და აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, უხეშად ერევა დემონსტრანტების პროტესტში და აპატიმრებს მათ. პასუხად ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი ამ საკითხთან არ აქვს.

იხილეთ ვიდეო

ყოფილ პრემიერსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. "მაქვს გეგმა და ვუთხარი უკვე თქვენს კოლეგებს, მინდა გავაკეთო პარკი. ვინ გიშლით, თქვენც შემოიტანეთ და გააკეთეთ აქ პარკი. თქვენ არ გაქვთ უფლება მიკარნახოთ, მე სად უნდა გავაკეთო. თქვენ შეგიძლიათ იდეა მომაწოდოთ. კანონით მე შეძენილი მაქვს. თუ ყველა დოკუმენტი სწორად არის გაფორმებული, ეს არის ნორმალური აბსოლუტურად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ყოფილი პრემიერის თქმით, ეს ხეები ნაყიდი აქვს და ისინი შეიძინა კომპანია "ზიმომ", რომელსაც მასთან აქვს კავშირი. ივანიშვილის თქმით: "ეჭვი მაქვს, რომ ყველა საბუთი არსებობს, უნდა გადავამოწმო, თუ ყველა შესატყვისი საბუთი არ იქნება, სამუშაოები შეჩერდება".

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."