პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოზარ სუბარი - მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი - მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხის გახ­სნა­ზე მთავ­რო­ბის ფორ­მატ­ში არა­ერ­თხელ გვი­ლა­პა­რა­კია, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ან­გა­რიშს რუ­სე­თის ზე­წო­ლი­სა და რბი­ლი ძა­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"ამ გან­ცხა­დე­ბას შე­სა­ბა­მი­სი მო­წო­დე­ბაც ახ­ლდა, რო­მე­ლიც მე ასე გა­ვი­გე, რომ რაც მალე გა­ი­ღე­ბა და­სავ­ლე­თის კა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, სა­დაც ეს ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვი­საც და ყვე­ლას­თვის და ამას მი­ვე­სალ­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

მი­ნის­ტრი მნიშ­ნე­ლოვ­ნად აფა­სებს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის­თვის რუ­სულ საფრ­თხე­ებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, და­ფი­ნან­სე­ბის გა­მო­ყო­ფის თა­ო­ბა­ზე.

"ლა­პა­რა­კია არა "აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ნი­ო­ტო­ბის" სამი ქვეყ­ნის­თვის (სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა), არა­მედ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის­თვის დახ­მა­რე­ბის გაზ­რდა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. იგი­ვე ევ­რო­პა­ში გაჩ­ნდა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხე­ბი, რა­დი­ო­ე­ბი, გა­და­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის ეფექ­ტუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა. რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ზო­გა­დად მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ი­ზარ­და და ამას სჭირ­დე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხი", - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

კი­თხვა­ზე, რუ­სულ პრო­პა­გან­დას­თან საბ­რძოლ­ვე­ლად რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი არ­ხის გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­შიც არის თუ არა სა­ჭი­რო, მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ ამა­ზე მთავ­რო­ბის შიგ­ნით არა­ერ­თხელ უმსჯე­ლი­ათ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც სა­თა­ნა­დოდ არ იცი­ან სა­ხელ­მწი­ფო ენა, ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იმ ყო­ველ­დღი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა", - დას­ძი­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სოზარ სუბარი - მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს

სოზარ სუბარი - მთავრობა საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნის საკითხს განიხილავს

საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში არაერთხელ გვილაპარაკია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშს რუსეთის ზეწოლისა და რბილი ძალის გაძლიერების თაობაზე.

"ამ განცხადებას შესაბამისი მოწოდებაც ახლდა, რომელიც მე ასე გავიგე, რომ რაც მალე გაიღება დასავლეთის კარები საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს ზეწოლა ხორციელდება, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის და ამას მივესალმები", - განაცხადა სუბარმა.

მინისტრი მნიშნელოვნად აფასებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის რუსულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

"ლაპარაკია არა "აღმოსავლეთ პარნიოტობის" სამი ქვეყნისთვის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა), არამედ აღმოსავლეთ ევროპისთვის დახმარების გაზრდასა და გაძლიერებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოშიც არის თუ არა საჭირო, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე მთავრობის შიგნით არაერთხელ უმსჯელიათ.

"მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც სათანადოდ არ იციან სახელმწიფო ენა, ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაციის მიღების საშუალება იმ ყოველდღიურ ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება", - დასძინა სოზარ სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."