პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს 26 წლის მუშა დაიღუპა
თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს 26 წლის მუშა დაიღუპა

თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, ასაფ­რენ ბი­ლიკ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს მა­მა­კა­ცი და­ი­ღუ­პა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ადას­ტუ­რე­ბენ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში.

და­ღუ­პუ­ლი კომ­პა­ნია Black Sea Group-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­მი­მოს­ვლო ბი­ლი­კე­ბი­სა და ასაფ­რე­ნი ზო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაცს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დროს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ სა­ღა­მოს მოხ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

Black Sea Group-ი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლის რე­აბ­ლი­ტა­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას მუ­შის და­ღუპ­ვის გამო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს და და­ღუ­პუ­ლის ოჯახს თა­ნად­გო­მას უცხა­დებს.

ამას­თან, რო­გორც კომ­პა­ნი­ის ჯან­მრთე­ლო­ბის, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ზუ­რაბ ორ­ჯო­ნი­კი­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, "შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა, რაც კომ­პა­ნი­ის პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის დად­გე­ნი­ლი, სრუ­ლად იყო და­ცუ­ლი".

ორ­ჯო­ნი­კი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ით, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის ასაფ­რენ-და­საფ­რე­ნი ზო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა, რომ­ლის დრო­საც 26 წლი მუშა და­ი­ღუ­პა. Black Sea Group-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სხვა დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მომ­ხდარს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას სწო­რედ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მის­ცე­მენ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს 26 წლის მუშა დაიღუპა

თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს 26 წლის მუშა დაიღუპა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

დაღუპული კომპანია Black Sea Group-ის თანამშრომელი იყო, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

იხილეთ ვიდეო

Black Sea Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბლიტაციის სამუშაოებისას მუშის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

ამასთან, როგორც კომპანიის ჯანმრთელობის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ზურაბ ორჯონიკიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, "შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველა საჭირო პროცედურა, რაც კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე არის დადგენილი, სრულად იყო დაცული".

ორჯონიკიძის ინფორმაციით, პირველადი ვერსიით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 26 წლი მუშა დაიღუპა. Black Sea Group-ის წარმომადგენელი სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობს და მომხდარს კვალიფიკაციას სწორედ სამართალდამცველები მისცემენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ