პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე უარი მეორედ უთხრა
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე უარი მეორედ უთხრა

სა­ჯა­რო რე­ესტრმა ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბა­ზე კვლავ უარი უთხრა. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი კორ­ძა­ხი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ჯა­რო რე­ესტრს გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ დღეს კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა, რომ გა­ე­უქ­მე­ბი­ნა "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­რე­გის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ 10 თე­ბერ­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა სა­ჯა­რო რე­ესტრმა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა.

კორ­ძა­ხი­ას თქმით, დღეს, რე­ესტრში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ კვლავ წა­რად­გი­ნეს და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია. კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლოს ოქმი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბაია გა­და­ბა­ძეს მის მო­თხოვ­ნა­ზე უარი ეთ­ქვა. ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რომ ამ ოქ­მის სა­ფუძ­ველ­ზე რე­ესტრის მი­მართ კი­დევ ერთი მო­თხოვ­ნა გა­კეთ­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­რე­გის­ტრი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მელ­ზე პა­სუ­ხიც მო­მა­ვა­ლი კვი­რის ორ­შა­ბათს იქ­ნე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა, გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მხა­რე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბის სა­კი­თხი 10 თე­ბერ­ვალს შე­ა­ჩე­რა. სა­ჯა­რო რე­ესტრის გან­მარ­ტე­ბით, სა­ჯა­რო რე­ესტრმა წარ­მო­ე­ბა 30 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის ვა­დით, ეთერ (ბაია) გა­და­ბა­ძის სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ა­ჩე­რა, რო­მელ­მაც სა­ა­გენ­ტოს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე და­ვის გა­და­წყვე­ტამ­დე შპს "სტუ­დია მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რის ცვლი­ლე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ამას­თან, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ "მა­ესტროს" პარტნი­ორ­თა კრე­ბის მიერ დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ბაია გა­და­ბა­ძის მო­თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 10 თე­ბერ­ვალს გახ­და ცნო­ბი­ლი.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­სა­მარ­თლომ გა­და­ბა­ძეს უარი უთხრა არ­ხის პარტნი­ორ­თა კრე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იმ ოქ­მის მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბა­ზე, რომ­ლი­თაც "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა, თუმ­ცა მის სა­სარ­ჩე­ლო მო­თხოვ­ნას მო­მა­ვალ­ში გა­ნი­ხი­ლავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­და­ბა­ძემ ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე უარი მეორედ უთხრა

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე უარი მეორედ უთხრა

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირებაზე კვლავ უარი უთხრა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა.

მისი თქმით, საჯარო რეესტრს გაჩეჩილაძემ დღეს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ გაეუქმებინა "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების საკითხის შეჩერების შესახებ 10 თებერვლის გადაწყვეტილება, თუმცა საჯარო რეესტრმა აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

კორძახიას თქმით, დღეს, რეესტრში გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კვლავ წარადგინეს დამატებითი დოკუმენტაცია. კერძოდ, სასამართლოს ოქმი, რომლის მიხედვითაც, ბაია გადაბაძეს მის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ოქმის საფუძველზე რეესტრის მიმართ კიდევ ერთი მოთხოვნა გაკეთდა გაჩეჩილაძის დარეგისტრირების თაობაზე, რომელზე პასუხიც მომავალი კვირის ორშაბათს იქნება. იმ შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითი იქნება, გაჩეჩილაძის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების საკითხი 10 თებერვალს შეაჩერა. საჯარო რეესტრის განმარტებით, საჯარო რეესტრმა წარმოება 30 კალენდარული დღის ვადით, ეთერ (ბაია) გადაბაძის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა, რომელმაც სააგენტოს განცხადებით მიმართა სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტამდე შპს "სტუდია მაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება 10 თებერვალს გახდა ცნობილი.

უფრო კონკრეტულად, სასამართლომ გადაბაძეს უარი უთხრა არხის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული იმ ოქმის მოქმედების შეჩერებაზე, რომლითაც "მაესტროს" დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა, თუმცა მის სასარჩელო მოთხოვნას მომავალში განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება გადაბაძემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები