პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოთხე ღამის ცხოვრებისა და შოპინგის მოყვარულთათვის - რა უნდა იცოდეთ "აზიის მსოფლიო ქალაქზე"
სამოთხე ღამის ცხოვრებისა და შოპინგის მოყვარულთათვის - რა უნდა იცოდეთ "აზიის მსოფლიო ქალაქზე"

ჰონგ-კონ­გი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი აზი­ის კო­მერ­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი ცენ­ტრია, რო­მელ­საც რე­ი­ტინ­გში მსოფ­ლიო უმ­სხვი­ლეს ცენ­ტრთა შო­რის მე­სა­მე ად­გი­ლი უკა­ვია ნიუ იორ­კი­სა და ლონ­დო­ნის შემ­დეგ. მას ხში­რად უწო­დე­ბენ "აღ­მო­სავ­ლე­თია მარ­გა­ლიტს", ან "აზი­ის მსოფ­ლიო ქა­ლაქს". ჰონგ-კონ­გში არ არის სა­ვა­ლუ­ტო კონ­ტრო­ლი, ჰონგ-კონ­გის სა­ვა­ლუ­ტო ბირ­ჟა აზი­ა­ში ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რია, ხოლო შტაბ-ბი­ნა­თა კონ­ცენ­ტრა­ცია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ონ­ში.

ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სუფ­თა კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სის­ტე­მა აქვს. მისი ეკო­ნო­მი­კა ეფუძ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარს, და­ბალ გა­და­სა­ხა­დებ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ში ჩა­უ­რევ­ლო­ბას. ჰონგ-კონ­გი თა­ვი­სუ­ფა­ლი პორ­ტი გახ­ლავთ ფუ­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნა­კა­დი­თა და თა­ვი­სუფ­ლად კონ­ვერ­ტი­რე­ბა­დი ჰონგ-კონ­გუ­რი დო­ლა­რით, რო­მე­ლიც 1983 წლი­დან ამე­რი­კულ დო­ლარს არის მიბ­მუ­ლი.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ჰონგ-კონ­გის შთამ­ბეჭ­და­ვი ხე­დე­ბი

ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე შიდა მოხ­მა­რე­ბის პრო­დუქ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლით ჰონგ-კონ­გი ჩი­ნე­თის უმ­დიდ­რე­სი ქა­ლა­ქია. მომ­ხმა­რებ­ლის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­წი­ნა­ვე ქვეყ­ნებს (დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, იტა­ლია), ასე­ვე ია­პო­ნი­ა­საც უს­წრებს. დღეს­დღე­ო­ბით, ჰონგ-კონ­გი მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლეს სა­ვაჭ­რო გი­გან­ტთა და ფი­ნან­სუ­რი ცენ­ტრე­ბის ათე­ულ­ში შე­დის, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნე­ზეც აი­სა­ხე­ბა.

ჰონგ-კონ­გი იზი­დავს ტუ­რის­ტებს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. ეს გა­საკ­ვი­რი არც არის, რად­გან იგი უჩ­ვე­უ­ლო ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს რო­გორც ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბით, ასე­ვე თა­ნა­მედ­რო­ვე ცა­თამბჯე­ნე­ბით, ხალ­ხი­თა და გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი დო­ნით.

ჰონგ-კონ­გის გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ცრუ­მორ­წმუ­ნე­ო­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რია. მა­გა­ლი­თად, ოფის­ში შე­საძ­ლოა სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მი­გი­თი­თონ, რომ ქოლ­გა გაშ­ლი­ლი არ და­ტო­ვოთ, რად­გან ეს "ბო­როტ ძა­ლებს მო­ი­ზი­დავს". ჰონგ-კონ­გში 7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, აქე­დან 500 ათა­სი მი­ლი­ო­ნე­რია.

სა­ტე­ლე­ფო­ნო ხაზ­ზე +852 2810 2055 მუ­შა­ობს მთავ­რო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი, სა­დაც გას­წავ­ლი­ან, თუ რო­გორ მი­მარ­თოთ კონ­კრე­ტულ პირს. მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის კონ­სულ­თან სა­უ­ბარს თუ და­ა­პი­რებთ, თავ­და­პირ­ვე­ლად "თქვე­ნო აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბავ" (Your Excellency) უნდა უწო­დოთ, ქრის­ტი­ან მო­ძღვარს კი - "მი­ლორდ" (My Lord).

ქა­ლა­ქი ნამ­დვი­ლი სა­მო­თხეა ღა­მის ცხოვ­რე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, ჰონგ-კონ­გურ შო­პინგზე კი ლე­გენ­დე­ბი და­დის. ად­გი­ლობ­რივ ბრენ­დულ მა­ღა­ზი­ებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა Prada, Gucci და­ბა­ლი ფა­სე­ბია, კლუ­ბე­ბის, ბა­რე­ბის, რეს­ტორ­ნე­ბი­სა და დის­კო­თე­კე­ბის უმე­ტე­სო­ბა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ღიაა.

თა­ვი­სი არ­სით ჰონგ-კონ­გი წარ­მო­ად­გენს ქა­ლაქ-სა­ხელ­მწი­ფოს და არ გა­აჩ­ნია დე­და­ქა­ლა­ქი - ჩვე­უ­ლი გა­გე­ბით. ამავდრო­უ­ლად, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მო­ცე­მუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთი ქა­ლა­ქი შე­დის, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რომ ჰონგ-კონ­გის დე­და­ქა­ლა­ქი თა­ვად ჰონგ-კონ­გია.

ელექტრო­ნუ­ლი, ელექტრო­ტექ­ნი­კუ­რი, სამ­კერ­ვა­ლო და ტექ­სტი­ლის დარ­გის შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჰონგ-კონ­გში მრეწ­ვე­ლო­ბა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სუს­ტად არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ჰონგ-კონ­გში დო­მი­ნი­რებს სა­ბან­კო, სა­ფი­ნან­სო და სა­ვაჭ­რო საქ­მი­ა­ნო­ბა, ძი­რი­თა­დად, ვაჭ­რო­ბა ჩი­ნეთ­თან. ასე რომ, სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ სექ­ტო­რი­დან მო­გე­ბას წარ­მო­ად­გენს. ჩა­მოთ­ვლის სფე­რო­ებ­ში ჰონგ-კონ­გის ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 63%-ია და­საქ­მე­ბუ­ლი. მისი უმ­სხვი­ლე­სი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ჩი­ნე­თი, ტა­ი­ვა­ნი, ია­პო­ნია, აშშ, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და სინ­გა­პუ­რი.

ჰონგ-კონ­გი სა­ო­ცა­რი ად­გი­ლია, სა­დაც თი­თო­ე­ულს შე­უძ­ლია იპო­ვოს რა­ი­მე სა­ინ­ტე­რე­სო თა­ვის­თვის. აქ თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა შერ­წყმუ­ლია ის­ტო­რი­ას­თან, მე­გა­პო­ლი­სის მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბა კი ბუ­ნე­ბის ხე­ლუხ­ლე­ბელ სი­ლა­მა­ზეს­თან.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

სამოთხე ღამის ცხოვრებისა და შოპინგის მოყვარულთათვის - რა უნდა იცოდეთ "აზიის მსოფლიო ქალაქზე"

სამოთხე ღამის ცხოვრებისა და შოპინგის მოყვარულთათვის - რა უნდა იცოდეთ "აზიის მსოფლიო ქალაქზე"

ჰონგ-კონგი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კომერციული და ფინანსური ცენტრია, რომელსაც რეიტინგში მსოფლიო უმსხვილეს ცენტრთა შორის მესამე ადგილი უკავია ნიუ იორკისა და ლონდონის შემდეგ. მას ხშირად უწოდებენ "აღმოსავლეთია მარგალიტს", ან "აზიის მსოფლიო ქალაქს". ჰონგ-კონგში არ არის სავალუტო კონტროლი, ჰონგ-კონგის სავალუტო ბირჟა აზიაში ყველაზე აქტიურია, ხოლო შტაბ-ბინათა კონცენტრაცია ყველაზე მაღალია აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

ქალაქ-სახელმწიფოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა აქვს. მისი ეკონომიკა ეფუძნება თავისუფალ ბაზარს, დაბალ გადასახადებსა და ხელისუფლების ეკონომიკაში ჩაურევლობას. ჰონგ-კონგი თავისუფალი პორტი გახლავთ ფულის თავისუფალი ნაკადითა და თავისუფლად კონვერტირებადი ჰონგ-კონგური დოლარით, რომელიც 1983 წლიდან ამერიკულ დოლარს არის მიბმული.

დაათვალიერეთ ჰონგ-კონგის შთამბეჭდავი ხედები

ერთ სულ მოსახლეზე შიდა მოხმარების პროდუქტის მაჩვენებლით ჰონგ-კონგი ჩინეთის უმდიდრესი ქალაქია. მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის მაჩვენებელი კი დასავლეთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია), ასევე იაპონიასაც უსწრებს. დღესდღეობით, ჰონგ-კონგი მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო გიგანტთა და ფინანსური ცენტრების ათეულში შედის, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონეზეც აისახება.

ჰონგ-კონგი იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. ეს გასაკვირი არც არის, რადგან იგი უჩვეულო ქვეყანაა, რომელიც ყურადღებას იპყრობს როგორც ხელუხლებელი ულამაზესი ბუნებით, ასევე თანამედროვე ცათამბჯენებით, ხალხითა და განვითარების მაღალი დონით.

ჰონგ-კონგის განვითარების დონის მიუხედავად, ცრუმორწმუნეობა მოსახლეობაში ძალიან ძლიერია. მაგალითად, ოფისში შესაძლოა სრული სერიოზულობით მიგითითონ, რომ ქოლგა გაშლილი არ დატოვოთ, რადგან ეს "ბოროტ ძალებს მოიზიდავს". ჰონგ-კონგში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 500 ათასი მილიონერია.

სატელეფონო ხაზზე +852 2810 2055 მუშაობს მთავრობის სპეციალური სამსახური, სადაც გასწავლიან, თუ როგორ მიმართოთ კონკრეტულ პირს. მაგალითად, რომელიმე ქვეყნის კონსულთან საუბარს თუ დააპირებთ, თავდაპირველად "თქვენო აღმატებულებავ" (Your Excellency) უნდა უწოდოთ, ქრისტიან მოძღვარს კი - "მილორდ" (My Lord).

ქალაქი ნამდვილი სამოთხეა ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის, ჰონგ-კონგურ შოპინგზე კი ლეგენდები დადის. ადგილობრივ ბრენდულ მაღაზიებში როგორებიცაა Prada, Gucci დაბალი ფასებია, კლუბების, ბარების, რესტორნებისა და დისკოთეკების უმეტესობა 24 საათის განმავლობაში ღიაა.

თავისი არსით ჰონგ-კონგი წარმოადგენს ქალაქ-სახელმწიფოს და არ გააჩნია დედაქალაქი - ჩვეული გაგებით. ამავდროულად, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოცემული სახელმწიფოს შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქალაქი შედის, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჰონგ-კონგის დედაქალაქი თავად ჰონგ-კონგია.

ელექტრონული, ელექტროტექნიკური, სამკერვალო და ტექსტილის დარგის შედარებით მაღალი განვითარების მიუხედავად, ჰონგ-კონგში მრეწველობა და სოფლის მეურნეობა სუსტად არის განვითარებული.

ჰონგ-კონგში დომინირებს საბანკო, საფინანსო და სავაჭრო საქმიანობა, ძირითადად, ვაჭრობა ჩინეთთან. ასე რომ, სახელმწიფოს ეროვნული სიმდიდრის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სექტორიდან მოგებას წარმოადგენს. ჩამოთვლის სფეროებში ჰონგ-კონგის ქმედითუნარიანი მოსახლეობის 63%-ია დასაქმებული. მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან ჩინეთი, ტაივანი, იაპონია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და სინგაპური.

ჰონგ-კონგი საოცარი ადგილია, სადაც თითოეულს შეუძლია იპოვოს რაიმე საინტერესო თავისთვის. აქ თანამედროვეობა შერწყმულია ისტორიასთან, მეგაპოლისის მჩქეფარე ცხოვრება კი ბუნების ხელუხლებელ სილამაზესთან.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა