მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა
ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა

რუ­სულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ირი­ნა ვოვ­კი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გახ­და ვარ­სკვლა­ვი. ქალი სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის მთა­ვა­რი მკვე­ბა­ვია (პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) - იგი იმ კვე­ბის კომ­ბი­ნატს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ვოვ­კის გა­რეგ­ნო­ბა მას შემ­დეგ გახ­და მთე­ლი ქვეყ­ნის სა­სა­უბ­რო თემა, რაც Единая Россия-ს დე­პუ­ტატ­მა ალექ­სან­დრე ხინშტე­ინ­მა მისი ფოტო "ტვი­ტე­რის" პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა წარ­წე­რით: "დუ­მის მთა­ვა­რი მზა­რე­უ­ლი. ახლა დუ­მა­ში მეტი გემ­რი­ე­ლო­ბა და მხი­ა­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა".

"მთა­ვა­რი პო­ვა­რის" საკ­მა­ოდ "მა­დი­საღ­მძვრე­ლი" ფო­ტო­ე­ბი დე­პუ­ტატ­მა ვოვ­კის ВКонтакте-ს გვერ­დი­დან "მო­ი­პა­რა", შემ­დეგ კი ქა­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­ე­სივ­ნენ და პი­რად გვერ­დებ­ზე გა­ა­ზი­ა­რეს ფო­ტო­ე­ბი. გუ­ლახ­დილ ფო­ტო­ებს ასო­ბით კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა: "...და რუს დე­პუ­ტა­ტებს რძის პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა­ზე აღარ ექ­ნე­ბათ სა­დარ­დე­ბე­ლი"; "ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ დუმა ძუ­ძუ­თი უნდა კვე­ბოს"; "გოს­დუ­მას გუ­ლახ­დი­ლი დრეს­კო­დი ჰქო­ნია"; "ამას პირ­ველს შე­ჭა­მენ. იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვის პი­რო­ბებ­ში შიდა პრო­დუქ­ტით "იკ­ვე­ბე­ბი­ან" ალ­ბათ", - წე­რენ რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. ასეთ­მა მო­უ­ლოდ­ნელ­მა პო­პუ­ლა­რო­ბამ, რო­გორც ჩანს, ვოვ­კი შე­ა­ში­ნა: ქალ­მა ВКонтакте-ს პი­რა­დი პრო­ფი­ლი გა­ა­უქ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტებს, ისი­ნი არც ისე კმა­ყო­ფილ­ნი არი­ან ახა­ლი საკ­ვე­ბით და ამ­ბო­ბენ, რომ ვოვ­კის მოს­ვლა სამ­ზა­რე­უ­ლოს და­ე­ტყო: ოსუ­სებს აღარ ამ­ზა­დე­ბენ, სუ­პებ­ში კი არა­ჟანს არ ამა­ტე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ კვე­ბის ხა­რის­ხის გა­უ­ა­რე­სე­ბის სა­კი­თხი დე­პუ­ტა­ტებ­მა სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის საბ­ჭო­ზეც კი გა­ი­ტა­ნეს. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არც სა­სა­დი­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებს ეხა­ტე­ბათ გულ­ზე.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია lenta.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა

ვინ კვებავს "დუმას" - მთავარი მზარეულის ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე ააფეთქა

რუსულ სოციალურ ქსელებში ირინა ვოვკი რამდენიმე საათში გახდა ვარსკვლავი. ქალი სახელმწიფო დუმის მთავარი მკვებავია (პირდაპირი მნიშვნელობით) - იგი იმ კვების კომბინატს ხელმძღვანელობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ემსახურება. ვოვკის გარეგნობა მას შემდეგ გახდა მთელი ქვეყნის სასაუბრო თემა, რაც Единая Россия-ს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა მისი ფოტო "ტვიტერის" პირად გვერდზე განათავსა წარწერით: "დუმის მთავარი მზარეული. ახლა დუმაში მეტი გემრიელობა და მხიარულება იქნება".

"მთავარი პოვარის" საკმაოდ "მადისაღმძვრელი" ფოტოები დეპუტატმა ვოვკის ВКонтакте-ს გვერდიდან "მოიპარა", შემდეგ კი ქალის სოციალურ ქსელს ინტერნეტმომხმარებლები შეესივნენ და პირად გვერდებზე გააზიარეს ფოტოები. გულახდილ ფოტოებს ასობით კომენტარი მოჰყვა: "...და რუს დეპუტატებს რძის პროდუქტის მიღებაზე აღარ ექნებათ სადარდებელი"; "ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დუმა ძუძუთი უნდა კვებოს"; "გოსდუმას გულახდილი დრესკოდი ჰქონია"; "ამას პირველს შეჭამენ. იმპორტის აკრძალვის პირობებში შიდა პროდუქტით "იკვებებიან" ალბათ", - წერენ რუსი ინტერნეტმომხმარებლები. ასეთმა მოულოდნელმა პოპულარობამ, როგორც ჩანს, ვოვკი შეაშინა: ქალმა ВКонтакте-ს პირადი პროფილი გააუქმა.

რაც შეეხება დეპუტატებს, ისინი არც ისე კმაყოფილნი არიან ახალი საკვებით და ამბობენ, რომ ვოვკის მოსვლა სამზარეულოს დაეტყო: ოსუსებს აღარ ამზადებენ, სუპებში კი არაჟანს არ ამატებენ. საინტერესოა, რომ კვების ხარისხის გაუარესების საკითხი დეპუტატებმა სახელმწიფო დუმის საბჭოზეც კი გაიტანეს. ახალი ხელმძღვანელობა არც სასადილოს თანამშრომლებს ეხატებათ გულზე.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს