მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"
ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"

მო­ახ­ლოვ­და არ­ჩევ­ნე­ბი და ყვე­ლას მო­უნ­და ბეჭდ­ვი­თი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ ინ­ტერ­ნეტ­მე­დია, მა­გა­რი დრო დგე­ბა. პრო­ვო­კა­ტო­რი კი არა, ვერ­ცხლის­მოყ­ვა­რე ჟურ­ნა­ლის­ტი რომ ვიყო, იცო­ცხლე, მა­ყუთს გავ­ჭრი­დი, მაგ­რამ ჩემი სი­დედ­რის არ იყოს, ერთი ენამ­ყრა­ლი პრო­ვო­კა­ტო­რი ვარ, ამი­ტომ გავ­კრავ კბილს (ჰკი­დი­ათ, მაგ­რამ მა­ინც) ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს... ას, მოკ­ლედ - ბევრ პერ­სო­ნას.

სა­ნამ სტა­ტი­ას და­ვი­წყებ­დი, თუ მე­დი­ა­ზე წერ, კო­ლე­გი­ა­ლო­ბა და­ი­ცა­ვიო, - შე­მახ­სე­ნა მე­გო­ბარ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა. არ მჭირ­დე­ბა მე შეხ­სე­ნე­ბა, სულ ასე ვშვრე­ბი, პრო­ვო­კა­ტო­რებ­ზე ცუდს არა­სო­დეს დავ­წერ (ესე­ნი არი­ან ჩემი კო­ლე­გე­ბი) და თუ ვინ­მემ მა­ინც ჩათ­ვა­ლა, რომ კო­ლე­გი­ა­ლო­ბა არ და­ვი­ცა­ვი, მა­შინ აღი­ა­როს, რომ პრო­ვო­კა­ტო­რია ისიც და ბო­დიშს მო­ვიხ­დი. მაშ, ასე, წა­ვი­და პრო­ვო­კა­ტო­რო­ბა!

ყვე­ლა­ფე­რი ინგა გრი­გო­ლი­ა­თი და­ი­წყო (აბა, ინ­გას გა­რე­შე რა უნდა და­ი­წყოს ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში?!). გა­უშ­ვეს ჩვე­ნი ინგა "იმე­დი­დან" და სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას და­აბ­რა­ლეს. ბევ­რი იყ­ვი­რა ინ­გამ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. მერე "ზე­ო­ბიქ­ტურ­მა" "რუს­თა­ვი 2"-მა და­ი­წყო - "ჰელფ, ჰელფ!"-ის ძა­ხი­ლი სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ხე­ლით. მოკ­ლედ, ატყდა ამ­ბა­ვი, მაგ­რამ რა ატყდა!..

ქინ­ძი და ბა­რი­კა­დე­ბი მო­ნე­ლე­ბუ­ლი არ გვქონ­და ერს, რომ უცებ ორი "გრე­ჩი­ხა" ერ­თად გა­მოხ­ტა: პა­ტა­რამ, - ტე­ლე­ვი­ზი­ის მფლო­ბე­ლი ვარო, და დიდ­მა, - დი­რექ­ტო­რიო; ვინც ძვე­ლი დი­რექ­ტო­რი იყო, იმან,- უიმე, გვიშ­ვე­ლეთ, თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვას ებ­რძვი­ა­ნო, - და არც ერთი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ შე­უშ­ვა. მოკ­ლედ, ტემ­პე­რა­ტუ­რამ მაღ­ლა აი­წია, ჩემ­ნა­ი­რი პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი სი­ხა­რუ­ლის­გან სულ ხე­ლებს იფ­შვნეტ­დნენ და ახა­ლი, კაი ქარ­თვე­ლუ­რი სი­სუ­ლე­ლის მო­ლო­დი­ნით ვი­ყა­ვით შე­პყრო­ბი­ლი. ისე აგიხ­დათ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, ჩემო მკი­თხვე­ლო გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"

ქინძი, ბარიკადები... უცებ ორი "გრეჩიხაც"

მოახლოვდა არჩევნები და ყველას მოუნდა ბეჭდვითი, სატელევიზიო თუ ინტერნეტმედია, მაგარი დრო დგება. პროვოკატორი კი არა, ვერცხლისმოყვარე ჟურნალისტი რომ ვიყო, იცოცხლე, მაყუთს გავჭრიდი, მაგრამ ჩემი სიდედრის არ იყოს, ერთი ენამყრალი პროვოკატორი ვარ, ამიტომ გავკრავ კბილს (ჰკიდიათ, მაგრამ მაინც) ერთ, ორ, სამ, ოთხ, ხუთ, ექვს... ას, მოკლედ - ბევრ პერსონას.

სანამ სტატიას დავიწყებდი, თუ მედიაზე წერ, კოლეგიალობა დაიცავიო, - შემახსენა მეგობარმა ჟურნალისტმა. არ მჭირდება მე შეხსენება, სულ ასე ვშვრები, პროვოკატორებზე ცუდს არასოდეს დავწერ (ესენი არიან ჩემი კოლეგები) და თუ ვინმემ მაინც ჩათვალა, რომ კოლეგიალობა არ დავიცავი, მაშინ აღიაროს, რომ პროვოკატორია ისიც და ბოდიშს მოვიხდი. მაშ, ასე, წავიდა პროვოკატორობა!

ყველაფერი ინგა გრიგოლიათი დაიწყო (აბა, ინგას გარეშე რა უნდა დაიწყოს ჟურნალისტიკაში?!). გაუშვეს ჩვენი ინგა "იმედიდან" და სარედაქციო პოლიტიკას დააბრალეს. ბევრი იყვირა ინგამ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე "ზეობიქტურმა" "რუსთავი 2"-მა დაიწყო - "ჰელფ, ჰელფ!"-ის ძახილი სიტყვის თავისუფლების სახელით. მოკლედ, ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა!..

ქინძი და ბარიკადები მონელებული არ გვქონდა ერს, რომ უცებ ორი "გრეჩიხა" ერთად გამოხტა: პატარამ, - ტელევიზიის მფლობელი ვარო, და დიდმა, - დირექტორიო; ვინც ძველი დირექტორი იყო, იმან,- უიმე, გვიშველეთ, თავისუფალ სიტყვას ებრძვიანო, - და არც ერთი გაჩეჩილაძე ტელევიზიაში არ შეუშვა. მოკლედ, ტემპერატურამ მაღლა აიწია, ჩემნაირი პროვოკატორები სიხარულისგან სულ ხელებს იფშვნეტდნენ და ახალი, კაი ქართველური სისულელის მოლოდინით ვიყავით შეპყრობილი. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი, ჩემო მკითხველო განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია