მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს
ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

წარ­მო­გიდ­გენთ იმ ცნო­ბილ ბესტსე­ლე­რებს, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მე­ბი გა­და­ი­ღეს:

და ვინ­ჩის კოდი

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის დენ ბრა­უ­ნის 2003 წლის ბესტსე­ლე­რი მსოფ­ლი­ო­ში 80 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. წიგნ­მა ბევ­რი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის. იგი­ვე მოხ­და 2006 წელს, რო­დე­საც რო­მა­ნის მი­ხედ­ვით რონ ჰო­ვარ­დმა ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი გა­და­ი­ღო, მთა­ვარ როლ­ში ტომ ჰენ­ქსით. ბევრ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ფილ­მს სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი წრის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რომ­ლე­ბიც დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ ვინც "და ვინ­ჩის კოდს" ნა­ხავ­და, ცოდ­ვა­ში დგამ­და ფეხს. პრე­მი­ე­რის პირ­ველ­სა­ვე კვი­რას ფილმმა 224 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­ი­ტა­ნა მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და 2006 წლის ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ფილ­მე­ბის სი­ა­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა "კა­რი­ბის ზღვის მე­კობ­რე­ე­ბის" შემ­დეგ.

გე­ი­შას მე­მუ­ა­რე­ბი

ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რის არ­ტურ გოლ­დე­ნის დე­ბი­უ­ტი 1997 წელს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სენ­სა­ცია და ბესტსე­ლე­რი გახ­და. სი­უ­ჟე­ტი ია­პო­ნი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ გე­ი­შას რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზეა აგე­ბუ­ლი. წიგ­ნის მი­ხედ­ვით 2005 წელს რობ მარ­შალ­მა ფილ­მი გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბა გა­მოდ­გა, მაგ­რამ ეკ­რან­ზე ადაპ­ტი­რე­ბი­სას ლი­რი­კუ­ლო­ბის ნა­წი­ლი და­კარ­გა, რომ­ლი­თაც სავ­სე იყო ნა­წარ­მო­ე­ბი. ფილ­მი "ოს­კა­რის" 6 ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი, სა­ი­და­ნაც სა­მის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო.

გრე­ის 50 ელ­ფე­რი

2015 წელს ხალ­ხის დიდი მო­ლო­დი­ნი და ყუ­რა­დღე­ბა ი ელ ჯე­იმ­სის ერო­ტი­კუ­ლი რო­მა­ნის "გრე­ის ორ­მოც­და­ა­თი ელ­ფე­რის" კი­ნო­ა­დაპ­ტა­ცი­ის­კენ იყო მი­პყრო­ბი­ლი. ფილ­მი სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა გა­მოდ­გა, პრინ­ციპ­ში, არც მისი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პირ­ველ­წყა­რო და­იკ­ვეხ­ნის მა­ღა­ლი მა­ტე­რი­ე­ბის ქო­ნას. ჯე­იმ­სი წიგ­ნის და­წე­რამ­დე "ბინ­დის" ფო­რუმ­ზე წერ­და "ფან ფიქ­შენს", რო­დე­საც სა­იტს ძა­ლი­ან ბევ­რი მკი­თხვე­ლი გა­უჩ­ნდა, მას სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მე­ბი და­უ­კავ­შირ­დნენ და სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­ღეთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცუდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტრი­ლო­გია, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 2011 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 125 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ი­ყი­და, ითარ­გმნა 52 ენა­ზე. 2015 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი და­კო­ტა ჯონ­სო­ნი­სა და ჯე­ი­მი დორ­ნა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით არა­ნაკ­ლებ შე­მო­სავ­ლი­ა­ნი გა­მოდ­გა: პრო­დი­უ­სე­რებს 571 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მო­უ­ტა­ნა.

დრო­ში მოგ­ზა­უ­რის ცოლი

ოდრი ნა­ი­ფე­ნე­გე­რის სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი ერ­თგვა­რი რო­მან­ტი­კუ­ლი მა­ხეა, რო­გორც ში­ნა­არ­სით, ისე გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით, რად­გან მისი კი­თხვა ნამ­დვი­ლად "და­გა­ტყვე­ვებთ". სა­ო­ცა­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია გრძნო­ბის დრო­სა და სივ­რცის მიღ­მა არ­სე­ბო­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს. 2009 წელს რო­ბერტ შვენ­ტკემ ბესტსე­ლე­რის საკ­მა­ოდ კარ­გი ადაპ­ტა­ცია გა­და­ი­ღო, ერიკ ბა­ნა­სა და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

უხი­ლა­ვი მხა­რე

მა­იკლ ლუ­ი­სის ბესტსე­ლე­რი 2007 წელს ამე­რი­კა­ში კარ­გად იყი­დე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, არ და­ა­ხა­ნა მის­მა კი­ნო­ვერ­სი­ა­მაც და 2009 წელ სჯონ ლი ჰენ­კოკ­მა ფილ­მი გა­და­ი­ღო ლუ­ი­სის რო­მან­ზე, სა­დაც მთა­ვარ როლს სან­დრა ბა­ლო­კი თა­მა­შობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ამ უკა­ნას­კნელ­მა ქა­ლის მთა­ვა­რი რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის "ოს­კა­რი" მი­ი­ღო.

მო­სამ­სა­ხუ­რე

კეტ­რინ სტო­კე­ტის 2009 წელს გა­მო­ცე­მუ­ლი რო­მა­ნი 60-იან წლებ­ში ამე­რი­კის ყვე­ლა­ზე რა­სის­ტულ შტატ მი­სი­სი­პი­ში მცხოვ­რებ აფრო-ამე­რი­კე­ლებ­ზე მოგ­ვი­თხრობს, რომ­ლე­ბიც მა­ღა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ თეთრკა­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან მსა­ხუ­რო­ბენ. წიგ­ნი ერ­თდრო­უ­ლად იყო გა­სარ­თო­ბი, დრა­მა­ტუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­ცხა­დი. 2 წე­ლი­წად­ში წიგ­ნის 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. მას­ზე 2011 წელს ტეიტ ტე­ი­ლორ­მა მშვე­ნი­ე­რი ფილ­მი გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც "ოს­კარ­ზეც" იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი და ერთ-ერთი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელს - ოქ­ტა­ვია სპენ­სერს "ოს­კა­რიც" მო­უ­ტა­ნა.

უბის წიგ­ნა­კი

ნი­კო­ლას სპარკსი ზედ­მე­ტად სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი მწე­რა­ლია, მაგ­რამ ალ­ბათ 1996 წლის "უბის წიგ­ნაკ­ში" ყვე­ლა­ზე კარ­გად მო­ახ­დი­ნა რა­ფი­ნი­რე­ბა ზედ­მე­ტი სენ­ტი­მენ­ტე­ბი­სა და რო­მან­ტი­კის. ნამ­დვილ ამ­ბავ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ის­ტო­რია მა­ლე­ვე იქცა ბესტსე­ლე­რად, მის მი­ხედ­ვით 2004 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი კი რა­ი­ან გოს­ლინ­გის და რე­ი­ჩელ მა­კა­დამ­სის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სხვა­დას­ხვა ტოპ სი­ებ­ში დღემ­დე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მია.

შიმ­ში­ლის თა­მა­შე­ბი

სი­უ­ზენ კო­ლინ­სის The Hunger Games მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად იქცა და ჰარი პო­ტე­რის ჩამ­ნაც­ვლებ­ლა­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე. ტრი­ლო­გია მსოფ­ლიო მას­შტა­ბით 65 მი­ლი­ონ­ზე მეტ ეგ­ზემპლა­რად გა­ი­ყი­და. მის მი­ხედ­ვით ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა 2012 წელს და­ი­წყო და გა­სულ წელს დას­რულ­და მე­ო­თხე სუ­რა­თით. რო­გორც წიგნ­მა, ისე ფილ­მებ­მა ძა­ლი­ან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი მო­უ­ტა­ნეს შემ­ქმნე­ლებს - 3 მი­ლი­არდ (!) დო­ლა­რამ­დე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი კი სწო­რედ "შიმ­ში­ლის თა­მა­შებ­ში" შეს­რუ­ლე­ბულ­მა კეტ­ნი­სის როლ­მა აქ­ცია ვარ­სკვლა­ვად.

ბინ­დი

"ბინ­დი" სტე­ფა­ნი მა­ი­ე­რის ვამ­პი­რუ­ლი სა­გაა, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ათ გენ­დერუ­ლი კლი­შე­ე­ბის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლი­ან ცუდი რე­ვი­უ­ე­ბი­სა, წიგ­ნის სე­რი­ე­ბი მა­ინც ბესტსე­ლე­რად იქცა. 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს 60 ქვე­ყა­ნა­ში მისი 130 მი­ლი­ო­ნამ­დე ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა "ბინ­დის" მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბიც, რო­მელ­თა სა­ერ­თო შე­მო­სა­ვალ­მა მი­ლი­არდ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ჰარი პო­ტე­რი

ჰარი პო­ტე­რის ეპო­პეა ალ­ბათ, 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ბავ­შვო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ჯეი ქეი რო­უ­ლინ­გმა პირ­ვე­ლი ნო­ვე­ლა - "ჰარი პო­ტე­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი ქვა" 1997 წელს და­წე­რა და წიგ­ნი გა­მოს­ვლის დღი­დან­ვე იქცა მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რად, ფე­ნო­მე­ნა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბად. ბოლო ოთხმა წიგნ­მა კი ყვე­ლა დრო­ის რე­კორ­ფი მოხ­სნა გა­ყიდ­ვის სის­წრა­ფით: აშშ-ში გა­მო­ცე­მი­დან 24 სა­ათ­ში 11 მი­ლი­ო­ნი­ეგ­ზამ­პლა­რი გა­ი­ყი­და. ჰარი პო­ტე­რის სე­რი­ებ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი 8 ფილ­მი კი ის იშ­ვი­ა­თი კი­ნო­ნი­მუ­შე­ბია, როცა ფილ­მი მის ლი­ტე­რა­ტუ­რულ პირ­ველ­წყა­როს ჭეშ­მა­რიტ პა­ტივს მი­ა­გებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

ტოპ-10 ბესტსელერი, რომლებზეც ფილმები გადაიღეს

წარმოგიდგენთ იმ ცნობილ ბესტსელერებს, რომელთა მიხედვით არანაკლებ წარმატებული და შემოსავლიანი ფილმები გადაიღეს:

და ვინჩის კოდი

ამერიკელი მწერლის დენ ბრაუნის 2003 წლის ბესტსელერი მსოფლიოში 80 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ქრისტიანული კონფესიის წარმომადგენელთა შორის. იგივე მოხდა 2006 წელს, როდესაც რომანის მიხედვით რონ ჰოვარდმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, მთავარ როლში ტომ ჰენქსით. ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ფილმს საზოგადოების გარკვეული წრის პროტესტი მოჰყვა, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვინც "და ვინჩის კოდს" ნახავდა, ცოდვაში დგამდა ფეხს. პრემიერის პირველსავე კვირას ფილმმა 224 მილიონი დოლარი მოიტანა მსოფლიოს მასშტაბით და 2006 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების სიაში მეორე ადგილი დაიკავა "კარიბის ზღვის მეკობრეების" შემდეგ.

გეიშას მემუარები

ამერიკელი ავტორის არტურ გოლდენის დებიუტი 1997 წელს ლიტერატურული სენსაცია და ბესტსელერი გახდა. სიუჟეტი იაპონიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გეიშას რეალურ ისტორიაზეა აგებული. წიგნის მიხედვით 2005 წელს რობ მარშალმა ფილმი გადაიღო, რომელიც ძალიან ლამაზი სანახაობა გამოდგა, მაგრამ ეკრანზე ადაპტირებისას ლირიკულობის ნაწილი დაკარგა, რომლითაც სავსე იყო ნაწარმოები. ფილმი "ოსკარის" 6 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, საიდანაც სამის მოპოვება შეძლო.

გრეის 50 ელფერი

2015 წელს ხალხის დიდი მოლოდინი და ყურადღება ი ელ ჯეიმსის ეროტიკული რომანის "გრეის ორმოცდაათი ელფერის" კინოადაპტაციისკენ იყო მიპყრობილი. ფილმი სრული კატასტროფა გამოდგა, პრინციპში, არც მისი ლიტერატურული პირველწყარო დაიკვეხნის მაღალი მატერიების ქონას. ჯეიმსი წიგნის დაწერამდე "ბინდის" ფორუმზე წერდა "ფან ფიქშენს", როდესაც საიტს ძალიან ბევრი მკითხველი გაუჩნდა, მას სხვადასხვა გამოცემები დაუკავშირდნენ და საბოლოოდ მივიღეთ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ლიტერატურული ტრილოგია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2011 წელს გამოცემული წიგნი მსოფლიოს მასშტაბით 125 მილიონი ეგზემპლარის ოდენობით გაიყიდა, ითარგმნა 52 ენაზე. 2015 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი დაკოტა ჯონსონისა და ჯეიმი დორნანის მონაწილეობით არანაკლებ შემოსავლიანი გამოდგა: პროდიუსერებს 571 მილიონი დოლარი მოუტანა.

დროში მოგზაურის ცოლი

ოდრი ნაიფენეგერის სასიყვარულო რომანი ერთგვარი რომანტიკული მახეა, როგორც შინაარსით, ისე გადატანითი მნიშვნელობით, რადგან მისი კითხვა ნამდვილად "დაგატყვევებთ". საოცარი სასიყვარულო ისტორია გრძნობის დროსა და სივრცის მიღმა არსებობაზე მოგვითხრობს. 2009 წელს რობერტ შვენტკემ ბესტსელერის საკმაოდ კარგი ადაპტაცია გადაიღო, ერიკ ბანასა და რეიჩელ მაკადამსის მონაწილეობით.

უხილავი მხარე

მაიკლ ლუისის ბესტსელერი 2007 წელს ამერიკაში კარგად იყიდებოდა. შესაბამისად, არ დაახანა მისმა კინოვერსიამაც და 2009 წელ სჯონ ლი ჰენკოკმა ფილმი გადაიღო ლუისის რომანზე, სადაც მთავარ როლს სანდრა ბალოკი თამაშობდა. საბოლოოდ, ამ უკანასკნელმა ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო.

მოსამსახურე

კეტრინ სტოკეტის 2009 წელს გამოცემული რომანი 60-იან წლებში ამერიკის ყველაზე რასისტულ შტატ მისისიპიში მცხოვრებ აფრო-ამერიკელებზე მოგვითხრობს, რომლებიც მაღალი ფენის წარმომადგენელ თეთრკანიან ადამიანებთან მსახურობენ. წიგნი ერთდროულად იყო გასართობი, დრამატული და მნიშვნელოვანი სოციალური განაცხადი. 2 წელიწადში წიგნის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მასზე 2011 წელს ტეიტ ტეილორმა მშვენიერი ფილმი გადაიღო, რომელიც "ოსკარზეც" იყო ნომინირებული და ერთ-ერთი როლის შემსრულებელს - ოქტავია სპენსერს "ოსკარიც" მოუტანა.

უბის წიგნაკი

ნიკოლას სპარკსი ზედმეტად სენტიმენტალური მწერალია, მაგრამ ალბათ 1996 წლის "უბის წიგნაკში" ყველაზე კარგად მოახდინა რაფინირება ზედმეტი სენტიმენტებისა და რომანტიკის. ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორია მალევე იქცა ბესტსელერად, მის მიხედვით 2004 წელს გადაღებული ფილმი კი რაიან გოსლინგის და რეიჩელ მაკადამსის მონაწილეობით, სხვადასხვა ტოპ სიებში დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო რომანტიკული ფილმია.

შიმშილის თამაშები

სიუზენ კოლინსის The Hunger Games მსოფლიო ბესტსელერად იქცა და ჰარი პოტერის ჩამნაცვლებლადაც მოიხსენიებენ ხოლმე. ტრილოგია მსოფლიო მასშტაბით 65 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. მის მიხედვით ფილმების გადაღება 2012 წელს დაიწყო და გასულ წელს დასრულდა მეოთხე სურათით. როგორც წიგნმა, ისე ფილმებმა ძალიან დიდი შემოსავალი მოუტანეს შემქმნელებს - 3 მილიარდ (!) დოლარამდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯენიფერ ლოურენსი კი სწორედ "შიმშილის თამაშებში" შესრულებულმა კეტნისის როლმა აქცია ვარსკვლავად.

ბინდი

"ბინდი" სტეფანი მაიერის ვამპირული საგაა, რომელიც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ გენდერული კლიშეებისთვის. მიუხედავად ძალიან ცუდი რევიუებისა, წიგნის სერიები მაინც ბესტსელერად იქცა. 2011 წლის მონაცემებით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში მისი 130 მილიონამდე ეგზემპლარი გაიყიდა. წარმატებული გამოდგა "ბინდის" მიხედვით გადაღებული ფილმებიც, რომელთა საერთო შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ჰარი პოტერი

ჰარი პოტერის ეპოპეა ალბათ, 21-ე საუკუნის ყველა ადამიანის ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. ჯეი ქეი როულინგმა პირველი ნოველა - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 1997 წელს დაწერა და წიგნი გამოსვლის დღიდანვე იქცა მსოფლიო ბესტსელერად, ფენომენალურ ნაწარმოებად. ბოლო ოთხმა წიგნმა კი ყველა დროის რეკორფი მოხსნა გაყიდვის სისწრაფით: აშშ-ში გამოცემიდან 24 საათში 11 მილიონიეგზამპლარი გაიყიდა. ჰარი პოტერის სერიებზე გადაღებული 8 ფილმი კი ის იშვიათი კინონიმუშებია, როცა ფილმი მის ლიტერატურულ პირველწყაროს ჭეშმარიტ პატივს მიაგებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს