პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა
"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა

ქარ­თველ­მა მო­ზარ­დებ­მა გი­ორ­გი შე­ლე­გი­ამ და ამი­რან აფ­ცი­ა­ურ­მა პორ­ტა­ტუ­ლი ელექტრო­გე­ნე­რა­ტო­რი გა­მო­ი­გო­ნეს. მო­წყო­ბი­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ხე­ლის უნებ­ლიე მოძ­რა­ო­ბით წარ­მოქ­მნას ენერ­გია, რომ­ლიც აკუ­მუ­ლირ­დე­ბა და usb-პორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით მუხ­ტავს ტე­ლე­ფონს, პლან­შეტს და სხვა გა­ჯე­ტებს. ბი­ჭე­ბის ამ გა­მო­გო­ნე­ბამ "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის" კონ­კურ­სზე გა­ი­მარ­ჯვა, ასე­ვე გახ­დნენ intel-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლე­ბი და Intel ISEF-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­კურ­სზე მი­ი­ღეს მიწ­ვე­ვა, სა­დაც მა­ის­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან. ისი­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, თა­ვი­ან­თი გა­მო­გო­ნე­ბის შე­სა­ხებ, გი­ორ­გი და ამი­კო თა­ვად გი­ამ­ბობთ.

გი­ორ­გი შე­ლე­გია:

- მე და ამი­კო პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვმე­გობ­რობთ, ერთ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობთ. ამ გა­მო­გო­ნე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში და­ვი­წყეთ. გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურს "ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის­თვის" ვემ­ზა­დე­ბო­დით. კონ­კურ­სზე მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვე­დით. ჩვე­ნი ხელ­სა­წყო ფა­რა­დე­ის კა­ნონ­ზე, ელექტრო­მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ინ­დუქ­ცი­ა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც მაგ­ნი­ტურ ნა­კადს ენერ­გი­ად აქ­ცევს, ამ ენერ­გი­ას ვა­ა­კუ­მუ­ლი­რებთ აკუ­მუ­ლა­ტორ­ში, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ტე­ლე­ფო­ნის და­სა­მუხ­ტად.

ამი­კო აფ­ცი­ა­უ­რი:

- დავ­რწმუნ­დით, რომ დე­და­მი­წა­ზე ბევ­რი ენერ­გია იხარ­ჯე­ბო­და ფუ­ჭად, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ ენერ­გი­ის ახა­ლი წყა­როს მო­ძი­ე­ბა და ამ ხელ­სა­წყოს შექ­მნა. გვყავ­და კონ­სულ­ტან­ტე­ბი პრო­ფე­სო­რი თე­მურ ჩი­ჩუა და რუ­სუ­დან ბოლ­ქვა­ძე. ჩვე­ნი სკო­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, ამ წარ­მა­ტე­ბას რომ მი­ვაღ­წი­ეთ. ეს იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა, როცა ვცა­დეთ ხელ­სა­წყოს გა­მო­გო­ნე­ბა, ვსწავ­ლობ­დით ფი­ზი­კას და ერ­თად ვუ­შა­ობ­დით ამ გა­მო­გო­ნე­ბა­ზე.

- რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა თქვე­ნი ხელ­სა­წყო?

- ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­მა­რი, რო­მელ­ზეც და­მაგ­რე­ბუ­ლია ჩამ­რთვე­ლი, შუქ-დი­ო­დი და USB პორ­ტი. გა­რე­დან არ ჩანს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ამას მოყ­ვე­ბა სა­მა­ჯუ­რი, რომ­ლი­თაც ოთხი ნე­ო­დი­უ­მის მაგ­ნი­ტია და­მაგ­რე­ბუ­ლი. გე­ნე­ტა­ტო­რი შედ­გე­ბა ქამ­რი­სა და სა­მა­ჯუ­რის­გან, რო­მე­ლიც ასე­ვე ას­რუ­ლებს სა­ა­თის ფუნ­ქცი­ას (იგეგ­მე­ბა SMART WACH-ის ფუნ­ქცი­ის და­მა­ტე­ბა), აქ­სე­სუ­ა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რად არაფ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა ანა­ლო­გე­ბი­სა­გან, თუ არ ჩავ­თვლით ფუნ­ქცი­ურ დატ­ვირ­თვას.

- რამ­დე­ნი ხანი სჭირ­დე­ბა თქვე­ნი ხელ­სა­წყოს და­მუხ­ტვას?

- ამ მო­ნა­ცე­მე­ბით რაც გა­ვა­კე­თეთ, აკუ­მუ­ლა­ტო­რის და­ტენ­ვას სჭირ­დე­ბა 40 სა­ა­თი, ეს არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი, პორ­ტა­ტუ­ლი ენერ­გი­ის წყა­რო, რო­მელ­საც ყველ­გან გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ვა­პი­რებთ ამ შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას კონ­კურ­სის­თვის, რო­მე­ლიც არი­ზო­ნას შტატ­ში ჩა­ტარ­დე­ბა, ჩვენ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში კი­დევ ოთხი გუნ­დი გა­დის სა­ქარ­თვე­ლო­დან.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: აპა­რა­ტი კვერ­ცხზე მიკ­როს­კო­პუ­ლი ბზა­რე­ბის აღ­მო­სა­ჩე­ნად და "ჭკვი­ა­ნი მწო­ლი­ა­რე პო­ლი­ცი­ე­ლი" - ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლე­ბის გა­მო­გო­ნე­ბე­ბი

გუ­რა­მი, საბა, თორ­ნი­კე: გა­ი­ცა­ნით ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც ფი­ზი­კის ტეს­ტში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბი აი­ღეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა

"სამაჯური ხელის მოძრაობით ტელეფონს მუხტავს" - ქართველი ბავშვების გამოგონებამ მსოფლიო მასშტაბის კონკურსზე გაიმარჯვა

ქართველმა მოზარდებმა გიორგი შელეგიამ და ამირან აფციაურმა პორტატული ელექტროგენერატორი გამოიგონეს. მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ხელის უნებლიე მოძრაობით წარმოქმნას ენერგია, რომლიც აკუმულირდება და usb-პორტის მეშვეობით მუხტავს ტელეფონს, პლანშეტს და სხვა გაჯეტებს. ბიჭების ამ გამოგონებამ "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსზე გაიმარჯვა, ასევე გახდნენ intel-ის სპეციალური პრიზის მფლობელები და Intel ISEF-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსზე მიიღეს მიწვევა, სადაც მაისში გაემგზავრებიან. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, თავიანთი გამოგონების შესახებ, გიორგი და ამიკო თავად გიამბობთ.

გიორგი შელეგია:

- მე და ამიკო პირველი კლასიდან ვმეგობრობთ, ერთ სკოლაში ვსწავლობთ. ამ გამოგონებაზე მუშაობა ოქტომბერში დავიწყეთ. გამომგონებელთა კონკურს "ლეონარდო და ვინჩისთვის" ვემზადებოდით. კონკურსზე მესამე ადგილზე გავედით. ჩვენი ხელსაწყო ფარადეის კანონზე, ელექტრომაგნიტური ველის ინდუქციაზე მუშაობს, რომელიც მაგნიტურ ნაკადს ენერგიად აქცევს, ამ ენერგიას ვააკუმულირებთ აკუმულატორში, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ტელეფონის დასამუხტად.

ამიკო აფციაური:

- დავრწმუნდით, რომ დედამიწაზე ბევრი ენერგია იხარჯებოდა ფუჭად, ამიტომაც გადავწყვიტეთ ენერგიის ახალი წყაროს მოძიება და ამ ხელსაწყოს შექმნა. გვყავდა კონსულტანტები პროფესორი თემურ ჩიჩუა და რუსუდან ბოლქვაძე. ჩვენი სკოლის დამსახურებაც არის, ამ წარმატებას რომ მივაღწიეთ. ეს იყო პირველი მცდელობა, როცა ვცადეთ ხელსაწყოს გამოგონება, ვსწავლობდით ფიზიკას და ერთად ვუშაობდით ამ გამოგონებაზე.

- როგორ გამოიყურება თქვენი ხელსაწყო?

- ეს არის ჩვეულებრივი ქამარი, რომელზეც დამაგრებულია ჩამრთველი, შუქ-დიოდი და USB პორტი. გარედან არ ჩანს ეს ყველაფერი, ამას მოყვება სამაჯური, რომლითაც ოთხი ნეოდიუმის მაგნიტია დამაგრებული. გენეტატორი შედგება ქამრისა და სამაჯურისგან, რომელიც ასევე ასრულებს საათის ფუნქციას (იგეგმება SMART WACH-ის ფუნქციის დამატება), აქსესუარი ვიზუალურად არაფრით გამოირჩევა ანალოგებისაგან, თუ არ ჩავთვლით ფუნქციურ დატვირთვას.

- რამდენი ხანი სჭირდება თქვენი ხელსაწყოს დამუხტვას?

- ამ მონაცემებით რაც გავაკეთეთ, აკუმულატორის დატენვას სჭირდება 40 საათი, ეს არის გარანტირებული, პორტატული ენერგიის წყარო, რომელსაც ყველგან გამოვიყენებთ. ვაპირებთ ამ შედეგის გაუმჯობესებას კონკურსისთვის, რომელიც არიზონას შტატში ჩატარდება, ჩვენთან ერთად ამერიკაში კიდევ ოთხი გუნდი გადის საქართველოდან.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე:  აპარატი კვერცხზე მიკროსკოპული ბზარების აღმოსაჩენად და "ჭკვიანი მწოლიარე პოლიციელი" - ახალგაზრდა ქართველების გამოგონებები

გურამი, საბა, თორნიკე: გაიცანით ქართველი სტუდენტები, რომლებმაც ფიზიკის ტესტში მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი ქულები აიღეს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია