საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი სკანდალი ირაკლი რუხაძის გარშემო: "2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი"
ახალი სკანდალი ირაკლი რუხაძის გარშემო: "2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი"

"სალ­ფორდ ჯორ­ჯი­ას" ხელ­მძღვა­ნე­ლი და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რაც "მა­ესტროს" მთა­ვარ ინ­ვეს­ტო­რად მოგ­ვევ­ლი­ნა, შე­საძ­ლოა ახალ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვეს. ამ­ჯე­რად, მის წი­ნა­აღ­მდეგ პრე­ტენ­ზი­ე­ბი რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლებს აქვთ. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ბე­სა­რი­ონ მხე­ი­ძემ 10 თე­ბერ­ვალს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე და­წე­რა ამის შე­სა­ხებ: "დღეს, რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნი­დან კი­დევ 300 კაცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის ფონ­ზე რუ­ხა­ძე "მა­ესტროს" გა­დარ­ჩე­ნის­თვის გას­ცემს მი­ლი­ო­ნებს და მე­ტა­ლურ­გია იძი­რე­ბა. ეს ის რუ­ხა­ძეა, მე­ტა­ლურ­გი­ის მთა­ვა­რი მმარ­თვე­ლი, რო­მელ­მაც 2012 წლი­დან დღემ­დე 1200 კაცი და­ტო­ვა უმუ­შე­ვა­რი".

დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ AMBEBI.GE რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ჟი­ნერ-სპე­ცი­ა­ლისტს ბე­სა­რი­ონ მხე­ი­ძეს და­უ­კავ­შირ­და: "2012 წელს, რუს­თა­ვის მე­ტა­ლურ­გი­ულ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­მო­ცხად­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ჯამ­ში, 1100 ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ­ტკი­ცებს, მხო­ლოდ დრო­ე­ბით შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვუშ­ვებთ თა­ნამ­შრომ­ლებ­სო, მაგ­რამ შვე­ბუ­ლე­ბი­დან ქარ­ხა­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯერ არა­ვინ მი­ნა­ხავს. 2011 წლი­დან მე­ტა­ლურ­გი­ულს ირაკ­ლი რუ­ხა­ძე მარ­თავს. ამ ადა­მი­ანს პი­რა­დად არა­სო­დეს შევ­ხვედ­რი­ვარ, ისიც კი არ ვიცი, ქარ­ხა­ნა­ში ნამ­ყო­ფია თუ არა, რო­გორც წესი, რუ­ხა­ძე ჩუ­მად მოქ­მე­დებს. ხელ­მძღვა­ნე­ლად ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავს და­ნიშ­ნუ­ლი, მის გა­რე­შე ელე­მენ­ტა­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ვერ იღე­ბენ. დღეს ეს ადა­მი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე ზრუ­ნავს? იქ­ნებ, სხვა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბედ­ზე დარდს, სჯობ­დეს სა­კუ­თარ თა­ნამ­შრომ­ლებს მო­უს­მი­ნოს მა­ინც?!"

- რა მო­თხოვ­ნე­ბი გაქვთ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს?

- არა მგო­ნია ჩვენ­ზე ნაკ­ლებ ხელ­ფასს სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი იღებ­დეს. მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლე­ბი ვართ, ვის რო­დის გა­მო­ი­ძა­ხე­ბენ და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვე­ბენ, არა­ვინ იცის. ვინც ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვა, ყვე­ლა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, მათ შო­რის, მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც. დე­და­ჩე­მი და მა­მა­ჩე­მიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­დნენ. მა­მა­ჩე­მი მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი იყო, მაგ­რამ 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ის გამო გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

- მხარს რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას უჭერ­და?

- პო­ლი­ტი­კუ­რად და­ძა­ბუ­ლი ფო­ნის გამო, კომ­პა­ნი­ა­შიც ადა­მი­ა­ნებს პარ­ტი­უ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით არ­ჩევ­დნენ. ჩემი ოჯა­ხი ე.წ. შავ სი­ა­ში ჩა­წე­რეს იმის გამო, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ღიად აკ­რი­ტი­კებ­და. ისე, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­არ­კვევთ, ვის­თან მე­გობ­რობ­და ირაკ­ლი რუ­ხა­ძე 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლამ­დე, ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ ქარ­ხნის მმარ­თვე­ლე­ბად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი ლაშა პა­ი­ჭა­ძე და ნინო ჩიხ­ლა­ძე და­ნიშ­ნა. 2012 წლის შე­მოდ­გო­მის შემ­დეგ კი, ისი­ნი ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბებს ჩა­მო­ა­შო­რა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ პა­ი­ჭა­ძე და ჩიხ­ლა­ძე "ლი­ბერ­თი ბან­კში" და­ა­საქ­მა. შე­საძ­ლოა, ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რი­დან მეც გა­მა­თა­ვი­სუფ­ლონ...

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE ირაკ­ლი რუ­ხა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლობს, რომ­ლის კო­მენ­ტარს მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "მა­ესტროს" ინ­ვეს­ტო­რი და პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რი - ვინ არის ირაკ­ლი რუ­ხა­ძე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ახალი სკანდალი ირაკლი რუხაძის გარშემო: "2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი"

ახალი სკანდალი ირაკლი რუხაძის გარშემო: "2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი"

"სალფორდ ჯორჯიას" ხელმძღვანელი და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი ირაკლი რუხაძე, რომელიც მას შემდეგ გაიცნო საზოგადოებამ, რაც "მაესტროს" მთავარ ინვესტორად მოგვევლინა, შესაძლოა ახალ სკანდალში გაეხვეს. ამჯერად, მის წინააღმდეგ პრეტენზიები რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს აქვთ. ერთ-ერთმა მათგანმა, ბესარიონ მხეიძემ 10 თებერვალს ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა ამის შესახებ: "დღეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნიდან კიდევ 300 კაცი გაათავისუფლეს. ამის ფონზე რუხაძე "მაესტროს" გადარჩენისთვის გასცემს მილიონებს და მეტალურგია იძირება. ეს ის რუხაძეა, მეტალურგიის მთავარი მმართველი, რომელმაც 2012 წლიდან დღემდე 1200 კაცი დატოვა უმუშევარი".

დეტალებზე სასაუბროდ AMBEBI.GE რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ინჟინერ-სპეციალისტს ბესარიონ მხეიძეს დაუკავშირდა: "2012 წელს, რუსთავის მეტალურგიულში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, ჯამში, 1100 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხელმძღვანელობა ამტკიცებს, მხოლოდ დროებით შვებულებაში ვუშვებთ თანამშრომლებსო, მაგრამ შვებულებიდან ქარხანაში დაბრუნებული ჯერ არავინ მინახავს. 2011 წლიდან მეტალურგიულს ირაკლი რუხაძე მართავს. ამ ადამიანს პირადად არასოდეს შევხვედრივარ, ისიც კი არ ვიცი, ქარხანაში ნამყოფია თუ არა, როგორც წესი, რუხაძე ჩუმად მოქმედებს. ხელმძღვანელად ისეთი ადამიანები ჰყავს დანიშნული, მის გარეშე ელემენტარულ გადაწყვეტილებასაც ვერ იღებენ. დღეს ეს ადამიანი ტელევიზიის თანამშრომლებზე ზრუნავს? იქნებ, სხვა კომპანიის თანამშრომლების ბედზე დარდს, სჯობდეს საკუთარ თანამშრომლებს მოუსმინოს მაინც?!"

- რა მოთხოვნები გაქვთ მეტალურგიულის თანამშრომლებს?

- არა მგონია ჩვენზე ნაკლებ ხელფასს საქართველოში რომელიმე კომპანიის თანამშრომელი იღებდეს. მუდმივად დაძაბულები ვართ, ვის როდის გამოიძახებენ და სამსახურიდან გაუშვებენ, არავინ იცის. ვინც ხელფასის მომატება მოითხოვა, ყველა გაათავისუფლეს, მათ შორის, მთავარი სპეციალისტებიც. დედაჩემი და მამაჩემიც წლების განმავლობაში ქარხანაში მუშაობდნენ. მამაჩემი მთავარი სპეციალისტი იყო, მაგრამ 2012 წლის არჩევნებამდე პოლიტიკური პოზიციის გამო გაათავისუფლეს.

- მხარს რომელ პოლიტიკურ ძალას უჭერდა?

- პოლიტიკურად დაძაბული ფონის გამო, კომპანიაშიც ადამიანებს პარტიული შეხედულებებით არჩევდნენ. ჩემი ოჯახი ე.წ. შავ სიაში ჩაწერეს იმის გამო, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ღიად აკრიტიკებდა. ისე, კარგი იქნება თუ გაარკვევთ, ვისთან მეგობრობდა ირაკლი რუხაძე 2012 წლის არჩევნებამდე. ხელისუფლების შეცვლამდე, ირაკლი რუხაძემ ქარხნის მმართველებად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ლაშა პაიჭაძე და ნინო ჩიხლაძე დანიშნა. 2012 წლის შემოდგომის შემდეგ კი, ისინი ხელმძღვანელ თანამდებობებს ჩამოაშორა. როგორც ამბობენ, ირაკლი რუხაძემ პაიჭაძე და ჩიხლაძე "ლიბერთი ბანკში" დაასაქმა. შესაძლოა, ამ განცხადების შემდეგ სამსახურიდან მეც გამათავისუფლონ...

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებას ცდილობს, რომლის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: "მაესტროს" ინვესტორი და პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი - ვინ არის ირაკლი რუხაძე?

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია