სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოუშვით საქართველო! - დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს"
"შემოუშვით საქართველო! - დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს"

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­ვსი ერის პირ­ვე­ლო­ბის I ტურ­ში იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო სენ­სა­ცი­ას­თან - სტუმ­რად საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბას­თან, ამ გუნდს მა­ინც ძა­ლი­ან ბევ­რი ბრძო­ლა მო­უ­წევს სა­ი­მი­სოდ, რომ ტურ­ნირ­ზე კვლა­ვაც ბოლო ად­გი­ლი არ და­ი­კა­ვოს. კვი­რას ის ინ­გლი­სის ნაკ­რებს მას­პინ­ძლობს.

სწო­რედ იტა­ლი­ელ­თა წა­რუ­მა­ტე­ბელ­მა გა­მოს­ვლამ და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის პროგ­რეს­მა წარ­მოშ­ვა ევ­რო­პა­ში ექ­ვსი ერის პირ­ვე­ლო­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე დის­კუ­სი­ე­ბი. მარ­თა­ლია, ოფი­ცი­ა­ლუ­რად "ექ­ვსი ერი" ცვლი­ლე­ბებს არ გეგ­მავს, მაგ­რამ და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში უკვე ისე­თი ფო­ნია შექ­მნი­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ცვლი­ლე­ბა ტურ­ნირს ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა.

იტა­ლი­ის ნაკ­რებ­მა 16-ჯერ იას­პა­რე­ზა ტურ­ნირ­ზე და 10-ჯერ ე. წ. ხის კოვ­ზი და­იმ­სა­ხუ­რა, რო­მე­ლიც მა­ჩან­ჩა­ლა გუნდს ერ­გე­ბა. ამი­ტო­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის პროგ­რე­სის ყვე­ლა­ზე მე­ტად იტა­ლი­ა­ში ეში­ნი­ათ.

The Guardian სწო­რედ ამა­ზე წერს: "იტა­ლი­ელ­თა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა ქარ­თველ­თა მო­თხოვ­ნას ლე­გი­ტი­მურს ხდის. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, "ექ­ვსი ერის" მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის ფა­ნე­ბის­თვის რომ­ში ჩას­ვლა სტუმ­რად გა­ცი­ლე­ბით კომ­ფორ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა, ვიდ­რე - თბი­ლის­ში".

"გარ­დი­ან­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი მორ­კი­ნა­ლი კარ­ლო დელ ფავა მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ექ­ვსი ერის გა­თა­მა­შე­ბა­ში მი­ღე­ბის მომ­ხრე აღ­მოჩ­ნდა: "მე სა­ქარ­თვე­ლოს "ექვს ერში" მი­ღე­ბის მომ­ხრე ვარ. "ხუთ ერს" რომ არ მო­ე­წა­დი­ნე­ბი­ნა და ჩვენ არ მი­ვე­ღეთ, ახლა იტა­ლი­უ­რი რაგ­ბი ამ დო­ნე­ზე არ იქ­ნე­ბო­და.

თუკი ფე­დე­რა­ცი­ა­ში ად­გი­ლის და­კარ­გვის შიში აქვთ, მა­შინ მათ სტრუქ­ტუ­რე­ბი შე­საც­ვლე­ლი ჰქო­ნი­ათ. ეს რე­ფორ­მე­ბი კი ახ­ლა­ვე და­სა­წყე­ბია. ასე რომ, გა­მო­უშ­ვით სა­ქარ­თვე­ლო".

იმა­ვე თე­მა­ზე აქვს სტა­ტია ბრი­ტა­ნულ Express-საც. გა­მო­ცე­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლია: "დროა, ევ­რო­პუ­ლი რაგ­ბი მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს, და­სა­ხოს გეგ­მა ტურ­ნი­რის "შვიდ ერად" გა­და­საქ­ცე­ვად და და­ი­წყოს თბი­ლის­თან კო­ორ­დი­ნა­ცია".

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"შემოუშვით საქართველო! - დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს"

"შემოუშვით საქართველო! - დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს"

მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ერის პირველობის I ტურში იტალიის ნაკრები ძალიან ახლოს იყო სენსაციასთან - სტუმრად საფრანგეთის ნაკრების დამარცხებასთან, ამ გუნდს მაინც ძალიან ბევრი ბრძოლა მოუწევს საიმისოდ, რომ ტურნირზე კვლავაც ბოლო ადგილი არ დაიკავოს. კვირას ის ინგლისის ნაკრებს მასპინძლობს.

სწორედ იტალიელთა წარუმატებელმა გამოსვლამ და საქართველოს ნაკრების პროგრესმა წარმოშვა ევროპაში ექვსი ერის პირველობის რეორგანიზაციაზე დისკუსიები. მართალია, ოფიციალურად "ექვსი ერი" ცვლილებებს არ გეგმავს, მაგრამ დასავლურ მედიაში უკვე ისეთი ფონია შექმნილი, რომლის მიხედვითაც, ცვლილება ტურნირს ჰაერივით ესაჭიროება.

იტალიის ნაკრებმა 16-ჯერ იასპარეზა ტურნირზე და 10-ჯერ ე. წ. ხის კოვზი დაიმსახურა, რომელიც მაჩანჩალა გუნდს ერგება. ამიტომაც საქართველოს ნაკრების პროგრესის ყველაზე მეტად იტალიაში ეშინიათ.

The Guardian სწორედ ამაზე წერს: "იტალიელთა წარუმატებლობა ქართველთა მოთხოვნას ლეგიტიმურს ხდის. თუმცა, რა თქმა უნდა, "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნების ფანებისთვის რომში ჩასვლა სტუმრად გაცილებით კომფორტული და სასიამოვნოა, ვიდრე - თბილისში".

"გარდიანთან" ინტერვიუში იტალიის ნაკრების ყოფილი მორკინალი კარლო დელ ფავა მოულოდნელად, საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში მიღების მომხრე აღმოჩნდა: "მე საქართველოს "ექვს ერში" მიღების მომხრე ვარ. "ხუთ ერს" რომ არ მოეწადინებინა და ჩვენ არ მივეღეთ, ახლა იტალიური რაგბი ამ დონეზე არ იქნებოდა.

თუკი ფედერაციაში ადგილის დაკარგვის შიში აქვთ, მაშინ მათ სტრუქტურები შესაცვლელი ჰქონიათ. ეს რეფორმები კი ახლავე დასაწყებია. ასე რომ, გამოუშვით საქართველო".

იმავე თემაზე აქვს სტატია ბრიტანულ Express-საც. გამოცემა კატეგორიულია: "დროა, ევროპული რაგბი მოქმედებაზე გადავიდეს, დასახოს გეგმა ტურნირის "შვიდ ერად" გადასაქცევად და დაიწყოს თბილისთან კოორდინაცია".

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია