პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე ატარებენ, თითქოს სალონში კარტოფილი ეწყოთ" - მგზავრებს "მარშრუტკების" მძღოლების სიუხეშე და დარღვევები აწუხებთ
"ისე ატარებენ, თითქოს სალონში კარტოფილი ეწყოთ" - მგზავრებს "მარშრუტკების" მძღოლების სიუხეშე და დარღვევები აწუხებთ

ჩვენს ქა­ლაქ­ში სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებს მგზავ­რე­ბი ხში­რად უჩი­ვი­ან, სხვა­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვა, ხში­რად მძღო­ლე­ბის და­უ­დევ­რო­ბი­თა და ამ ტრან­სპორ­ტში გა­მე­ფე­ბუ­ლი "წე­სე­ბის" გამო, დის­კომ­ფორ­ტი მეც მექ­მნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი დახ­მა­რე­ბის­თვის ხში­რად ჩვენც მოგ­ვმარ­თა­ვენ და სწო­რედ ასე დაგ­ვიგ­როვ­და რამ­დე­ნი­მე უკ­მა­ყო­ფი­ლო მგზავ­რის სა­ჩი­ვა­რიც:

ეთერ გა­ბი­სო­ნია, პე­და­გო­გი:

- სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ღა­მოს გა­მოვ­დი­ვარ, და­ახ­ლო­ე­ბით 7-ის ნა­ხევ­რი­დან 7 სა­ა­თამ­დე. ტრან­სპორ­ტი, რო­მე­ლიც მსურს, რომ სახ­ლამ­დე მი­სას­ვლე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნო, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ჭე­დი­ლია, ეს ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­წუ­ხებს. ეს ტრან­სპორ­ტის სიმ­ცი­რის მი­ზე­ზია, ან იმის, რომ ხალ­ხია ბევ­რი. ამი­ტომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და და­ა­მა­ტონ, რად­გა­ნაც მგზავ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა პი­კის სა­ათ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დია.

მე­ო­რე, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი, რო­მე­ლიც მჭირ­დე­ბა, მო­დის მე­სა­მე ხაზ­ში, თან, დიდი სის­წრა­ფით, არა­და, მე პირ­ველ ხაზ­ში ვდგა­ვარ, რო­დე­საც ხელს ვუქ­ნევ, ის ისეთ ტრი­უ­კებს ატა­რებს, არც ერთ ჰო­ლი­ვუ­დურ ბლო­კბას­ტერ­ში არ იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, "ჰო­ლი­დეი ინ­თან" გუ­შინ ასე­თი შემ­თხვე­ვა იყო: 15 ნო­მე­რი მე­სა­მე ხაზ­ში მოჰ­ქ­რო­და, ხელი და­ვუქ­ნიე, რა მექ­ნა? ვი­ცო­დი, რომ მომ­დევ­ნო ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იქ­ნე­ბო­და. მძღოლ­მა ისე­თე­ბი გა­ა­კე­თა, ცალ­კე მე მა­გი­ნეს, ცალ­კე ის. თუ თბი­ლის­ში ცუდი მოძ­რა­ო­ბაა, ამის ერთ-ერთი გა­მომ­წვე­ვი "სა­მარ­შრუ­ტოს" მძღო­ლე­ბი არი­ან.

- ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ იქვე პატ­რუ­ლი, რომ გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა დამ­რღვე­ვი მძღო­ლი?

- ძა­ლი­ან კარ­გად იცის პატ­რულ­მა ყვე­ლა­ფე­რი, რად­გა­ნაც პე­კინ­ზე სულ დგას იმი­ტომ, რომ იქ სა­ღა­მოს მუდ­მი­ვი სა­ცო­ბია, სი­ტუ­ა­ცი­ას არე­გუ­ლი­რებს. და­ვი­ჯე­რო, ამას მარ­ტო მე და სხვა მგზავ­რე­ბი ვხე­დავთ, რომ მე­სა­მე ხაზ­ში მოჰ­ქ­რი­ან "მარ­შრუტ­კე­ბი" და მერე პირ­ველ­ში ხტე­ბი­ან? ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის უნდა ვთქვა, იყო ასე­თი შემ­თხვე­ვაც იყო, ერთხელ არას­წო­რად გა­მი­ჩე­რა, სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია შე­ექ­მნა. უკან პატ­რუ­ლი გა­მოჰ­ყვა და და­ა­ჯა­რი­მა.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქე მო­ვი­თხოვ, სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ხა­ზე­ბის, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მან­ქა­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბენ, მა­გა­ლი­თად, წე­რეთ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 20 "მარ­შრუტ­კა" და­დის, სა­ბურ­თა­ლო­დან ვა­კი­სა და რუს­თა­ვე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 2, ისიც 2 სა­ათ­ში ერთხელ. ვი­ღაც უნდა არე­გუ­ლი­რებ­დეს ამას.

ბექა მშვილ­და­ძე, ოპე­რა­ტო­რი:

- არ­სე­ბო­ბენ მძღო­ლე­ბი, რომ­ლებ­ზეც ცუდს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მათ­თან ვმე­გობ­რობ კი­დეც, მათ ტრან­სპორ­ტში მგზავ­რო­ბა და გა­მო­ლა­პა­რა­კე­ბაც მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ გული მწყდე­ბა, რომ მძღო­ლე­ბის 90-95%-ს ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი. რო­გორ შე­ავ­სონ მან­ქა­ნა, არ იცი­ან. გა­სა­გე­ბია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ხდე­ბა, მაგ­რამ რო­გორც მახ­სოვს, ცოტა ხნის წინ იყო აქ­ცია, როცა მძღო­ლე­ბი გა­ი­ფიც­ნენ, რად­გა­ნაც დიდი თან­ხის შე­ტა­ნა უწევთ. იმის მერე, რო­გორც მახ­სოვს, ასე­თი რა­ღაც მოხ­და, ის გა­ფი­ცუ­ლე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს და უმუ­შევ­რე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს. გა­მო­ვი­და, რომ გა­უშ­ვეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და მო­იყ­ვა­ნეს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.

- მი­გაჩ­ნია, რომ დღეს სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სებ­ზე არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ?

- კი, მათი მან­ქა­ნის მარ­თვა რის­კფაქ­ტო­რია, ისე ატა­რე­ბენ "მარ­შრუტ­კებს", თით­ქოს სა­ლონ­ში კარ­ტო­ფი­ლის ტომ­რე­ბი ეწყოთ. ამას­თან, არ იცი­ან ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ მგზავ­რმა რა­ღაც ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, ან წყნა­რად უთხრა მძღოლს, აუ­ცი­ლებ­ლად უხე­შად უნდა გა­მო­ე­პა­სუ­ხონ. მა­ში­ნაც კი, როცა "სა­მარ­შრუ­ტო­ში" ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­ზეა "და­წყო­ბი­ლი", კი­დევ ცდი­ლო­ბენ, მგზავ­რე­ბი ამო­იყ­ვა­ნონ. მა­გა­ლი­თად, დღეს ავე­დი "მარ­შრუტ­კა­ში" და ზუს­ტად ასე­თი სიმ­ჭიდ­რო­ვე იყო. ცოტა გა­ი­ა­რა და ვი­ღა­ცას გა­უ­ჩე­რა, სუნ­თქვა აღარ იყო, მერე გა­ჩე­რე­ბას კი­დევ აპი­რებ­და და ვთხო­ვე, ად­გი­ლი არ არის, - აღარ გა­ა­ჩე­რო-მეთ­ქი. რომ ამოხ­ვე­დი, შენი ად­გი­ლი იყოო? – მი­თხრა. ჭკუ­ას გას­წავ­ლი­ან, შე­იძ­ლე­ბა ასეთ დროს გი­თხრას, - თუ არ მოგ­წონს, ტაქ­სით იმ­გზავ­რეო. მინ­და, თი­თო­ე­ულს, ვინც ასე­თი უხე­შია, ვუ­თხრა, ჩემი გა­და­სა­წყვე­ტია, რითი ვივ­ლი, ვე­ლო­სი­პე­დით, ფე­ხით, თუ "მარ­შრუტ­კით" და ეს არა­ვის საქ­მე არ არის. მით უმე­ტეს, მძღო­ლის, რომ­ლის უფ­ლე­ბაა მხო­ლოდ ა პუნ­ქტი­დან ბ პუნ­ქტში მგზავ­რი უვ­ნებ­ლად და მშვი­დად გა­დაყ­ვა­ნოს, რა­შიც შე­სა­ბა­მის ჯა­მა­გირს იღებს.

გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მის­ტი:

- სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით მგზავ­რო­ბა დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნის იმი­ტომ, რომ მძღო­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მგზავ­რე­ბის მი­მართ არ მომ­წონს. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მან­ქა­ნა­ში არ ამო­უშ­ვი­ათ მგზავ­რი იმის გამო, რომ რამ­დე­ნი­მე ჩან­თა ჰქო­ნია, მათ შო­რის, ყო­ფი­ლა მო­ხუ­ციც. ის, რომ იმა­ზე მეტ ადა­მი­ანს უშ­ვე­ბენ სა­ლონ­ში, რაც და­საშ­ვე­ბია, ეს უკვე აუ­ტა­ნე­ლია, ამას­თან, მგზავ­რო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­საც საფრ­თხე ექ­მნე­ბა, მგზავ­რი არ არის და­ცუ­ლი, - გა­დავ­სე­ბულ მან­ქა­ნა­ში მძღო­ლი ვე­ღარ ხე­დავს გვერ­დი­თა სარ­კეს, ან სრულ­ფა­სოვ­ნად ვერ მარ­თავს მან­ქა­ნას და შე­იძ­ლე­ბა სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცი­აც შე­იქ­ნას. ყო­ფი­ლა კი­დეც ასე­თი სი­ტუ­ა­ცია, "სა­მარ­შრუ­ტოს" მძღოლ­მა და­არ­ღვია მოძ­რა­ო­ბის წესი, რი­თაც მცი­რე ავა­რია გა­მო­იწ­ვია.

- რა მოხ­და?

- ქუ­ჩა­ში მდგარ­მა მგზავ­რმა გა­ჩე­რე­ბა სთხო­ვა, ხელი და­უქ­ნია, მძღოლ­მა და­არ­ღვია წესი: ერთი ზო­ლი­დან მე­ო­რე­ში ისე გა­და­ვი­და, ციმ­ცი­მა არ ჩა­ურ­თავს და იმ დროს მას სხვა მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. ყვე­ლა­ფე­რი იმის გამო მოხ­და, რომ ისე­დაც გა­დავ­სე­ბუ­ლი მან­ქა­ნის­თვის კი­დევ ერთი მგზავ­რი და­ე­მა­ტე­ბი­ნა. მა­წუ­ხებს ასე­ვე ისიც, რომ ტრან­სპორ­ტის მოს­ვლის ინ­ტერ­ვა­ლი დი­დია, იქ­ნებ უფრო ხში­რად ია­რონ, და­წეს­დეს ნორ­მა, რომ­ლის იქით, მგზავ­რის ჩას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ უნდა ჰქონ­დეს, რად­გა­ნაც არის უჰა­ე­რო­ბა, დის­კომ­ფორ­ტი, მგზავ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს გვერდს ვერ უვ­ლი­ან.

ლიკა ჭიღ­ლა­ძე, თარ­ჯი­მა­ნი-ჟურ­ნა­ლის­ტი:

- ძა­ლი­ან მა­წუ­ხებს ის, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა ხა­ზებ­ზე, ისე­დაც გა­დავ­სე­ბულ მან­ქა­ნებ­ში მგზავ­რებს ფეხ­ზე დგო­მა უწევთ. ად­გი­ლი არ არის, მაგ­რამ ვინც არ უნდა და­უქ­ნი­ოს ხელი, მა­ინც აჩე­რე­ბენ, სა­ნამ მან­ქა­ნა ბო­ლო­დე არ გა­ი­ტე­ნე­ბა. მერე იმ უჰა­ე­რო­ბა­ში მგზავ­რო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თან, იმ სიმ­ჭიდ­რო­ვე­ში ფან­ჯრი­დან თვი­თო­ნაც ვე­ღარ იყუ­რე­ბი­ან. ზამ­თარ­შიც ხომ ვწუხ­დე­ბით უჰა­ე­რო­ბით და ზა­ფხულ­ში კი­დევ უა­რე­სი სი­ტუ­ა­ცი­აა, - ხან­და­ხან კონ­დი­ცი­ო­ნერს მა­ინც რთა­ვენ, მაგ­რამ იმ­დე­ნი მგზავ­რი რომ არის, სივ­რცე ვერ გრილ­დე­ბა.

ყვე­ლა ამ პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს" და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც იქ გან­გვი­ცხა­დეს, კომ­პა­ნია სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის­თვის შედ­გე­ნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბის დრო­ის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს ატა­რებს, მაგ­რამ იმის გამო, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ვერ ხერ­ხდე­ბა სა­ცო­ბე­ბის პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრა, გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბის შუ­ა­ლე­დის დაც­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მათი გან­მარ­ტე­ბით, ამის გამო ყვე­ლა პრობ­ლე­მურ მარ­შრუტ­ზე კომ­პა­ნი­ამ (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ფი­ნან­სუ­რად არ იყო რენ­ტა­ბე­ლუ­რი) რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი და­ა­მა­ტა, მაგ­რამ პი­კის სა­ა­თებ­ში ცვლი­ლე­ბა ვერც ამან მო­ი­ტა­ნა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სი­ში მგზავ­რე­ბის ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბას - ნე­ბა­დარ­თუ­ლია მხო­ლოდ ხუთი ფეხ­ზე მდგო­მი მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა. მძღოლს აქვს ხელი მო­წე­რი­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, სა­დაც იგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს, არ აიყ­ვა­ნოს ზედ­მე­ტი მგზავ­რი და არ გა­დატ­ვირ­თოს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში გან­გვი­ცხა­დეს, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მძღო­ლებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად აეკ­რძა­ლათ ტრან­სპორ­ტში ზედ­მე­ტი მგზავ­რის აყ­ვა­ნა, თუმ­ცა ამან კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვია მგზავ­რსა და მძღოლს შო­რის, რად­გან სა­ცო­ბე­ბის გამო დარ­ღვე­უ­ლი დრო­ის ინ­ტერ­ვა­ლის მი­ზე­ზით, გა­ი­ზარ­და მგზავ­რთა ნა­კა­დი - შე­სა­ბა­მი­სად ადა­მი­ანს 3-5 წუ­თის ნაც­ვლად ტრან­სპორ­ტის გა­სა­ჩე­რებ­ლად 6-10 წუთი ან მეტი ლო­დი­ნი უწევს. მგზავრს დაგ­ვი­ა­ნე­ბას, ფეხ­ზე დგო­მა ურ­ჩევ­ნია, ამი­ტომ მა­ინც ადის გა­დავ­სე­ბულ ტრან­სპორ­ტში.

რაც შე­ე­ხე­ბა მძღო­ლე­ბის მხრი­დან მგზავ­რე­ბის მი­მართ უხე­შო­ბის შემ­თხვე­ვებს, "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში"აცხა­დე­ბენ, რომ მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი მყი­სი­ე­რად რე­ა­გი­რებს, თუმ­ცა, ამის­თვის მგზავ­რმა ცხელ ხაზ­ზე შე­ტყო­ბი­ნე­ბა უნდა და­ტო­ვოს. რე­ა­გი­რე­ბის ფორ­მე­ბი და სან­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რია, ასე­ვე სან­ქცი­ე­ბი ტარ­დე­ბა მოძ­რა­ო­ბის და მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დამ­რღვე­ვი მძღო­ლე­ბის მი­მართ და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დარ­ღვე­ვა არ არის მსუ­ბუ­ქი ხა­სი­ა­თის, მძღოლს ეკ­რძა­ლე­ბა სა­მარ­შუ­ტო ტაქ­სის მარ­თვა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ან სა­მუ­და­მოდ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ისე ატარებენ, თითქოს სალონში კარტოფილი ეწყოთ" - მგზავრებს "მარშრუტკების" მძღოლების სიუხეშე და დარღვევები აწუხებთ

"ისე ატარებენ, თითქოს სალონში კარტოფილი ეწყოთ" - მგზავრებს "მარშრუტკების" მძღოლების სიუხეშე და დარღვევები აწუხებთ

ჩვენს ქალაქში სამარშრუტო ტაქსებს მგზავრები ხშირად უჩივიან, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა, ხშირად მძღოლების დაუდევრობითა და ამ ტრანსპორტში გამეფებული "წესების" გამო, დისკომფორტი მეც მექმნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტით უკმაყოფილო ადამიანები დახმარებისთვის ხშირად ჩვენც მოგვმართავენ და სწორედ ასე დაგვიგროვდა რამდენიმე უკმაყოფილო მგზავრის საჩივარიც:

ეთერ გაბისონია, პედაგოგი:

- სამსახურიდან საღამოს გამოვდივარ, დაახლოებით 7-ის ნახევრიდან 7 საათამდე. ტრანსპორტი, რომელიც მსურს, რომ სახლამდე მისასვლელად გამოვიყენო, აუცილებლად გადაჭედილია, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც ყველას გვაწუხებს. ეს ტრანსპორტის სიმცირის მიზეზია, ან იმის, რომ ხალხია ბევრი. ამიტომ გაითვალისწინონ და დაამატონ, რადგანაც მგზავრთა რაოდენობა პიკის საათში განსაკუთრებით დიდია.

მეორე, სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მჭირდება, მოდის მესამე ხაზში, თან, დიდი სისწრაფით, არადა, მე პირველ ხაზში ვდგავარ, როდესაც ხელს ვუქნევ, ის ისეთ ტრიუკებს ატარებს, არც ერთ ჰოლივუდურ ბლოკბასტერში არ იქნება. მაგალითად, "ჰოლიდეი ინთან" გუშინ ასეთი შემთხვევა იყო: 15 ნომერი მესამე ხაზში მოჰქროდა, ხელი დავუქნიე, რა მექნა? ვიცოდი, რომ მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში არ იქნებოდა. მძღოლმა ისეთები გააკეთა, ცალკე მე მაგინეს, ცალკე ის. თუ თბილისში ცუდი მოძრაობაა, ამის ერთ-ერთი გამომწვევი "სამარშრუტოს" მძღოლები არიან.

- ასეთ სიტუაციაში თუ შეგიმჩნევიათ იქვე პატრული, რომ გაეჩერებინა დამრღვევი მძღოლი?

- ძალიან კარგად იცის პატრულმა ყველაფერი, რადგანაც პეკინზე სულ დგას იმიტომ, რომ იქ საღამოს მუდმივი საცობია, სიტუაციას არეგულირებს. დავიჯერო, ამას მარტო მე და სხვა მგზავრები ვხედავთ, რომ მესამე ხაზში მოჰქრიან "მარშრუტკები" და მერე პირველში ხტებიან? ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, იყო ასეთი შემთხვევაც იყო, ერთხელ არასწორად გამიჩერა, საავარიო სიტუაცია შეექმნა. უკან პატრული გამოჰყვა და დააჯარიმა.

როგორც მოქალაქე მოვითხოვ, სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა გაიზარდოს, განსაკუთრებით იმ ხაზების, რომლებიც ნაკლები რაოდენობით მანქანებით მოძრაობენ, მაგალითად, წერეთლის მიმართულებით 20 "მარშრუტკა" დადის, საბურთალოდან ვაკისა და რუსთაველის მიმართულებით 2, ისიც 2 საათში ერთხელ. ვიღაც უნდა არეგულირებდეს ამას.

ბექა მშვილდაძე, ოპერატორი:

- არსებობენ მძღოლები, რომლებზეც ცუდს ვერაფერს ვიტყვი, მათთან ვმეგობრობ კიდეც, მათ ტრანსპორტში მგზავრობა და გამოლაპარაკებაც მსიამოვნებს, მაგრამ გული მწყდება, რომ მძღოლების 90-95%-ს ვერ დაელაპარაკები. როგორ შეავსონ მანქანა, არ იციან. გასაგებია, რომ ყველაფერი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ხდება, მაგრამ როგორც მახსოვს, ცოტა ხნის წინ იყო აქცია, როცა მძღოლები გაიფიცნენ, რადგანაც დიდი თანხის შეტანა უწევთ. იმის მერე, როგორც მახსოვს, ასეთი რაღაც მოხდა, ის გაფიცულები სამსახურიდან გაუშვეს და უმუშევრებით ჩაანაცვლეს. გამოვიდა, რომ გაუშვეს პროფესიონალები და მოიყვანეს არაპროფესიონალები.

- მიგაჩნია, რომ დღეს სამარშრუტო ტაქსებზე არაპროფესიონალები მუშაობენ?

- კი, მათი მანქანის მართვა რისკფაქტორია, ისე ატარებენ "მარშრუტკებს", თითქოს სალონში კარტოფილის ტომრები ეწყოთ. ამასთან, არ იციან ხალხთან ურთიერთობა, თუ მგზავრმა რაღაც ჩაილაპარაკა, ან წყნარად უთხრა მძღოლს, აუცილებლად უხეშად უნდა გამოეპასუხონ. მაშინაც კი, როცა "სამარშრუტოში" ხალხი ერთმანეთზეა "დაწყობილი", კიდევ ცდილობენ, მგზავრები ამოიყვანონ. მაგალითად, დღეს ავედი "მარშრუტკაში" და ზუსტად ასეთი სიმჭიდროვე იყო. ცოტა გაიარა და ვიღაცას გაუჩერა, სუნთქვა აღარ იყო, მერე გაჩერებას კიდევ აპირებდა და ვთხოვე, ადგილი არ არის, - აღარ გააჩერო-მეთქი. რომ ამოხვედი, შენი ადგილი იყოო? – მითხრა. ჭკუას გასწავლიან, შეიძლება ასეთ დროს გითხრას, - თუ არ მოგწონს, ტაქსით იმგზავრეო. მინდა, თითოეულს, ვინც ასეთი უხეშია, ვუთხრა, ჩემი გადასაწყვეტია, რითი ვივლი, ველოსიპედით, ფეხით, თუ "მარშრუტკით" და ეს არავის საქმე არ არის. მით უმეტეს, მძღოლის, რომლის უფლებაა მხოლოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტში მგზავრი უვნებლად და მშვიდად გადაყვანოს, რაშიც შესაბამის ჯამაგირს იღებს.

გიორგი გელაშვილი, ეკონომისტი:

- სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა დისკომფორტს მიქმნის იმიტომ, რომ მძღოლების დამოკიდებულება მგზავრების მიმართ არ მომწონს. ყოფილა შემთხვევა, რომ მანქანაში არ ამოუშვიათ მგზავრი იმის გამო, რომ რამდენიმე ჩანთა ჰქონია, მათ შორის, ყოფილა მოხუციც. ის, რომ იმაზე მეტ ადამიანს უშვებენ სალონში, რაც დასაშვებია, ეს უკვე აუტანელია, ამასთან, მგზავრობის უსაფრთხოებასაც საფრთხე ექმნება, მგზავრი არ არის დაცული, - გადავსებულ მანქანაში მძღოლი ვეღარ ხედავს გვერდითა სარკეს, ან სრულფასოვნად ვერ მართავს მანქანას და შეიძლება საავარიო სიტუაციაც შეიქნას. ყოფილა კიდეც ასეთი სიტუაცია, "სამარშრუტოს" მძღოლმა დაარღვია მოძრაობის წესი, რითაც მცირე ავარია გამოიწვია.

- რა მოხდა?

- ქუჩაში მდგარმა მგზავრმა გაჩერება სთხოვა, ხელი დაუქნია, მძღოლმა დაარღვია წესი: ერთი ზოლიდან მეორეში ისე გადავიდა, ციმციმა არ ჩაურთავს და იმ დროს მას სხვა მანქანა დაეჯახა. ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ისედაც გადავსებული მანქანისთვის კიდევ ერთი მგზავრი დაემატებინა. მაწუხებს ასევე ისიც, რომ ტრანსპორტის მოსვლის ინტერვალი დიდია, იქნებ უფრო ხშირად იარონ, დაწესდეს ნორმა, რომლის იქით, მგზავრის ჩასმის საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რადგანაც არის უჰაერობა, დისკომფორტი, მგზავრები ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიან.

ლიკა ჭიღლაძე, თარჯიმანი-ჟურნალისტი:

- ძალიან მაწუხებს ის, რომ სამარშრუტო ტაქსების შეზღუდული რაოდენობაა ხაზებზე, ისედაც გადავსებულ მანქანებში მგზავრებს ფეხზე დგომა უწევთ. ადგილი არ არის, მაგრამ ვინც არ უნდა დაუქნიოს ხელი, მაინც აჩერებენ, სანამ მანქანა ბოლოდე არ გაიტენება. მერე იმ უჰაერობაში მგზავრობა შეუძლებელია. თან, იმ სიმჭიდროვეში ფანჯრიდან თვითონაც ვეღარ იყურებიან. ზამთარშიც ხომ ვწუხდებით უჰაერობით და ზაფხულში კიდევ უარესი სიტუაციაა, - ხანდახან კონდიციონერს მაინც რთავენ, მაგრამ იმდენი მგზავრი რომ არის, სივრცე ვერ გრილდება.

ყველა ამ პრობლემის შესახებ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" დავუკავშირდით. როგორც იქ განგვიცხადეს, კომპანია სამარშრუტო ტაქსებისთვის შედგენილი სატრანსპორტო მოძრაობის დროის დაცვასთან დაკავშირებით მუდმივ მონიტორინგს ატარებს, მაგრამ იმის გამო, რომ დედაქალაქში ვერ ხერხდება საცობების პრობლემის აღმოფხვრა, გეგმით გათვალისწინებული მოძრაობის შუალედის დაცვა შეუძლებელია. მათი განმარტებით, ამის გამო ყველა პრობლემურ მარშრუტზე კომპანიამ (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინანსურად არ იყო რენტაბელური) რამდენიმე ათეული სამარშრუტო ტაქსი დაამატა, მაგრამ პიკის საათებში ცვლილება ვერც ამან მოიტანა.

რაც შეეხება სამარშუტო ტაქსიში მგზავრების ფეხზე დაყენებას - ნებადართულია მხოლოდ ხუთი ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. მძღოლს აქვს ხელი მოწერილი ხელშეკრულებაზე, სადაც იგი ვალდებულებას იღებს, არ აიყვანოს ზედმეტი მგზავრი და არ გადატვირთოს მიკროავტობუსი. როგორც კომპანიაში განგვიცხადეს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მონიტორინგის სამსახურის განკარგულებით, მძღოლებს კატეგორიულად აეკრძალათ ტრანსპორტში ზედმეტი მგზავრის აყვანა, თუმცა ამან კონფლიქტი გამოიწვია მგზავრსა და მძღოლს შორის, რადგან საცობების გამო დარღვეული დროის ინტერვალის მიზეზით, გაიზარდა მგზავრთა ნაკადი - შესაბამისად ადამიანს 3-5 წუთის ნაცვლად ტრანსპორტის გასაჩერებლად 6-10 წუთი ან მეტი ლოდინი უწევს. მგზავრს დაგვიანებას, ფეხზე დგომა ურჩევნია, ამიტომ მაინც ადის გადავსებულ ტრანსპორტში.

რაც შეეხება მძღოლების მხრიდან მგზავრების მიმართ უხეშობის შემთხვევებს, "თბილისის მიკროავტობუსში"აცხადებენ, რომ მონიტორინგის სამსახური მყისიერად რეაგირებს, თუმცა, ამისთვის მგზავრმა ცხელ ხაზზე შეტყობინება უნდა დატოვოს. რეაგირების ფორმები და სანქციები სხვადასხვაგვარია, ასევე სანქციები ტარდება მოძრაობის და მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დამრღვევი მძღოლების მიმართ და იმ შემთხვევაში, თუ დარღვევა არ არის მსუბუქი ხასიათის, მძღოლს ეკრძალება სამარშუტო ტაქსის მართვა გარკვეული პერიოდით ან სამუდამოდ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია