პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია
 თინა ხიდაშელი - წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია

წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­შია, საკ­მა­ოდ ლე­გი­ტი­მუ­რი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა გა­ნა­ცხა­და .

ხი­და­შე­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჯე­იმს კლე­პე­რის მსოფ­ლიო საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის ყო­ველ­წლი­ურ ან­გა­რიშ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ შე­ფა­სე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"წუ­ხი­ლი, რო­მე­ლიც დაზ­ვერ­ვის ან­გა­რიშ­შია, საკ­მა­ოდ ლე­გი­ტი­მუ­რი და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია, ყუ­რა­დღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა სჭირ­დე­ბა. დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ თუკი და­სავ­ლე­თი ვერ მო­ა­ხერ­ხებს, და­პი­რე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლოს და ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­დე­გე­ბი დად­გეს, ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ამ პრო­პა­გან­დას ხელს უწყობს და­სავ­ლე­თის მიერ კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია, რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვი გა­ი­ზარ­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ვის­თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ რუ­სუ­ლი დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, არა ის­ტო­რი­ის წიგ­ნებ­ში, არა­მედ, ჩვე­ნი თა­ო­ბის დროს იყო ქვე­ყა­ნა­ში რუ­სულ-ქარ­თუ­ლი ომი, რო­მელ­მაც უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლი და და­ნა­კარ­გე­ბი გა­მო­იწ­ვია ქვე­ყა­ნა­ში, შე­უძ­ლე­ბელს ხდის რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ჩვე­ნი, ყვე­ლას ერ­თობ­ლი­ვი ამო­ცა­ნაა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი გავ­ხა­დოთ ამ ნა­რა­ტი­ვის წარ­მა­ტე­ბა. ჩვენ, მთლი­ა­ნად ერმა, ქვე­ყა­ნამ და ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა უნდა შეგ­ვი­წყონ ხელი, რომ ევ­რო­პა სულ უფრო მე­ტად იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი. და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა, და­სავ­ლე­თი, სულ უფრო მე­ტად ჩან­დეს ჩვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში - ეს არის ამ პრობ­ლე­მის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი", - გა­ნა­ცხა­და თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა.

ხი­და­შე­ლის აღ­ნიშ­ნულ კო­მენ­ტარს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

აშშ-ის ერო­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ჯე­იმს კლა­პე­რის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სე­თის ზე­წო­ლის პი­რო­ბებ­ში შე­საძ­ლოა სტრა­ტე­გი­უ­ლი და­სავ­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცია შე­იც­ვა­ლოს. ამის შე­სა­ხებ კლა­პე­რი ყო­ველ­წლი­ურ მოხ­სე­ნე­ბა­ში სა­უბ­რობს.

"მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო რე­ფორ­მე­ბით პროგ­რესს გა­ნიც­დის, მისი პო­ლი­ტი­კა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდის ფონ­ზე მერ­ყე­ვი იქ­ნე­ბა. ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მთავ­რო­ბის­თვის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­სუს­ტე გახ­დე­ბა 2016 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. სა­ქარ­თვე­ლოს ელი­ტებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბის ზრდა, და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ნე­ლე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რი რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ზრდას­თან ერ­თად ზრდის იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ თბი­ლის­მა შე­საძ­ლოა, შე­ა­ნე­ლოს ან შე­წყვი­ტოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მცდე­ლო­ბე­ბი. რუ­სეთ­თან და­ძა­ბუ­ლო­ბა კვლავ მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და, ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბით, მოს­კო­ვი გაზ­რდის თბი­ლის­ზე ზე­წო­ლას იმი­სათ­ვის, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან და ნატო-სთან კავ­ში­რე­ბი შე­წყვი­ტოს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

თინა ხიდაშელი - წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია

 თინა ხიდაშელი - წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია

წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა .

ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის მსოფლიო საფრთხეების შეფასების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ გამოთქმულ შეფასებას გამოეხმაურა.

"წუხილი, რომელიც დაზვერვის ანგარიშშია, საკმაოდ ლეგიტიმური და ანგარიშგასაწევია, ყურადღებამისაქცევია და შესაბამისი რეაგირება სჭირდება. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ თუკი დასავლეთი ვერ მოახერხებს, დაპირებები შეასრულოს და ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით შედეგები დადგეს, ქვეყანაში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ პროპაგანდას ხელს უწყობს დასავლეთის მიერ კონკრეტული ქმედებების დაგვიანება და შესაძლებელია, რუსული ნარატივი გაიზარდოს საქართველოში. თავისთავად ის ფაქტი, რომ რუსული დროშები ფრიალებს, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არა ისტორიის წიგნებში, არამედ, ჩვენი თაობის დროს იყო ქვეყანაში რუსულ-ქართული ომი, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და დანაკარგები გამოიწვია ქვეყანაში, შეუძლებელს ხდის რუსული ნარატივის გაძლიერებას. მაგრამ, ვიმეორებ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჩვენი, ყველას ერთობლივი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეუძლებელი გავხადოთ ამ ნარატივის წარმატება. ჩვენ, მთლიანად ერმა, ქვეყანამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეგვიწყონ ხელი, რომ ევროპა სულ უფრო მეტად იყოს საქართველოში წარმოდგენილი. დასავლური კულტურა, დასავლეთი, სულ უფრო მეტად ჩანდეს ჩვენს ყოველდღიურობაში - ეს არის ამ პრობლემის მთავარი გასაღები", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ხიდაშელის აღნიშნულ კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს. ამის შესახებ კლაპერი ყოველწლიურ მოხსენებაში საუბრობს.

"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."