მსოფლიო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2017 წლის 1 იანვრიდან სრულიად აიკრძალება 18 წლამდე პირთან ქორწინება"
"2017 წლის 1 იანვრიდან სრულიად აიკრძალება 18 წლამდე პირთან ქორწინება"

2015 წელს პარ­ლა­მენ­ტმა აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ვა იმა­ზე, რომ სა­ქორ­წი­ნო ასა­კი მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­შიც შე­ი­ტა­ნა. თუ რას გუ­ლის­ხმობს ეს ცვლი­ლე­ბა დე­ტა­ლუ­რად ან რა იქ­ნე­ბა სას­ჯე­ლის ფორ­მა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იუ­რის­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი დე­ტა­ლუ­რად გვე­სა­უბ­რა.

- რას გუ­ლის­ხმობს კა­ნო­ნი არას­რულ­წლო­ვან­თა ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის შე­სა­ხებ?

- 2015 წლის 16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა მი­ი­ღო კა­ნო­ნი სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც სა­ქორ­წი­ნო ასაკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლა. ადრე მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, სა­ქორ­წი­ნო ასა­კად მიჩ­ნე­უ­ლი იყო 18 წელი და მხო­ლოდ გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვებ­ში შე­ეძ­ლო 16 წელს მიღ­წე­ულ არას­რულ­წლო­ვანს მშობ­ლის ან სხვა კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის წი­ნას­წა­რი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბით და­ქორ­წი­ნე­ბა. ხოლო ასე­თი თან­ხმო­ბის არარ­სე­ბო­ბი­სას სა­სა­მარ­თლოს შე­ეძ­ლო მი­ე­ღო მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

2015 წლის 16 დე­კემ­ბრის ცვლი­ლე­ბით, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში შე­ვი­და 2016 წლის 1 იან­ვრი­დან, 17 წლის არას­რულ­წლოვ­ნის და­ქორ­წი­ნე­ბის­თვის უნდა გვქონ­დეს 3 კუ­მუ­ლა­ტი­უ­რი (ერ­თდრო­უ­ლად არ­სე­ბუ­ლი) პი­რო­ბა - ამ პი­რის ნება, ისე­თი პა­ტივ­სა­დე­ბი მი­ზე­ზი, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვის და­ბა­დე­ბა და სა­სა­მარ­თლოს თან­ხმო­ბა. ამ­დე­ნად, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მშო­ბელს ან სხვა კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელს აღარ აქვს უფ­ლე­ბა, სა­სა­მარ­თლოს­თვის გვერ­დის ავ­ლით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად

გა­და­წყვი­ტოს 18 წლამ­დე არას­რულ­წლოვ­ნის ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბით ქარ­თველ­მა კა­ნონ­მდე­ბელ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მიდ­გო­მას და გა­ამ­კაც­რა სა­ქორ­წი­ნო ასა­კი (რაც სრუ­ლი­ად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ბავ­შვთა უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას, რომ­ლი­თაც 18 წლამ­დე პირი ბავ­შვად მი­იჩ­ნე­ვა). 2017 წლის 1 იან­ვრი­დან კი სრუ­ლი­ად აიკ­რძა­ლე­ბა 18 წლამ­დე პირ­თან ქორ­წი­ნე­ბა.

მსჰობ­ლე­ბი

- ვინ ის­ჯე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ 16 წლამ­დე ასა­კის წყვილ­მა შექ­მნა ოჯა­ხი? და რას გუ­ლის­ხმობს სას­ჯე­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სით 16 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან­თან სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით შვი­დი­დან ცხრა წლამ­დე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ ქმე­დე­ბას­თან გვექ­ნე­ბა საქ­მე, თუმ­ცა­ღა ვერც იმას უარ­ვყოფთ, რომ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ხდე­ბა. ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი, არა­მედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, მენ­ტა­ლუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან.

- თუ 16 წლამ­დე ასა­კის ბი­ჭიც და გო­გო­ნაც თა­ნახ­მაა შექ­მნან ოჯა­ხი, არ ფი­გუ­რი­რებს ბავ­შვი ან ორ­სუ­ლო­ბა, მა­შინ რა ხდე­ბა? არ მის­ცემს სა­ხელ­მწი­ფო ქორ­წი­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის უფ­ლე­ბას?

- არა.

- რო­გო­რია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იძუ­ლე­ბი­თი ქორ­წი­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"2017 წლის 1 იანვრიდან სრულიად აიკრძალება 18 წლამდე პირთან ქორწინება"

"2017 წლის 1 იანვრიდან სრულიად აიკრძალება 18 წლამდე პირთან ქორწინება"

2015 წელს პარლამენტმა აქტიურად იმუშავა იმაზე, რომ საქორწინო ასაკი მკაცრად განსაზღვრული ყოფილიყო და შესაბამისი ცვლილება კანონშიც შეიტანა. თუ რას გულისხმობს ეს ცვლილება დეტალურად ან რა იქნება სასჯელის ფორმა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, იურისტი მარიამ კუბლაშვილი დეტალურად გვესაუბრა.

- რას გულისხმობს კანონი არასრულწლოვანთა ქორწინების რეგისტრაციის შეზღუდვის შესახებ?

- 2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც საქორწინო ასაკთან დაკავშირებული მიდგომა შეიცვალა. ადრე მოქმედი რედაქციით, საქორწინო ასაკად მიჩნეული იყო 18 წელი და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეეძლო 16 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წინასწარი წერილობითი თანხმობით დაქორწინება. ხოლო ასეთი თანხმობის არარსებობისას სასამართლოს შეეძლო მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.

2015 წლის 16 დეკემბრის ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2016 წლის 1 იანვრიდან, 17 წლის არასრულწლოვნის დაქორწინებისთვის უნდა გვქონდეს 3 კუმულატიური (ერთდროულად არსებული) პირობა - ამ პირის ნება, ისეთი პატივსადები მიზეზი, როგორიცაა ბავშვის დაბადება და სასამართლოს თანხმობა. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს აღარ აქვს უფლება, სასამართლოსთვის გვერდის ავლით, ინდივიდუალურად

გადაწყვიტოს 18 წლამდე არასრულწლოვნის ქორწინების საკითხი. აღნიშნული ცვლილებით ქართველმა კანონმდებელმა მხარი დაუჭირა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიდგომას და გაამკაცრა საქორწინო ასაკი (რაც სრულიად შეესაბამება ბავშვთა უფლებათა კონვენციას, რომლითაც 18 წლამდე პირი ბავშვად მიიჩნევა). 2017 წლის 1 იანვრიდან კი სრულიად აიკრძალება 18 წლამდე პირთან ქორწინება.

მსჰობლები

- ვინ ისჯება იმ შემთხვევაში, თუ 16 წლამდე ასაკის წყვილმა შექმნა ოჯახი? და რას გულისხმობს სასჯელი?

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 16 წლამდე არასრულწლოვანთან სქესობრივი კონტაქტი ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ ქმედებასთან გვექნება საქმე, თუმცაღა ვერც იმას უარვყოფთ, რომ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევები მაინც ხდება. ამიტომაც აუცილებელია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ფსიქოლოგიური, მენტალური და სოციალური მუშაობა მოსახლეობასთან.

- თუ 16 წლამდე ასაკის ბიჭიც და გოგონაც თანახმაა შექმნან ოჯახი, არ ფიგურირებს ბავშვი ან ორსულობა, მაშინ რა ხდება? არ მისცემს სახელმწიფო ქორწინების რეგისტრაციის უფლებას?

- არა.

- როგორია ჩვენს ქვეყანაში იძულებითი ქორწინების მაჩვენებელი? წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია