მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან
ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან

ეს ფოტო 1990 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. მა­შინ მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი 21 წლის გახ­ლდათ და დიდ ავ­ტოს­პორ­ტში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს, რო­გორც ხე­დავთ, AUTO BILD-თან ერ­თად დგამ­და

ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც ფორ­მუ­ლა 1-ში მსოფ­ლი­ოს შვიდგზის გერ­მა­ნე­ლი ჩემ­პი­ო­ნი, მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი ფრან­გულ ალ­პებ­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლის დროს მი­ღე­ბუ­ლი თა­ვის მძი­მე ტრავ­მის შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის. მის გულ­შე­მატ­კივ­რებს სპორ­ტსმე­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­აჩ­ნი­ათ (შუ­მა­ხე­რის ოჯახ­მა თვი­თონ და­ა­წე­სა შე­ზღუდ­ვა). ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მი­ხა­ე­ლის სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას დიდი დრო და­ჭირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა წლე­ბიც გა­ვი­დეს - თუ, რა თქმა უნდა, ორ­გა­ნიზ­მი გა­უძ­ლებს ამ­გვარ დატ­ვირ­თვას და ამ ხან­გრძლი­ვო­ბას.

მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რი, ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რი კა­რი­ე­რის დროს იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი სამ­თო სა­თხი­ლა­მუ­რო სპორ­ტით. Ferrari-ს გუნდში ას­პა­რე­ზო­ბი­სას არას­დროს ტო­ვებ­და მა­დო­ნა-დი-კამ­პი­ლი­ო­ში ზამ­თრის ტრა­დი­ცი­ულ შეკ­რე­ბას (ტრა­სის ერთ-ერთი მო­ნაკ­ვე­თი აქ სწო­რედ შუ­მა­ხე­რის სა­ხელს ატა­რებს). მი­ხა­ე­ლი მე­რი­ბელ­შიც რე­გუ­ლა­რუ­ლად ის­ვე­ნებ­და. იქ გერ­მა­ნელს თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი შალე ჰქონ­და და სას­რი­ა­ლო ტრა­სე­ბი ისე იცო­და, რო­გორც ავ­ტოდ­რო­მე­ბი. მო­დით, ლე­გენ­და­რულ ავ­ტომრბო­ლელს სრუ­ლი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ვუ­სურ­ვოთ და მისი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბი გა­ვიხ­სე­ნოთ.

ფორ­მუ­ლა 1-ში მი­ხა­ელ შუ­მა­ხე­რის დე­ბი­უ­ტი 1991 წლის 25 აგ­ვის­ტოს, Jordan-Ford-ის სარ­ბო­ლო ბო­ლი­დით ბელ­გი­ა­ში, "სპა-ფრან­კორ­შა­მის" ავ­ტოდ­რომ­ზე შედ­გა. იმ პე­რი­ოდ­ში შუ­მა­ხე­რი სპორტპ­რო­ტო­ტი­პე­ბის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მო­დი­ო­და Sauber-C11-Mercedes-ის მო­დე­ლით და მე­ნე­ჯე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბა სა­უ­კე­თე­სო ას­პა­რე­ზო­ბით მი­იქ­ცია. მარ­ტო იმის აღ­ნიშ­ვნაც ღირს, რომ "ლე მა­ნის 24-სა­ა­თი­ა­ნი რბო­ლის" დროს, ღა­მით, წრის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. ფორ­მუ­ლა 1-ში "შუ­მის" დე­ბი­უტს იმა­ნაც შე­უ­წყო ხელი, რომ ედი ჯორ­და­ნის გუნდში ერთი ად­გი­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ბელ­გი­ე­ლი ბერტრან გაშო ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა ლონ­დო­ნე­ლი ტაქ­სის მძღო­ლის­თვის მომ­წამ­ლა­ვი აი­რის სა­ხე­ში შეს­ხუ­რე­ბის მი­ზე­ზით. მი­ხა­ე­ლის მე­ნე­ჯერ­მა, ვილი ვე­ბერ­მა ეს მო­მენ­ტი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა და შუ­მა­ხე­რი თა­ვის პირ­ველ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო რბო­ლა­ში გა­მოჩ­ნდა.

Jordan-Ford-ით მან მეშ­ვი­დე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა სას­ტარ­ტო ბი­ლიკ­ზე და გა­მოც­დილ იტა­ლი­ელ თა­ნა­გუნ­დელს, ან­დრეა დე ჩე­ზა­რისს აჯო­ბა. შუ­მა­ხერ­მა რბო­ლა კარ­გად და­ი­წყო, მაგ­რამ მალე რბო­ლას ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზით გა­მო­ე­თი­შა. ერთი წლის შემ­დეგ, აქვე, შუ­მიმ კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი გრან-პრი მო­ი­გო Benetton-Ford-ით. მან რბო­ლა მე­სა­მე პო­ზი­ცი­ი­დან და­ი­წყო. მის წინ პო­უ­ლის ავ­ტო­რი ნა­ი­ჯელ მენ­სე­ლი და ბრა­ზი­ლი­ე­ლი აირ­ტონ სენა (McLren-Honda) იდ­გნენ. მი­ხა­ელ­მა ტაქ­ტი­კუ­რად სწო­რად წარ­მარ­თა რბო­ლა და იმ პე­რი­ოდ­ში უძ­ლი­ე­რე­სი მე­ტო­ქე­ე­ბი და­ა­მარ­ცხა. პო­დი­უმ­ზე მის გვერ­დით იდ­გნენ ინ­გლი­სე­ლი მენ­სე­ლი და იტა­ლი­ე­ლი რი­კარ­დო პატ­რე­ზე, William-Renault-ს პი­ლო­ტე­ბი.

2011 წელს მი­ხა­ელ­მა სწო­რედ ბელ­გი­ურ ტრა­სა­ზე იზე­ი­მა ფორ­მუ­ლა 1-ში ას­პა­რე­ზო­ბის 20 წლის იუ­ბი­ლე და გა­ნა­ცხა­და: "სპა­ზე" რბო­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა ამ 20 წლის მან­ძილ­ზე, მხო­ლოდ ერთი დარ­ჩა უც­ვლე­ლი: ავ­ტოდ­რო­მი ჯე­რაც სა­ო­ცა­რია, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ერ­თოდ ეს ად­გი­ლი და ამ ტრა­სის მო­ნაკ­ვე­თე­ბი. ჩემ­თვის "სპა" სა­კუ­თარ სახ­ლად" რჩე­ბა, რად­გან აქ ძალ­ზე ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი რამ მოხ­და, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა."

რო­გორც ზე­მოთ მო­გახ­სე­ნეთ, შუ­მის გა­მო­ჩე­ნა ფორ­მუ­ლა 1-ში ირ­ლან­დი­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის, ედი ჯორ­და­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა და მი­სი­ვე "ბრა­ლია" ისიც, რომ იტა­ლი­ის გრან-პრი­ზე, რო­მე­ლიც "მონ­ცას" ავ­ტოდ­რომ­ზე ტარ­დე­ბა, შუ­მა­ხე­რი უკვე ფლა­ვიო ბრი­ა­ტო­რეს გუნ­დის, Benetton-ის ავ­ტო­მო­ბი­ლით ას­პა­რე­ზობ­და (ჯორ­დანს კონ­ტრაქ­ტში გა­მორ­ჩა იმ პუნ­ქტის შე­ტა­ნა, სა­დაც ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბო­და, რომ შუ­მა­ხერს სხვა გუნდში გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა არ აქვს სე­ზო­ნის ბო­ლომ­დე) ისე­თი დი­დოს­ტა­ტის გვერ­დით, რო­გო­რი­ცაა მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი, ბრა­ზი­ლი­ე­ლი ნელ­სონ პიკე, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, მი­ხა­ელ­მა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ში ჩა­მო­ი­ტო­ვა. მან მე-7 პო­ზი­ცია და­ი­კა­ვა, პიკე - მერ­ვე იყო. ასე­თი­ვე სი­ტუ­ა­ცია იყო მთა­ვარ რბო­ლა­შიც, "შუ­მიმ" მე­ხუ­თე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, პი­კემ - მე­ექ­ვსე.

იხი­ლეთ სრუ­ლად +ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან

ლეგენდა არ მოკვდება - ცოტა რამ დიადი შუმის დიდი კარიერიდან

ეს ფოტო 1990 წელსაა გადაღებული. მაშინ მიხაელ შუმახერი 21 წლის გახლდათ და დიდ ავტოსპორტში პირველ ნაბიჯებს, როგორც ხედავთ, AUTO BILD-თან ერთად დგამდა

ორ წელიწადზე მეტია, რაც ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის გერმანელი ჩემპიონი, მიხაელ შუმახერი ფრანგულ ალპებში თხილამურებით სრიალის დროს მიღებული თავის მძიმე ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. მის გულშემატკივრებს სპორტსმენის ჯანმრთელობის შესახებ სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ (შუმახერის ოჯახმა თვითონ დააწესა შეზღუდვა). ექიმები ამბობენ, რომ მიხაელის სრულ გამოჯანმრთელებას დიდი დრო დაჭირდება, შეიძლება წლებიც გავიდეს - თუ, რა თქმა უნდა, ორგანიზმი გაუძლებს ამგვარ დატვირთვას და ამ ხანგრძლივობას.

მიხაელ შუმახერი, ჯერ კიდევ აქტიური კარიერის დროს იყო გატაცებული სამთო სათხილამურო სპორტით. Ferrari-ს გუნდში ასპარეზობისას არასდროს ტოვებდა მადონა-დი-კამპილიოში ზამთრის ტრადიციულ შეკრებას (ტრასის ერთ-ერთი მონაკვეთი აქ სწორედ შუმახერის სახელს ატარებს). მიხაელი მერიბელშიც რეგულარულად ისვენებდა. იქ გერმანელს თავისი საკუთარი შალე ჰქონდა და სასრიალო ტრასები ისე იცოდა, როგორც ავტოდრომები. მოდით, ლეგენდარულ ავტომრბოლელს სრული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და მისი ბიოგრაფიიდან საინტერესო მომენტები გავიხსენოთ.

ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის დებიუტი 1991 წლის 25 აგვისტოს, Jordan-Ford-ის სარბოლო ბოლიდით ბელგიაში, „სპა-ფრანკორშამის“ ავტოდრომზე შედგა. იმ პერიოდში შუმახერი სპორტპროტოტიპების მსოფლიო ჩემპიონატში გამოდიოდა Sauber-C11-Mercedes-ის მოდელით და მენეჯერების ყურადღება საუკეთესო ასპარეზობით მიიქცია. მარტო იმის აღნიშვნაც ღირს, რომ „ლე მანის 24-საათიანი რბოლის“ დროს, ღამით, წრის რეკორდი დაამყარა. ფორმულა 1-ში „შუმის“ დებიუტს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ედი ჯორდანის გუნდში ერთი ადგილი გათავისუფლდა. ბელგიელი ბერტრან გაშო ციხეში აღმოჩნდა ლონდონელი ტაქსის მძღოლისთვის მომწამლავი აირის სახეში შესხურების მიზეზით. მიხაელის მენეჯერმა, ვილი ვებერმა ეს მომენტი ხელიდან არ გაუშვა და შუმახერი თავის პირველ საკვალიფიკაციო რბოლაში გამოჩნდა.

Jordan-Ford-ით მან მეშვიდე პოზიცია დაიკავა სასტარტო ბილიკზე და გამოცდილ იტალიელ თანაგუნდელს, ანდრეა დე ჩეზარისს აჯობა. შუმახერმა რბოლა კარგად დაიწყო, მაგრამ მალე რბოლას ტექნიკური მიზეზით გამოეთიშა. ერთი წლის შემდეგ, აქვე, შუმიმ კარიერაში პირველი გრან-პრი მოიგო Benetton-Ford-ით. მან რბოლა მესამე პოზიციიდან დაიწყო. მის წინ პოულის ავტორი ნაიჯელ მენსელი და ბრაზილიელი აირტონ სენა (McLren-Honda) იდგნენ. მიხაელმა ტაქტიკურად სწორად წარმართა რბოლა და იმ პერიოდში უძლიერესი მეტოქეები დაამარცხა. პოდიუმზე მის გვერდით იდგნენ ინგლისელი მენსელი და იტალიელი რიკარდო პატრეზე, William-Renault-ს პილოტები.

2011 წელს მიხაელმა სწორედ ბელგიურ ტრასაზე იზეიმა ფორმულა 1-ში ასპარეზობის 20 წლის იუბილე და განაცხადა: "სპაზე" რბოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემს ცხოვრებაში. ბევრი რამ შეიცვალა ამ 20 წლის მანძილზე, მხოლოდ ერთი დარჩა უცვლელი: ავტოდრომი ჯერაც საოცარია, ძალიან მიყვარს საერთოდ ეს ადგილი და ამ ტრასის მონაკვეთები. ჩემთვის "სპა" საკუთარ სახლად" რჩება, რადგან აქ ძალზე ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა, რომელიც არასდროს დამავიწყდება."

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შუმის გამოჩენა ფორმულა 1-ში ირლანდიელი სპეციალისტის, ედი ჯორდანის დამსახურებაა და მისივე ”ბრალია” ისიც, რომ იტალიის გრან-პრიზე, რომელიც „მონცას“ ავტოდრომზე ტარდება, შუმახერი უკვე ფლავიო ბრიატორეს გუნდის, Benetton-ის ავტომობილით ასპარეზობდა (ჯორდანს კონტრაქტში გამორჩა იმ პუნქტის შეტანა, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ შუმახერს სხვა გუნდში გადასვლის უფლება არ აქვს სეზონის ბოლომდე) ისეთი დიდოსტატის გვერდით, როგორიცაა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი ნელსონ პიკე, რომელიც, სხვათა შორის, მიხაელმა კვალიფიკაციაში ჩამოიტოვა. მან მე-7 პოზიცია დაიკავა, პიკე - მერვე იყო. ასეთივე სიტუაცია იყო მთავარ რბოლაშიც, „შუმიმ“ მეხუთე ადგილი დაიკავა, პიკემ - მეექვსე.

იხილეთ სრულად +ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია