განუმეორებელი სტინგი და მისი ძვირად ღირებული სახლები

განუმეორებელი სტინგი და მისი ძვირად ღირებული სახლები

სტინგი მართლა განუმეორებელი და ბევრისთვის საყვარელი მუსიკოსია. გარდა იმისა, რომ ნამდვილი ჯენტლმენია და ფილანტროპი, რომელიც დიდ თანხებს იღებს ქველმოქმედებისთვის, საკმაო ქონება დაუგროვდა - სულ 180 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული და მოიცავს ბევრ რამეს, სახლების ჩათვლით. ექვსი შვილისა და ერთი შვილიშვილის მამას დიდებული სასახლე აქვს მშობლიურ ინგლისში, უაითშირის საგრაფოში, ასევე ჰქონდა სახლი ლონდონის ცენტრში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაყიდა, და კიდევ რამდენიმე სახლი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში.

ამ სახლებისა და სასახლის დიზაინზე ცნობილმა არქიტექტორებმა იზრუნეს, მათში ბევრი ძვირად ღირებული ნივთები ინახება (თანამედროვე მხატვრების ტილოების ჩათვლით), თუმცა ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა გამოაცხადა, რომ სულაც არ აპირებს, მთელი ეს ქონება შვილებს დაუტოვოს. ღარიბ ოჯახში გაზრდილი სტინგი ამბობს, რომ მისმა შვილებმა თავისი შრომით უნდა გამოიმუშაონ ფული და მამის ქონებიდან დიდი თანხის მიღების იმედი არ ჰქონდეთ. ის მცირე თანხას დაუტოვებს მათ მემკვიდრეობით, ძირითად ქონებას კი ქველმოქმედებას მოახმარს.

გაგრძელება+ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება