არ არსებობს სიყვარული, ეს არის ეგოიზმი: ერთ ადამიანს უნდა მეორე იხმაროს ბოლომდე, - ეს "სკანდალური" განცხადება მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა "ეკა ხოფერიას შოუში" გააკეთა. რაც შეეხება "მუცლებში პეპლებს," ეს მისი აზრით, აღმაფრენა, ხელოვნება და გიჟური ვნებაა, რომელიც შიზოფრენიას ჰგავს.
"არ არსებობს სიყვარული, ეს არის ეგოიზმი: ერთ ადამიანს უნდა მეორე იხმაროს თავიდან ბოლომდე და იმას კიდე ეს უნდა რომ გამოიყენოს ეს ყველაფერი. - ეს არის რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით. ნამდვილი სიყვარული ეს არის ის ფენომენი, რომელიც მე არ შემხვედრია. ეს ალბათ მხოლოდ რელიგიაში შემხვედრია იესო ქრისტეს სახით.- ეს ერთი. დანარჩენი ჩვენი პატარა რაღაცეები ეს არის ეგოიზმის კულმინაცია. რაც შეეხება გრძნობას - ეს არის ხელოვნება, აღმაფრენა, სიგიჟე, მეტი ვნება არის ახლოს შიზოფრენიასთან. მაგალითად, არ მოგწონს მისი ხასიათი, მაგრამ მინდა ადამიანი, ვაფრენ, რაღაცა მემართება... აი, ეს არის ხელოვნება. მაგრამ მე ვუყურებ ცოლ-ქმარს, ოჯახებს და იქ არ არის სიყვარული. ეს არის უბრალოდ ექსპლუატაცია- ერთი ექსპლუატაციას უწევს მეორეს და ვერ შორდებიან, იმიტომ რომ უნდა იყვნენ კანონიერი ცოლი და ქმარი."