საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა
რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

სკო­ლებ­ში ახა­ლი საგ­ნე­ბის - "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და "ჩემი სა­ქარ­თვე­ლოს" შე­მო­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვის სა­გა­ნი გახ­და. სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ხა­ნია აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა. ცოტა ხნის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა მი­მარ­თვა-პე­ტი­ცია გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც პროგ­რა­მის საფრ­თხე­ებ­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე მოყ­ვა­ნი­ლია თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პე­ტი­ცი­ის შემ­ქმნე­ლე­ბის თქმით, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს.

რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა, აქვს თუ არა კავ­ში­რი გავ­რცე­ლე­ბულ ცი­ტა­ტებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას­თან და რას პა­სუ­ხობს სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბის ხელ­მომ­წე­რებს? ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ლია გი­გა­ურს ესა­უბ­რა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს საგ­ნე­ბის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა" და "მე და სა­ქარ­თვე­ლო" სწავ­ლე­ბა? რის სწავ­ლე­ბას აპი­რებს ამ საგ­ნე­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის?

- ამ ეტაპ­ზე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­მუ­შა­ვე­ბა გრძელ­დე­ბა. ყვე­ლა ის თემა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­ში გა­ფან­ტუ­ლი იყო, არა­ე­ფექ­ტუ­რად ის­წა­ლე­ბო­და, რად­გან საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­გან­ზე უფრო მეტ აქ­ცენტს აკე­თებ­დნენ, ვიდ­რე ჩარ­თულ თე­მებ­ზე. კვლე­ვამ გვიჩ­ვე­ნა, რომ ეს არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა შემ­დგომ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს ქმნის. თე­მე­ბი თავ­მოყ­რი­ლია ერთ სა­გან­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ჯგუფ­ში, რომ­ლის სა­მუ­შაო სა­ხელ­წო­დე­ბა გახ­ლდათ "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა". მე­სა­მე-მე­ო­თხე კლას­ში სა­გან "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და მე­ხუ­თე-მე­ექ­ვსე კლას­ში "ჩემი სა­ქარ­თვე­ლოს" სწავ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის, ოჯა­ხის, სკო­ლის, მე­გობ­რე­ბის, თე­მის, ზო­გა­დად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ. მოს­წავ­ლეს ას­წავ­ლის ზრუნ­ვას გა­რე­მო­ზე, სამ­შობ­ლო­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, რაც თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს, თით­ქოს­და ეს სა­გა­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს მა­მათ­მავ­ლო­ბის და სხვა­დას­ხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბას, არის მტკნა­რი სიც­რუე. ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს უნ­დათ ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა, მაგ­რამ ალ­ბათ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მოქ­მე­დე­ბაა, რო­დე­საც ამ მიზ­ნით მე­სა­მე-მე­ო­თხე და მე­ხუ­თე-მე­ექ­ვსე კლა­სე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს იყე­ნე­ბენ.

- აქვს თუ არა კავ­ში­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებს ახალ პროგ­რა­მას­თან?

- ჩვე­ნი თხოვ­ნაა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა სა­მი­ნის­ტრო­დან გა­მო­ი­თხო­ვონ "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" და "ჩემი სა­ქარ­თვე­ლოს" სტან­დარ­ტი და პროგ­რა­მა. შე­ნა­ხუ­ლია ყვე­ლა ვერ­სია, რო­მე­ლიც მუ­შავ­დე­ბო­და, თუ ვინ­მე გვაჩ­ვე­ნებს, სად წე­რია მსგავ­სი თე­მე­ბი, სად არის ასე­თი მო­თხოვ­ნა ან რე­სურ­სე­ბი, მზად ვართ, პა­სუ­ხი ვა­გოთ. თუ არა, ალ­ბათ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ი­თხოვს, ვინც ასე მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახ­დენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და ამ მხრივ, გარ­კვე­უ­ლი დი­ვი­დენ­დე­ბის შე­ძე­ნას სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ თუ სხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­ში.

- სა­უ­ბა­რი იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე გან­თავ­სდა.

- ეს მა­სა­ლე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მას­თან და არც სა­იტ­ზე ყო­ფი­ლა გან­თავ­სე­ბუ­ლი. სტა­ტი­ა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი მოყ­ვა­ნი­ლია "კომ­პა­სი" და "კომ­პა­სი­ტო­დან". 2004 და 2009 წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა ერთ-ერ­თმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ თარ­გმნა და და­ბეჭ­და, რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. ის არ არის არც ამ სტან­დარტთან, არც საგ­ნის სტან­დარტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს არ არის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, არ შე­დის სკო­ლებ­ში.

- აპი­რებს თუ არა სა­მი­ნის­ტრო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­დან რა­ი­მე ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას?

- არა, რად­გან საგ­ნის მი­ზა­ნი და იქ მოყ­ვა­ნი­ლი ცი­ტა­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბია. ყვე­ლა რე­სურ­სი, საგ­ნის და­სა­ნერ­გად შე­იქ­მნე­ბა სტან­დარ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ. სტან­დარ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას მოყ­ვე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მნა და გრი­ფი­რე­ბა. შემ­დეგ არის მე­თო­დუ­რი მა­სა­ლე­ბის შექ­მნის ეტა­პი, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის შექ­მნა.

- გან­ცხა­დე­ბას საკ­მა­ოდ ბევ­რი ხელ­მომ­წე­რი ჰყავს, რას ეტყო­დით მათ?

- გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რებს და ხელ­მომ­წე­რებს ვე­ტყო­დი, რომ ალ­ბათ უფრო მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა მო­ე­კი­დონ იმ სა­კითხს, თუ რაზე აწე­რენ ხელს, წა­ი­კი­თხონ პირ­ველ­წყა­რო. ნამ­დვი­ლად უნდა გა­და­ე­სინ­ჯათ, არის თუ არა ეს სა­მი­ნის­ტროს­თან, ან სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­თან რა­მე­ნა­ი­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ისი­ნი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი არი­ან.

ნა­ტა­ლია და­დი­ა­ნი

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "...მა­პა­ტი­ოს მარ­თლაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ - მა­მათ­მავ­ლო­ბა, უსაფრ­თხო სექ­სი?!" - სა­ნი­კი­ძემ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა

რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

რეალურად რას ასწავლის საგნები - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", რომლებსაც ხალხში "განგაშის ზარები" მოჰყვა

სკოლებში ახალი საგნების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველოს" შემოღება საზოგადოების ნაწილში ვნებათაღელვის საგანი გახდა. საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობაა. ცოტა ხნის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიმართვა-პეტიცია გაავრცელეს, სადაც პროგრამის საფრთხეებზე მიუთითებენ. აღნიშნულ განცხადებაში ასევე მოყვანილია თემები, რომლებიც პეტიციის შემქმნელების თქმით, მოქალაქეების ნაწილის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს.

რას ითვალისწინებს ახალი საგნების სწავლება, აქვს თუ არა კავშირი გავრცელებულ ციტატებს საგანმანათლებლო პროგრამასთან და რას პასუხობს სამინისტრო განცხადების ხელმომწერებს? ამასთან დაკავშირებით AMBEBI.GE საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, რას ითვალისწინებს საგნების "მე და საზოგადოება" და "მე და საქართველო" სწავლება? რის სწავლებას აპირებს ამ საგნებით განათლების სამინისტრო მოსწავლეებისთვის?

- ამ ეტაპზე, ეროვნული სასწავლო გეგმის დამუშავება გრძელდება. ყველა ის თემა, რომლებიც სხვადასხვა საგნებში გაფანტული იყო, არაეფექტურად ისწალებოდა, რადგან საგნის მასწავლებლები საგანზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებდნენ, ვიდრე ჩართულ თემებზე. კვლევამ გვიჩვენა, რომ ეს არაეფექტურობა შემდგომ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. თემები თავმოყრილია ერთ საგანში საზოგადოებრივ მეცნიერებების ჯგუფში, რომლის სამუშაო სახელწოდება გახლდათ "მე და საზოგადოება". მესამე-მეოთხე კლასში საგან "მე და საზოგადოების" და მეხუთე-მეექვსე კლასში "ჩემი საქართველოს" სწავლება ითვალისწინებს მოსწავლის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას საკუთარი თავის, ოჯახის, სკოლის, მეგობრების, თემის, ზოგადად, საზოგადოების მიმართ. მოსწავლეს ასწავლის ზრუნვას გარემოზე, სამშობლოზე, კულტურაზე, რაც თითოეული მოსწავლის ცნობიერების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მიზანმიმართულად გავრცელებულ განცხადებებს, თითქოსდა ეს საგანი ითვალისწინებს მამათმავლობის და სხვადასხვა სექსუალური მიმართულებების სწავლებას, არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიტიკოსებს უნდათ ყურადღების მიქცევა, მაგრამ ალბათ არაკეთილსინდისიერი მოქმედებაა, როდესაც ამ მიზნით მესამე-მეოთხე და მეხუთე-მეექვსე კლასების საგანმანათლებლო პროგრამებს იყენებენ.

- აქვს თუ არა კავშირი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მასალებს ახალ პროგრამასთან?

- ჩვენი თხოვნაა ყველა დაინტერესებულმა პირმა სამინისტროდან გამოითხოვონ "მე და საზოგადოების" და "ჩემი საქართველოს" სტანდარტი და პროგრამა. შენახულია ყველა ვერსია, რომელიც მუშავდებოდა, თუ ვინმე გვაჩვენებს, სად წერია მსგავსი თემები, სად არის ასეთი მოთხოვნა ან რესურსები, მზად ვართ, პასუხი ვაგოთ. თუ არა, ალბათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ ადამიანების პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვინც ასე მიზანმიმართულად ახდენს განათლების სისტემის დისკრიმინაციას, განათლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულებების გავრცელებას და ამ მხრივ, გარკვეული დივიდენდების შეძენას საკუთარ პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის აქტივობებში.

- საუბარი იყო, რომ აღნიშნული მასალები სწორედ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზე განთავსდა.

- ეს მასალები არ არის დაკავშირებული პროგრამასთან და არც საიტზე ყოფილა განთავსებული. სტატიაში მოყვანილი ციტატები მოყვანილია "კომპასი" და "კომპასიტოდან". 2004 და 2009 წლებში გამოცემული მასალა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თარგმნა და დაბეჭდა, როგორც არაფორმალური განათლების სახელმძღვანელო. ის არ არის არც ამ სტანდარტთან, არც საგნის სტანდარტთან დაკავშირებული. ეს არ არის გრიფირებული სახელმძღვანელო, არ შედის სკოლებში.

- აპირებს თუ არა სამინისტრო დასახელებული სახელმძღვანელოებიდან რაიმე ტიპის ინფორმაციის გამოყენებას?

- არა, რადგან საგნის მიზანი და იქ მოყვანილი ციტატები ერთმანეთთან არანაირად არ არის დაკავშირებული. აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხებია. ყველა რესურსი, საგნის დასანერგად შეიქმნება სტანდარტის დამტკიცების შემდეგ. სტანდარტის დამტკიცებას მოყვება სახელმძღვანელოების შექმნა და გრიფირება. შემდეგ არის მეთოდური მასალების შექმნის ეტაპი, მასწავლებლების მომზადების ტრენინგ-მოდულების შექმნა.

- განცხადებას საკმაოდ ბევრი ხელმომწერი ჰყავს, რას ეტყოდით მათ?

- განცხადების ავტორებს და ხელმომწერებს ვეტყოდი, რომ ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ იმ საკითხს, თუ რაზე აწერენ ხელს, წაიკითხონ პირველწყარო. ნამდვილად უნდა გადაესინჯათ, არის თუ არა ეს სამინისტროსთან, ან სკოლაში სასწავლო პროგრამებთან რამენაირად დაკავშირებული. ვფიქრობ, ისინი შეცდომაში შეყვანილი არიან.

ნატალია დადიანი

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "...მაპატიოს მართლაც საზოგადოებამ - მამათმავლობა, უსაფრთხო სექსი?!" - სანიკიძემ არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია