პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია გაჩეჩილაძე - რეესტრის გადაწყვეტილება ჩემი "მეგობარი" პრემიერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული
გია გაჩეჩილაძე - რეესტრის გადაწყვეტილება ჩემი "მეგობარი" პრემიერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული

"მა­ესტროს" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რად მისი ძმის, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­რე­გის­ტრი­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბის, ბიზ­ნე­სის და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ნა­ბი­ჯად აფა­სებს.

ლე­ვან გა­ჩი­ჩი­ლა­ძის "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო რე­ესტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (უც­ნო­ბი) გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ჯა­რო რე­ესტრი ირი­ბად ხელს უწყობს კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბას.

გა­ჩე­ჩი­ლა­ძის აზ­რით, ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ყვე­ლა­ზე ცოტა ქალ­ბა­ტო­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და მისი "მე­გობ­რის" - პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის გა­რე­შე", არ იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ გუ­შინ­დე­ლი სა­ჯა­რო რე­ესტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მი­მარ­თუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რე­ბის, ბიზ­ნე­სის და თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ჯა­რო რე­ესტრი არის ორ­გა­ნო, რო­მელ­მაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა და არ უნდა წა­მო­ე­გოს შან­ტაჟს და სხვა სა­ხის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბად მოქ­მე­დე­ბებს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ად­გი­ლი გვაქვს ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" და "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მარ­თვის მცე­ლო­ბას­თან, რომ­ლის პირ­ვე­ლი მსხვერ­პლი გახ­და სა­ხელ­მწი­ფოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სტრუქ­ტუ­რა - სა­ჯა­რო რე­ესტრი. ასე­თი ქმე­დე­ბით სა­ჯა­რო რე­ესტრი ირი­ბად ხელს უწყობს კომ­პა­ნი­ის გა­კოტ­რე­ბას.

მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის ფონ­ზე, ასე­თი უპ­რინ­ცი­პო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და მი­ღე­ბუ­ლი ზემ­დგო­მი ორ­გა­ნო­ე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე. ყვე­ლა­ზე ცოტა ქალ­ბა­ტო­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და ჩემი "მე­გობ­რის" - პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის გა­რე­შე.

რო­მელ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში გი­ნა­ხავთ, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტორს შე­ეძ­ლოს მფლო­ბელ­ზე და კა­ნონ­ზე მაღ­ლა დად­გეს: არ გა­და­ი­ხა­დოს გა­და­სა­ხა­დე­ბი, და­აგ­რო­ვოს ვა­ლე­ბი, გა­ა­ნი­ა­ვოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის შეკ­ვე­თით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ა­კოტ­როს და "გა­და­აგ­დოს"კომ­პა­ნი­ის სხვა აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი. ეს უკვე არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია გა­კოტ­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ნაც­ვლად, შე­იქ­მნას ახა­ლი კომ­პა­ნია, სა­დაც მხო­ლოდ კოტე გო­გე­ლია დარ­ჩე­ბა, ხოლო სხვა კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლე­ბის ად­გი­ლი აღარ იქ­ნე­ბა. კოტე გო­გე­ლი­ას ახა­ლი კომ­პა­ნია - იგი­ვე ეთე­რით და ეთერ გა­და­ბა­ძით! ეს ყვე­ლა­ფე­რი იფუ­თე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის ზე­ი­მად" და "პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას­თან" ბრძო­ლად, ორი მთა­ვა­რი მე­სი­ჯით: "მივ­რბი­ვარ ამე­რი­კის ელჩთან" და "ყვე­ლა­ფე­რი ბი­ძი­ნას ბრა­ლია."

რო­დე­საც 55 % წი­ლის მფლო­ბე­ლი აქ­ცი­ო­ნე­რი ვერ ცვლის დი­რექ­ტორს, მი­უ­ხე­და­ვად სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცი­ი­სა, ეს არა "მა­ესტროს", არა­მედ მთე­ლი ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბაა.

ქვეყ­ნის მარ­თვა არ გუ­ლის­ხმობს მთავ­რო­ბის პა­სი­ურ პო­ზი­ცი­ას პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე. ქვეყ­ნის მარ­თვა არ ნიშ­ნავს გვა­რა­მი­ას და გა­და­ბა­ძის ხუშ­ტურ­ზე სი­ა­რულს, ქვეყ­ნის მარ­თვა არ ნიშ­ნავს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გას­ვლას კა­ნო­ნი­ე­რე­ბის სივ­რცი­დან. ეს ნიკა გვა­რა­მი­ას და ეთარ გა­და­ბა­ძის მიერ ქვეყ­ნის მარ­თვას უფრო გავს. ჩვენ ისი­ნი არ აგ­ვირ­ჩე­ვია! ეს ნორ­მა­ლუ­რია?

სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა დას­რულ­დეს ტელე-შან­ტა­ჟე­ბის ეპო­ქა! ამი­ტო­მაც გან­ვაგ­რძობ ბრძო­ლას "მა­ესტროს" გა­და­სარ­ჩე­ნად, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გია გაჩეჩილაძე - რეესტრის გადაწყვეტილება ჩემი "მეგობარი" პრემიერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული

გია გაჩეჩილაძე - რეესტრის გადაწყვეტილება ჩემი "მეგობარი" პრემიერის გარეშე არ იქნებოდა მიღებული

"მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირების პროცესის შეჩერებას ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს.

ლევან გაჩიჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების პროცესის შეჩერების თაობაზე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძე (უცნობი) განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.

გაჩეჩილაძის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება "ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და მისი "მეგობრის" - პრემიერ მინისტრის გარეშე", არ იქნებოდა მიღებული. "ინტერპრესნიუსი" გია გაჩეჩილაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მინდა განვაცხადო, რომ გუშინდელი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, მიმართულია ქვეყანაში კანონიერების, ბიზნესის და თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. საჯარო რეესტრი არის ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება და არ უნდა წამოეგოს შანტაჟს და სხვა სახის მანიპულირებად მოქმედებებს. ამ შემთხვევაში, ადგილი გვაქვს ტელეკომპანია "მაესტროს" და "რუსთავი 2"-ის მიერ საზოგადოებრივი აზრის მართვის მცელობასთან, რომლის პირველი მსხვერპლი გახდა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა - საჯარო რეესტრი. ასეთი ქმედებით საჯარო რეესტრი ირიბად ხელს უწყობს კომპანიის გაკოტრებას.

მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე, ასეთი უპრინციპო გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული ზემდგომი ორგანოების ჩარევის გარეშე. ყველაზე ცოტა ქალბატონი იუსტიციის მინისტრის და ჩემი "მეგობრის" - პრემიერ მინისტრის გარეშე.

რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში გინახავთ, რომ ტელევიზიის დირექტორს შეეძლოს მფლობელზე და კანონზე მაღლა დადგეს: არ გადაიხადოს გადასახადები, დააგროვოს ვალები, გაანიავოს ინტელექტუალური საკუთრება, კონკრეტული აქციონერების შეკვეთით მიზანმიმართულად გააკოტროს და "გადააგდოს"კომპანიის სხვა აქციონერები. ეს უკვე არის გაცხადებული გეგმა, რომლის მიზანია გაკოტრებული კომპანიის ნაცვლად, შეიქმნას ახალი კომპანია, სადაც მხოლოდ კოტე გოგელია დარჩება, ხოლო სხვა კანონიერი მფლობელების ადგილი აღარ იქნება. კოტე გოგელიას ახალი კომპანია - იგივე ეთერით და ეთერ გადაბაძით! ეს ყველაფერი იფუთება "თავისუფალი სიტყვის ზეიმად" და "პოლიტიკურ დაკვეთასთან" ბრძოლად, ორი მთავარი მესიჯით: "მივრბივარ ამერიკის ელჩთან" და "ყველაფერი ბიძინას ბრალია."

როდესაც 55 % წილის მფლობელი აქციონერი ვერ ცვლის დირექტორს, მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, ეს არა "მაესტროს", არამედ მთელი ქვეყნის უბედურებაა.

ქვეყნის მართვა არ გულისხმობს მთავრობის პასიურ პოზიციას პრინციპულ საკითხებზე. ქვეყნის მართვა არ ნიშნავს გვარამიას და გადაბაძის ხუშტურზე სიარულს, ქვეყნის მართვა არ ნიშნავს ტელევიზიების გასვლას კანონიერების სივრციდან. ეს ნიკა გვარამიას და ეთარ გადაბაძის მიერ ქვეყნის მართვას უფრო გავს. ჩვენ ისინი არ აგვირჩევია! ეს ნორმალურია?

საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ტელე-შანტაჟების ეპოქა! ამიტომაც განვაგრძობ ბრძოლას "მაესტროს" გადასარჩენად, - აღნიშნულია განცხადებაში.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები