პარტნიორები:

    რას იხსენებს რიჩი მაკქოუ "ბორჯღალოსნებთან" მატჩიდან

    რას იხსენებს რიჩი მაკქოუ "ბორჯღალოსნებთან" მატჩიდან

    რუსეთში მყოფ ზელანდიის ნაკრების ლეგენდარულ კაპიტან რიჩი მაკქოუს rugbyonline.ru-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

    ერთი კითხვა-პასუხი მთლიანად საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს თასზე გამართულ შეხვედრას ეხებოდა.

    - 2015 წლის მსოფლიოს თასზე ზელანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს შეხვდა. როგორი შთაბეჭდილება დატოვეს "ლელოებმა" თქვენზე, შესამჩნევია თუ არა მათი პროგრესი?

    -როცა ქართველებს შევხვდით, მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ძალიან ზორბა ბიჭები არიან, თითქმის ყველა ევროპულ კლუბებში თამაშობს. მოკლედ, ძალიან ხისტი მატჩი გამოგვივიდა.

    მეტოქის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა დაცვა იყო, ძალიან გაგვიჭირდა მათი დაცვის გარღვევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, ქართველები ხანდახან შეტევის შანსებს ვერ იყენებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბული მატჩი გამოვიდა. სრულად წაიკითხეთ sportall.ge-ზე

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია