ბრაზილიაში ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 200 000 ჯარისკაცს ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაევალა. პრეზიდენტ დილმა რუსეფის თქმით, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რადგან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.
ზიკას ვირუსით ბრაზილიაში უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე დიდ საფრთხეს ზიკა ფეხმძიმე ქალებისთვის წარმოადგენს, რადგან ვირუსი პათოლოგიებს, კერძოდ, ახალშობილთა მიკროცეფალიას იწვევს.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დაფიქსირდა ჩვილთა მიკროცეფალიის 462 შემთხვევა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ 4 000 ჩვილი შესაძლოა, ზიკას ვირუსით იყოს დაავადებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ
როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში