მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"
"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"

ჟურ­ნალ "გზას" რუბ­რი­კა­ში "და­უს­რუ­ლე­ბე­ლი წი­ნა­და­დე­ბა" სტუმ­რობს მსა­ხი­ო­ბი და­ვით ხა­ხი­ძე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბია, თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თა­მა­შობს, პო­ლუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ­მა - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მო­უ­ტა­ნა. მისი გმი­რი, ზვი­ა­დი ბოლო სე­რი­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და, მაგ­რამ ამ­ჟა­მად სე­რი­ალ­ში შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, და­კა­ვე­ბუ­ლია გოგა ხა­ინ­დრა­ვას ფილმში, რომ­ლის პრე­მი­ე­რაც ზა­ფხუ­ლის­თვის იგეგ­მე­ბა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თა­ვი­სუფ­ლე­ბა...

- ...ეს არ არის ის, რომ აკე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რაც თავ­ში მო­გი­ვა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა მშვი­დად ფიქ­რია შენ­ზე, სამ­შობ­ლო­ზე, სამ­ყა­რო­ზე... ვაჟა-ფშა­ვე­ლას აქვს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წე­რი­ლი - "კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი და პატ­რი­ო­ტიზ­მი ". მას ამ წე­რილ­ში თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვე­თან­ხმე­ბი და სა­ერ­თოდ, ის ჩემ­თვის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რია.

კად­რი სე­რი­ა­ლი­დან "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"

- ბე­დის­წე­რის...

- ...მჯე­რა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­მარ­წმუ­ნა ბე­დის­წე­რის არ­სე­ბო­ბა­ში, მაგ­რამ ამ ამ­ბებს იმ მი­ზე­ზის გამო ვერ გი­ამ­ბობთ, რომ ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლია.

.....

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ვფიქ­რობ ათას რა­მე­ზე. გან­მარ­ტო­ე­ბა, ტყე­ში სი­ა­რუ­ლი, თევ­ზა­ო­ბა მიყ­ვარს, ნა­დი­რო­ბა - ნაკ­ლე­ბად. მიყ­ვარს ბუ­ნე­ბა, იქ ფიქ­რის­თვის მეტი დრო გაქვს. ვთვლი, რომ კარ­გი მე­თევ­ზე ვარ. ამ პრო­ცეს­ზე ვგიჟ­დე­ბი, ეს ჩემი ჰო­ბია. შე­მიძ­ლია, სა­თევ­ზა­ოდ ყო­ველ­დღე ვი­ა­რო,

უმე­ტე­სად - ხრამ­ზე ვთევ­ზა­ობ, რად­გან სუფ­თა მდი­ნა­რეა. თევ­ზა­ო­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა ეს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია. ასეთ დროს ყვე­ლა ყო­ფი­თი სა­ფიქ­რა­ლი უკან გრჩე­ბა. სო­ფელ­ზე და ბუ­ნე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კაცი ვარ. ჩემი გვა­რი თუ­შუ­რია, ხა­ხი­ძე­ე­ბი სო­ფელ აგი­ურ­თი­დან ვართ. ეს სო­ფე­ლი შე­ნა­ქოს­თან ახ­ლო­საა.

- ეპი­ზო­დი ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...როცა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მე და მამა ამ თა­მაშს ერ­თად ვუ­ყუ­რებ­დით. მა­მა­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, ისე მიყ­ვარ­და და მის­გა­ნაც იმა­ვეს ვგრძნობ­დი. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ქვეყ­ნად ვინ­მე ჩემ­ზე მე­ტად თუ უყ­ვარ­და. ამ დღეს მკი­თხა, - იცი, შენ­ზე მე­ტად ვინ მიყ­ვარ­სო? - ვინ-მეთ­ქი? - სა­ქარ­თვე­ლოო. ცუ­დად გავ­ხდი, სა­შინ­ლად მე­წყი­ნა და მას­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა აღარ მინ­დო­და. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­შინ მისი ნათ­ქვა­მი ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე. გა­ვი­და წლე­ბი და შეგ­ნე­ბულ ასაკ­ში მივ­ხვდი, რას ნიშ­ნავ­და მა­მის ნათ­ქვა­მი. მისი გან­ზრახ­ვა ალ­ბათ, ის იყო, რომ ბავ­შვო­ბი­დან­ვე უფრო მეტი მე­ფიქ­რა სამ­შობ­ლო­ზე.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"

"იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო"

ჟურნალ "გზას" რუბრიკაში "დაუსრულებელი წინადადება" სტუმრობს მსახიობი დავით ხახიძე. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თეატრის სცენაზე თამაშობს, პოლულარობა სერიალმა - "ჩემი ცოლის დაქალები" მოუტანა. მისი გმირი, ზვიადი ბოლო სერიებში განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ ამჟამად სერიალში შესვენების პერიოდი აქვს. სამაგიეროდ, დაკავებულია გოგა ხაინდრავას ფილმში, რომლის პრემიერაც ზაფხულისთვის იგეგმება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თავისუფლება...

- ...ეს არ არის ის, რომ აკეთო ყველაფერი, რაც თავში მოგივა. თავისუფლება მშვიდად ფიქრია შენზე, სამშობლოზე, სამყაროზე... ვაჟა-ფშაველას აქვს ძალიან საინტერესო წერილი - "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი ". მას ამ წერილში თავიდან ბოლომდე ვეთანხმები და საერთოდ, ის ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია.

კადრი სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

- ბედისწერის...

- ...მჯერა. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა ბედისწერის არსებობაში, მაგრამ ამ ამბებს იმ მიზეზის გამო ვერ გიამბობთ, რომ ძალიან პირადულია.

.....

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ ათას რამეზე. განმარტოება, ტყეში სიარული, თევზაობა მიყვარს, ნადირობა - ნაკლებად. მიყვარს ბუნება, იქ ფიქრისთვის მეტი დრო გაქვს. ვთვლი, რომ კარგი მეთევზე ვარ. ამ პროცესზე ვგიჟდები, ეს ჩემი ჰობია. შემიძლია, სათევზაოდ ყოველდღე ვიარო,

უმეტესად - ხრამზე ვთევზაობ, რადგან სუფთა მდინარეა. თევზაობისთვის მომზადება ეს მთელი რიტუალია. ასეთ დროს ყველა ყოფითი საფიქრალი უკან გრჩება. სოფელზე და ბუნებაზე შეყვარებული კაცი ვარ. ჩემი გვარი თუშურია, ხახიძეები სოფელ აგიურთიდან ვართ. ეს სოფელი შენაქოსთან ახლოსაა.

- ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...როცა თბილისის "დინამო" ჩემპიონი გახდა, მე და მამა ამ თამაშს ერთად ვუყურებდით. მამაზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა და მისგანაც იმავეს ვგრძნობდი. ვერ წარმომედგინა, ქვეყნად ვინმე ჩემზე მეტად თუ უყვარდა. ამ დღეს მკითხა, - იცი, შენზე მეტად ვინ მიყვარსო? - ვინ-მეთქი? - საქართველოო. ცუდად გავხდი, საშინლად მეწყინა და მასთან დალაპარაკება აღარ მინდოდა. ბუნებრივია, მაშინ მისი ნათქვამი ვერ გავაცნობიერე. გავიდა წლები და შეგნებულ ასაკში მივხვდი, რას ნიშნავდა მამის ნათქვამი. მისი განზრახვა ალბათ, ის იყო, რომ ბავშვობიდანვე უფრო მეტი მეფიქრა სამშობლოზე.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება