პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა კომპანიები მოატყუეს" - ახალი დეტალები ხუბულურის დაკითხვიდან
"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა კომპანიები მოატყუეს" - ახალი დეტალები ხუბულურის დაკითხვიდან

"დელ­ტა­კო­მის" ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის, და­ვით ხუ­ბუ­ლუ­რის და­კი­თხვით გა­მო­იკ­ვე­თა ის, რა­საც ბრალ­დე­ბის მხა­რე ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, - ამის შე­სა­ხებ მოწ­მის ექ­ვსსა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ხუ­ბუ­ლუ­რის და­კი­თხვით გა­მო­იკ­ვე­თა, რომ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს იმ თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რომ­ლებ­საც ამ საქ­მე­ში ბრა­ლი აქვთ წად­გე­ნი­ლი, კომ­პა­ნი­ებს მო­ა­ტყუ­ეს.

"მათ გა­მო­ა­ცხა­დეს შეს­ყიდ­ვა ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვან მა­გის­ტრალ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი "სილ­ქნე­ტის­გან" იყი­დეს წვე­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა "დელ­ტა­კო­მის" წარ­მო­მად­გენ­ლის ჩვე­ნე­ბის კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს, მან აღ­ნიშ­ნა, რომ კომ­პა­ნია "დელ­ტა­კო­მი" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფა­სოდ სთა­ვა­ზობ­და მომ­სა­ხუ­რე­ბას, რა­შიც "სილ­ქნეტს" მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი გა­და­უ­ხა­და უწყე­ბამ. ასე­ვე, დო­კუ­მენ­ტუ­რად არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ "დელ­ტა­კო­მი" მსგავს მომ­სა­ხუ­რე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და შს სა­მი­ნის­ტროს, მე­რი­ას, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს და სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის სის­ტე­მას", - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ "დელ­ტა­კო­მს" შს სა­მი­ნის­ტრო 350 000-ს უხ­დის ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვან მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში. პრო­კუ­რორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ტი­აშ­ვილ­მა იცო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფასი, თუმ­ცა არ იცო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი.

"ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა იცო­და სა­ხელ­შეკ­რუ­ლე­ბო ფასი, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ვერ გა­იხ­სე­ნა ის მომ­სა­ხუ­რე­ბა, რა­საც შს სა­მი­ნის­ტრო იღებ­და "დელ­ტა­კო­მის­გან". მთა­ვა­რია, რომ შს სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­და­როთ "სილ­ქნე­ტის­გან" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ გა­წე­ულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, რად­გან ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ზღვა­ში წვე­თია იმას­თან, რა­საც "დელ­ტა­კო­მის" მომ­სა­ხუ­რე­ბა წარ­მო­ად­გენს შს სა­მი­ნის­ტროს­თვის. სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ნინო აღ­ლე­მაშ­ვილ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, ე.წ. კა­ბე­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რეს და მოწ­მე­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკვე და­კი­თხუ­ლი ჰყავს. მო­მა­ვალ პრო­ცე­სებ­ზე კი და­კი­თხავს ექ­სპერ­ტებს. სა­ბო­ლო­ოდ კი პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს ელო­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა კომპანიები მოატყუეს" - ახალი დეტალები ხუბულურის დაკითხვიდან

"კაბელების საქმეზე" ბრალდებულებმა კომპანიები მოატყუეს" - ახალი დეტალები ხუბულურის დაკითხვიდან

"დელტაკომის" ფინანსური დირექტორის, დავით ხუბულურის დაკითხვით გამოიკვეთა ის, რასაც ბრალდების მხარე ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, - ამის შესახებ მოწმის ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ ე.წ. კაბელების საქმის პროკურორმა, ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხუბულურის დაკითხვით გამოიკვეთა, რომ თავდაცვის სამინისტროს იმ თანამშრომლებმა, რომლებსაც ამ საქმეში ბრალი აქვთ წადგენილი, კომპანიებს მოატყუეს.

"მათ გამოაცხადეს შესყიდვა ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალზე, საბოლოოდ კი "სილქნეტისგან" იყიდეს წვერები. რაც შეეხება "დელტაკომის" წარმომადგენლის ჩვენების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, მან აღნიშნა, რომ კომპანია "დელტაკომი" თავდაცვის სამინისტროს უფასოდ სთავაზობდა მომსახურებას, რაშიც "სილქნეტს" მილიონობით ლარი გადაუხადა უწყებამ. ასევე, დოკუმენტურად არის დადასტურებული, რომ "დელტაკომი" მსგავს მომსახურებას წლების განმავლობაში უწევდა შს სამინისტროს, მერიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და საერთო სასამართლოების სისტემას", - განაცხადა პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის ჩვენებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ "დელტაკომს" შს სამინისტრო 350 000-ს უხდის ოპტიკურ-ბოჭკოვან მომსახურებაში. პროკურორმა განაცხადა, რომ ბატიაშვილმა იცოდა ხელშეკრულების ფასი, თუმცა არ იცოდა ხელშეკრულების პირობები.

"ალექსი ბატიაშვილმა იცოდა სახელშეკრულებო ფასი, თუმცა სასამართლო პროცესზე ვერ გაიხსენა ის მომსახურება, რასაც შს სამინისტრო იღებდა "დელტაკომისგან". მთავარია, რომ შს სამინისტროს მომსახურება არ შეიძლება შევადაროთ "სილქნეტისგან" თავდაცვის სამინისტროს მიმართ გაწეულ მომსახურებას, რადგან ეს მომსახურება ზღვაში წვეთია იმასთან, რასაც "დელტაკომის" მომსახურება წარმოადგენს შს სამინისტროსთვის. სრულიად განსხვავებულ მომსახურებებზე იყო საუბარი", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა, რომლის თქმითაც, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მხარეს და მოწმეთა ძირითადი ნაწილი უკვე დაკითხული ჰყავს. მომავალ პროცესებზე კი დაკითხავს ექსპერტებს. საბოლოოდ კი პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ