პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილმისჯილი ბავშვები - როგორ ებრძოდნენ არასრულწლოვანთა დანაშაულს სტალინის ეპოქაში
სიკვდილმისჯილი ბავშვები - როგორ ებრძოდნენ არასრულწლოვანთა დანაშაულს სტალინის ეპოქაში

1935 წლის 7 აპ­რილს სსრკ-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა კო­მი­ტეტ­მა უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო - არას­რულ­წლოვ­ნებ­ში რომ და­ნა­შა­უ­ლის დონე შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა, 12 წლი­დან უკვე და­საშ­ვე­ბი გახ­და ბავ­შვე­ბის­თვის სას­ჯე­ლის ყვე­ლა ზომა, მათ შო­რის - დახ­ვრე­ტაც.

ბავ­შვის დახ­ვრე­ტა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ქურ­დო­ბის­თვის, სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბის ან მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის.

ამ სას­ტი­კი მე­თო­დით სტა­ლი­ნის მთავ­რო­ბა ბავ­შვთა და­ნა­შა­უ­ლი­სა და მა­წან­წა­ლო­ბის სა­მარ­ცხვი­ნო სტა­ტის­ტი­კას ებ­რძო­და. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­უ­კუღ­მარ­თე­ბუ­ლი სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კის ბუ­ნებ­რი­ვი შე­დე­გი იყო. იძუ­ლე­ბით­მა კო­ლექ­ტი­ვი­ზა­ცი­ამ, შიმ­ში­ლო­ბამ და მა­სობ­რივ­მა რეპ­რე­სი­ებ­მა უამ­რა­ვი ბავ­შვი და­ტო­ვა უმ­შობ­ლოდ, უპატ­რო­ნოდ და უსახ­ლკა­როდ, რაც თა­ვის მხრივ მო­ზარ­დთა და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კას ზრდი­და.

მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში 12 წლის მო­ზარ­დე­ბი ბავ­შვე­ბად არ აღიქ­მე­ბოდ­ნენ. ამ ასაკ­ში ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ შრო­მით რე­ზერ­ვებს და ფი­ზი­კუ­რი შრო­მაც ევა­ლე­ბო­დათ. ვი­ნა­ი­დან ბავ­შვე­ბი აღარ ერ­ქვათ, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც სრულ­წლო­ვა­ნე­ბის მსგავ­სად მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ. გარ­და ამი­სა, არას­რულ­წლოვ­ნებს დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­როც იყე­ნებ­და მათ თა­ვი­სი ბნე­ლი ზრახ­ვე­ბის­თვის, რად­გან 1935 წლამ­დე ისი­ნი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ იზი­ა­რებ­დნენ.

ეს დად­გე­ნი­ლე­ბა მრა­ვა­ლი წე­ლია რუ­სეთ­ში და­ვის სა­გა­ნია. ეს დავა გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გამ­ძფრდა, რაც რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მატ­ვეი გა­ნა­პოლ­სკიმ "ეხო მოსკვის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ სტა­ლინ­მა 12 წლის ბავ­შვე­ბის დახ­ვრე­ტის ბრძა­ნე­ბას მო­ა­წე­რა ხელი.

სხვა­თა შო­რის, სტა­ლი­ნის შვი­ლიშ­ვილ­მა ევ­გე­ნი ჯუ­ღაშ­ვილ­მა ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის გა­ნა­პოლ­სკის უჩივ­ლა და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სიც­რუ­ედ გა­მო­ცხა­დე­ბა მო­ი­თხო­ვა. სა­სა­მარ­თლომ კი მისი სა­ჩი­ვა­რი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, რაც ბევ­რმა ამ სა­ში­ნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნამ­დვი­ლო­ბის ირიბ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­ი­ღო.

არა­ერ­თმა რუს­მა თუ უცხო­ელ­მა მკვლე­ვარ­მა მი­აგ­ნო სა­სა­მარ­თლო წარ­მო­ე­ბის დო­კუ­მენ­ტებს, სა­დაც არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, ვინ და­სა­ჯეს სიკ­ვდი­ლით 12-14 წლის ასაკ­ში, დღემ­დე არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. ჯუ­ღაშ­ვი­ლის მო­პა­სუ­ხე მხა­რემ მხო­ლოდ 4 ფაქ­ტის წარ­მოდ­გე­ნა შეძ­ლო, სა­დაც 16 და 17 წლის ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­ვრე­ტა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. "ეხო მოსკვის" წარ­მო­მად­გენ­ლის სერ­გეი ბუნტმა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ეს ფაქ­ტე­ბი მხო­ლოდ აის­ბერ­გის წვე­რია. "ეს ოთხი ახალ­გაზ­რდა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი იყო და ამი­ტო­მაც მათ შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში ინა­ხე­ბო­და. მაგ­რამ არ­სე­ბობს უამ­რა­ვი არა­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი და გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც შსს-ს არ­ქი­ვებ­ში ინა­ხე­ბა და მათი მო­პო­ვე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია", - ასე ხსნი­და ბუნტმა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბის არარ­სე­ბო­ბას. მარ­თა­ლია, ვე­რა­ვინ ამ­ტკი­ცებს, რომ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯას მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, თუმ­ცა ამის იუ­რი­დი­უ­ლად და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა უკვე ბევრ რა­მე­ზე მე­ტყვე­ლებს.

ერ­თა­დერ­თი საბ­ჭო­თა მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს

1964 წელს ლე­ნინ­გრად­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სის­ტა­კით მოკ­ლეს 37 წლის ქალი ლა­რი­სა კუპ­რე­ე­ვა და მისი 3 წლის ვაჟი. დამ­ნა­შა­ვემ ისი­ნი ნა­ჯა­ხით აკუ­წა, გა­ი­ტა­ცა ფული და ფო­ტო­ა­პა­რა­ტი. შემ­დეგ სახ­ლს ცე­ცხლი წა­უ­კი­და და ასე სცა­და კვა­ლის და­ფარ­ვა. მკვლე­ლი 3 დღე­ში და­ი­ჭი­რეს. ის 15 წლის ლე­ნინ­გრა­დე­ლი არ­კა­დი ნე­ი­ლან­დი აღ­მოჩ­ნდა. ბიჭი ინ­ტერ­ნატ­ში გა­ი­ზარ­და,

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სიკვდილმისჯილი ბავშვები - როგორ ებრძოდნენ არასრულწლოვანთა დანაშაულს სტალინის ეპოქაში

სიკვდილმისჯილი ბავშვები - როგორ ებრძოდნენ არასრულწლოვანთა დანაშაულს სტალინის ეპოქაში

1935 წლის 7 აპრილს სსრკ-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - არასრულწლოვნებში რომ დანაშაულის დონე შეემცირებინა, 12 წლიდან უკვე დასაშვები გახდა ბავშვებისთვის სასჯელის ყველა ზომა, მათ შორის - დახვრეტაც.

ბავშვის დახვრეტა შესაძლებელი იყო ქურდობისთვის, სხეულის დაზიანებისთვის, მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობისთვის.

ამ სასტიკი მეთოდით სტალინის მთავრობა ბავშვთა დანაშაულისა და მაწანწალობის სამარცხვინო სტატისტიკას ებრძოდა. ეს მაჩვენებელი გაუკუღმართებული საშინაო პოლიტიკის ბუნებრივი შედეგი იყო. იძულებითმა კოლექტივიზაციამ, შიმშილობამ და მასობრივმა რეპრესიებმა უამრავი ბავშვი დატოვა უმშობლოდ, უპატრონოდ და უსახლკაროდ, რაც თავის მხრივ მოზარდთა დანაშაულის სტატისტიკას ზრდიდა.

მაშინდელ საბჭოთა კავშირში 12 წლის მოზარდები ბავშვებად არ აღიქმებოდნენ. ამ ასაკში ისინი ჩვეულებრივ მიეკუთვნებოდნენ შრომით რეზერვებს და ფიზიკური შრომაც ევალებოდათ. ვინაიდან ბავშვები აღარ ერქვათ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც სრულწლოვანების მსგავსად მოეთხოვებოდათ. გარდა ამისა, არასრულწლოვნებს დამნაშავეთა სამყაროც იყენებდა მათ თავისი ბნელი ზრახვებისთვის, რადგან 1935 წლამდე ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ იზიარებდნენ.

ეს დადგენილება მრავალი წელია რუსეთში დავის საგანია. ეს დავა განსაკუთრებით მას შემდეგ გამძფრდა, რაც რუსმა ჟურნალისტმა მატვეი განაპოლსკიმ "ეხო მოსკვის" ეთერში განაცხადა, რომ სტალინმა 12 წლის ბავშვების დახვრეტის ბრძანებას მოაწერა ხელი.

სხვათა შორის, სტალინის შვილიშვილმა ევგენი ჯუღაშვილმა ცილისწამებისთვის განაპოლსკის უჩივლა და ამ ინფორმაციის სიცრუედ გამოცხადება მოითხოვა. სასამართლომ კი მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც ბევრმა ამ საშინელი ინფორმაციის ნამდვილობის ირიბ მტკიცებულებად მიიღო.

არაერთმა რუსმა თუ უცხოელმა მკვლევარმა მიაგნო სასამართლო წარმოების დოკუმენტებს, სადაც არასრულწლოვნების მიმართ დახვრეტის განაჩენი განიხილებოდა, თუმცა კონკრეტული ფაქტები, ვინ დასაჯეს სიკვდილით 12-14 წლის ასაკში, დღემდე არ გახმაურებულა. ჯუღაშვილის მოპასუხე მხარემ მხოლოდ 4 ფაქტის წარმოდგენა შეძლო, სადაც 16 და 17 წლის ახალგაზრდების დახვრეტა იყო დაფიქსირებული. "ეხო მოსკვის" წარმომადგენლის სერგეი ბუნტმანის განცხადებით, ეს ფაქტები მხოლოდ აისბერგის წვერია. "ეს ოთხი ახალგაზრდა რეაბილიტირებული იყო და ამიტომაც მათ შესახებ მონაცემები სახელმწიფო არქივში ინახებოდა. მაგრამ არსებობს უამრავი არარეაბილიტირებული და გაუხმაურებელი შემთხვევა, რომელიც შსს-ს არქივებში ინახება და მათი მოპოვება თითქმის შეუძლებელია", - ასე ხსნიდა ბუნტმანი კონკრეტული ფაქტების არარსებობას. მართალია, ვერავინ ამტკიცებს, რომ არასრულწლოვნების სიკვდილით დასჯას მასობრივი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ამის იურიდიულად დაკანონებული შესაძლებლობა უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.

ერთადერთი საბჭოთა მოზარდი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

1964 წელს ლენინგრადში განსაკუთრებული სისტაკით მოკლეს 37 წლის ქალი ლარისა კუპრეევა და მისი 3 წლის ვაჟი. დამნაშავემ ისინი ნაჯახით აკუწა, გაიტაცა ფული და ფოტოაპარატი. შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა და ასე სცადა კვალის დაფარვა. მკვლელი 3 დღეში დაიჭირეს. ის 15 წლის ლენინგრადელი არკადი ნეილანდი აღმოჩნდა. ბიჭი ინტერნატში გაიზარდა,

განაგრძეთ კითხვა

"ეს არის სოლიდარობის გამოხატვა, რომ საკუთარ ვაქცინას ვუთმობთ ექიმებს" - ეკატერინე ტიკარაძე

"მოლოდინი, რომ 100%-ით ავად არავინ გახდება, არ უნდა გვქონდეს" - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაზე

რატომ უნდა ავირჩიოთ სამეცნიერო კარიერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში