პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ასაქმებენ დეპუტატები და მინისტრები ოჯახის წევრებს - "ნაციონალებმა" "ოცნებას" ნეპოტიზმის ფაქტები გაუსაჯაროვეს
სად ასაქმებენ დეპუტატები და მინისტრები ოჯახის წევრებს - "ნაციონალებმა" "ოცნებას" ნეპოტიზმის ფაქტები გაუსაჯაროვეს

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, 2012 წლი­დან დე­პუ­ტა­ტე­ბის, მი­ნის­ტრე­ბი­სა და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სამ­სა­ხუ­რე­ბის შოვ­ნა და­ი­წყეს, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც ნე­პო­ტიზ­მის კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა.

ნა­დი­რაშ­ვი­ლის თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი მი­ნის­ტრე­ბის, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­ნახ­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. "ჩვენ მი­ნის­ტრე­ბის, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბის და დე­პუ­ტა­ტე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი შე­ვის­წავ­ლეთ და გვინ­და წარ­მო­გიდ­გი­ნოთ სუ­რა­თი, რო­მე­ლიც გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ. ჩვენ ძი­რი­თა­დად ის მა­გა­ლი­თე­ბი გვაქვს, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მო­ცე­მუ­ლი. რო­დე­საც, მი­ნის­ტრი, მისი მო­ად­გი­ლე და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წევ­რი თა­ვად მი­უ­თი­თებს, რომ მისი შვი­ლი ან მე­უღ­ლე 2012 წლამ­დე იყო უმუ­შე­ვა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მათი შე­მო­სა­ვა­ლი იყო - 0, 2012 წლის შემ­დეგ კი იწყე­ბენ სამ­სა­ხურს. ეს სუ­რა­თი სრუ­ლი არაა, ვი­ნა­ი­დან რო­დე­საც დეკ­ლა­რან­ტის ოჯა­ხის წევ­რი არ ცხოვ­რობს მას­თან, კა­ნო­ნი არ ავალ­დე­ბუ­ლებს, მისი შე­მო­სავ­ლე­ბი შე­ის­წავ­ლოს. ანუ ყვე­ლა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ამ ცხრილ­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და. თუმ­ცა ის სუ­რა­თი, რო­მე­ლიც მი­ვი­ღეთ, ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დე­პუ­ტატ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა. კერ­ძოდ, მისი თქმით, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძის მიერ პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რის პოს­ტის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გახ­და, ხოლო მე­უღ­ლე სას­წრა­ფოდ მი­ი­ღეს კერ­ძო სექ­ტორ­ში - შპს "ბრო­ი­ლერ­ში"; დე­პუ­ტატ გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ძმა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ და­საქმდა; ასე­ვე დე­პუ­ტა­ტის თა­მაზ ჯა­ფა­რი­ძის მე­უღ­ლე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ში და­საქმდა. პარ­ლა­მენ­ტარ­მა როს­ტომ ხალ­ვაშ­მა ორი შვი­ლი და­ა­საქ­მა ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვაო აკა­დე­მი­ა­სა და აჭა­რის მთავ­რო­ბის საქ­ვე­უ­წყე­ბო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში; დე­პუ­ტატ თა­მარ კორ­ძა­ი­ას მე­უღ­ლე ზაზა მე­ნაბ­დე იყო აჭა­რის სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მო­რი­გე, ახლა და­წი­ნა­ურ­და და ჯერ - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად, შემ­დეგ კი შპს "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა; ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დუ­რის მე­უღ­ლე აიყ­ვა­ნეს "ლი­ბერ­თი ბან­კში", მაგ­რამ ნა­დი­რაშ­ვი­ლის თქმით, აქ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია - ხა­დუ­რის ცო­ლის და, მი­ნის­ტრის პი­რა­დი თა­ნა­შემ­წეა; დე­პუ­ტატ ნო­დარ ება­ნო­ი­ძის შვი­ლე­ბი შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­სა და თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში და­საქმდნენ; თა­მაზ მე­ჭი­ა­უ­რის შვი­ლი კი თბი­ლი­სის პრო­ბა­ცი­ის ბი­უ­რო­ში და­საქმდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს სა­გან­გა­შო, ძა­ლი­ან მან­კი­ე­რი ტრა­დი­ცი­აა. ეს ნიშ­ნავს, რომ პერ­სპექ­ტი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და­ხუ­რუ­ლია კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტო­რის კარი", - აღ­ნიშ­ნა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

სად ასაქმებენ დეპუტატები და მინისტრები ოჯახის წევრებს - "ნაციონალებმა" "ოცნებას" ნეპოტიზმის ფაქტები გაუსაჯაროვეს

სად ასაქმებენ დეპუტატები და მინისტრები ოჯახის წევრებს - "ნაციონალებმა" "ოცნებას" ნეპოტიზმის ფაქტები გაუსაჯაროვეს

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან დეპუტატების, მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების ოჯახის წევრებმა სამსახურების შოვნა დაიწყეს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრა.

ნადირაშვილის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტი მინისტრების, მათი მოადგილეებისა და პარლამენტარების ოჯახის წევრების შენახვაზეა ორიენტირებული. "ჩვენ მინისტრების, მათი მოადგილეების და დეპუტატების დეკლარაციები შევისწავლეთ და გვინდა წარმოგიდგინოთ სურათი, რომელიც გამოვიკვლიეთ. ჩვენ ძირითადად ის მაგალითები გვაქვს, რომელიც დეკლარაციაშია მოცემული. როდესაც, მინისტრი, მისი მოადგილე და საკანონმდებლო ორგანოს წევრი თავად მიუთითებს, რომ მისი შვილი ან მეუღლე 2012 წლამდე იყო უმუშევარი, შესაბამისად, მათი შემოსავალი იყო - 0, 2012 წლის შემდეგ კი იწყებენ სამსახურს. ეს სურათი სრული არაა, ვინაიდან როდესაც დეკლარანტის ოჯახის წევრი არ ცხოვრობს მასთან, კანონი არ ავალდებულებს, მისი შემოსავლები შეისწავლოს. ანუ ყველა მაღალი თანამდებობის პირი ამ ცხრილში ვერ მოხვდებოდა. თუმცა ის სურათი, რომელიც მივიღეთ, ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა ნადირაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

დეპუტატმა კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. კერძოდ, მისი თქმით, მანანა კობახიძის მიერ პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დაკავების შემდეგ, მისი და მინისტრის მოადგილე გახდა, ხოლო მეუღლე სასწრაფოდ მიიღეს კერძო სექტორში - შპს "ბროილერში"; დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ძმა ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დასაქმდა; ასევე დეპუტატის თამაზ ჯაფარიძის მეუღლე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, დაცვის უზრუნველყოფის სააგენტოში დასაქმდა. პარლამენტარმა როსტომ ხალვაშმა ორი შვილი დაასაქმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაში; დეპუტატ თამარ კორძაიას მეუღლე ზაზა მენაბდე იყო აჭარის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პასუხისმგებელი მორიგე, ახლა დაწინაურდა და ჯერ - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად, შემდეგ კი შპს "სინათლის ქალაქის" მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა; ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მეუღლე აიყვანეს "ლიბერთი ბანკში", მაგრამ ნადირაშვილის თქმით, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - ხადურის ცოლის და, მინისტრის პირადი თანაშემწეა; დეპუტატ ნოდარ ებანოიძის შვილები შემოსავლების სამსახურსა და თბილისის მერიაში დასაქმდნენ; თამაზ მეჭიაურის შვილი კი თბილისის პრობაციის ბიუროში დასაქმდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ ეს საგანგაშო, ძალიან მანკიერი ტრადიციაა. ეს ნიშნავს, რომ პერსპექტიული განათლებული ადამიანისთვის დახურულია კერძო და საჯარო სექტორის კარი", - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."