საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებულმა ე.წ. ღორის გრიპმა მოსახლეობაში შეშფოთება გამოწვია. ამ დრომდე H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 292 შემთხვევა დაფიქსირდა. გრიპის ინტენსივობამ კი, 100 000 მოსახლეზე 357 შეადგინა. გარდაიცვალა ვირუსით დაინფიცირებული 13 ადამიანი. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ყველა შემთხვევა თანმდევ დაავადებებსა და ექიმთან დაგვიანებით მისვლას უკავშირდება.
ამასთან, ამავე ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე Allnews.ge - სთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გრიპის ვაქცინა ისეთივე ეფექტიანი არ არის, როგორც სხვა ვაქცინები.
"გრიპის ვაქცინის მაქსიმალური დაცვა არის 60%, იგი სამწუხაროდ, არ არის ისეთივე ეფექტური ვაქცინა, როგორც სხვა ვაქცინები. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, სადაც ჩვენზე გაცილებით მეტი ადამიანი იცრება, გრიპი მაინც არის ხოლმე. გრიპის ვაქცინა უფრო ინდივიდუალური დაცვის საშუალებაა, ვიდრე საზოგადოებრივი. შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მძიმედ - არა.
იხილეთ გაგრძელება