"ცხოვრებაში ამორალური არაფერი გამიკეთებია, კორუფციაში ბრალდებული არასოდეს ვყოფილვარ და მხოლოდ ჩემ ინგლისურზე ლაპარაკობენ. "თუ-თუ-თუ" რატომ გაიმეორე ბევრჯერო რომ ამბობენ, ამ ადამიანებს მივმართავ - მოგეხსენებათ, "თუ"-ს ინგლისურში ყოველთვის ზმნა მოსდევს, ამიტომ ვცდილობდი "ნაციონალური მოძრაობის" გასაკრიტიკებლად ისეთი სიტყვა მომეძებნა, რომელიც მწვავე, მაგრამ დელიკატურიც იქნებოდა. იმ მომენტში სწორედ ასეთ ზმნას ვიხსენებდი, ამიტომ ვფიქრობ, აქ სასაცილო არაფერია",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ kvirispalitra.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
რას ფიქრობს ნატო-ს მომავალ სამიტზე და აპირებს თუ არა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ასევე რას ყვება ევროსაბჭოში ქართული დელეგაციის ვიზიტების კულუარებსა და მისი ოპონენტების "უკადრებელ ქცევებზე" ვიზიტებისას "კვირის პალიტრის" ამ ინტერვიუდან შეიტყობთ
იხილეთ ვიდეო: გუგული მაღრაძის ინგლისური ეკა ბესელიას დაგავიწყებთ